აღჯანაბადი სასარგებლოა საერთო სისუსტისა და ქრონიკული დაავადებების დროს
კაკალი
აიღეთ 15 ცალი დაუმწიფებელი კაკლის გული, დაფხვენით, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით 0,5 ლ სპირტი და 14 დღის განმავლობაში მზეზე დადგით. მიიღეთ 20-30 მლ ჭამის შემდეგ. ის შესანიშნავი ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებაა და გასტრიტის, ენტეროკოლიტის, შაქრიანი დიაბეტის დროსაც კარგია.
შვრიის თაფლიანი ნაყენი
1 ჭიქა შვრიას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და მისი მეოთხედის ამოშრობამდე შუშეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა, თაფლთან ერთად, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. კარგია როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება, მარგებელია კუჭის, ნაწლავების ანთებითი დაავადებებისა და სახსრების ტკივილის დროსაც.
ნიგოზი თაფლით
თანაბარი რაოდენობით აიღეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და ნატურალური თაფლი, აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით. დღეში 100 გრამამდე ნარევი გააკეთეთ და 3-4 ულუფად გაყავით. კარგია ტუბერკულოზის დროს, ავადმყოფობის შემდგომი სისუსტის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. სასარგებლოა ბავშვებისთვის, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება. არანაკლებ მარგებელია ჰიპერტონიის, ანემიის, ათეროსკლეროზის, ღვიძლის დაზიანების, კუჭის, გულის უკმარისობის დროს, ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას.
ასკილი
20 გ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 2-3-ჯერ დღეში. კარგია ჰიპოვიტამინოზის დროს, ასევე - როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება. ინფექციური დაავადებების დროს გამოჯანმრთელებას აჩქარებს.
აღჯანაბადი (კურაგა)
ჭერმის ჩირიც ჩინებული ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებაა. მიირთვით დღეში 100-150 გრამი. კარგია საერთო სისუსტისა და ქრონიკული დაავადებების დროს, ახალნაავადმყოფარი ადამიანებისთვის, ორსულებისა და ბავშვებისთვის.