"მთელი პანდემიის პერიოდში, ლამის "მამას" ვეძახდით"
font-large font-small
"მთელი პანდემიის პერიოდში, ლამის "მამას" ვეძახდით"
როცა გიყვარს, ლაღად თავაწეული მიდიხარ


სახელი, გვარი: მაკა ძაგანია.
ასაკი: 41 წლის.
განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში". ასევე აქვს საბავშვო თეატრალური სტუდია.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ლუდის წრუპვა.
ცხოვრების დევიზი: "რასაც დასთეს იმას მოიმკი"; "თუ ვინმემ შეძლო, ე.ი. შენც შეგიძლია".


- მაკა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- ცოტათი პანიკიორ, ცოტათი მშიშარა და კარგად დამთმობ ადამიანს.
- ყველაზე მეტად რა გაშინებთ?
- ბევრი ფობია მაქვს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სიკვდილის შიშამდე მიდის. სავარაუდოდ, ჩემი ყველა ფობია სიკვდილის შიშს უკავშირდება. მაგალითად, ახალ ლიფტებში მარტო ვერ შევდივარ, რადგან როცა რკინის კარი იკეტება, მგონია, ვაკუუმი იქმნება და რომ გავიჭედო, ჰაერი არ მეყოფა, მოვკვდები. ძველ ლიფტებში შესვლის არ მეშინია: ვფიქრობ, რომ გავიჭედო, ჰაერი მაინც მოძრაობს და არ გავიგუდები.
- თქვენს ცხოვრებაში რამე ისეთი მოხდა, რამაც ლიფტთან დაკავშირებული შიში განაპირობა?
- ერთ ზაფხულს, ერთ-ერთი კვების ობიექტში, ერთი სართულიდან მეორეზე ასვლა ლიფტით მომიხდა. ლიფტში ვენტილაცია არ იყო. ზაფხულის სიცხეში ლიფტში შესულსაც ჩახუთულობა რომ დამხვდა, იმ 2 წამში მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი. ლიფტებში შესვლა მანამდეც არ მსიამოვნებდა. სადაც ფეხით ასვლა შემიძლია, ფეხით ავდივარ... კიდევ, ნისლის დროს, როცა ხილვადობა ჭირს, მგონია, რომ ვერ ვსუნთქავ - ასეთი შეგრძნება მეუფლება. შინაგანი შფოთვა მეწყება - ვაი და ჰაერი არ მეყოს-მეთქი (იღიმის)?..
- სიკვდილის არსებობა როდის გააცნობიერეთ?
- ასაკი არ მახსოვს, მაგრამ ადამიანის გარდაცვალებას ყოველთვის მძაფრად განვიცდიდი. ჩემმა მეგობრებმა, გარშემო მყოფებმა იციან, რომ პანაშვიდებზე ვერ დავდივარ. შეიძლება, მივიდე და ეზოში გავჩერდე - შიგნით ვერ შევდივარ, რადგან ცუდად ვხდები. შორეული ბავშვობიდან მოყოლებული, ვინმეს გარდაცვალების გაგება ყოველთვის მთრგუნავდა.
- თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?
- ალბათ, ჩემს ახლობლებთან, გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას "გამოვყავარ". შეიძლება, უცბად რაღაცის გამო გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო, მაგრამ შვილებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ჩახუტება, მოფერება მშველის.
- ამ მხრივ, პანდემიის დროს ძალიან გაგიჭირდათ?
- ჩახუტება, კოცნა, მოფერება ყველას გვაკლია. საერთოდ, ქართველები ასეთი გულთბილი ადამიანები ვართ - სულ ჩახუტება გვინდა (იღიმის). სავარაუდოდ, პანდემიამ ყველაზე იმოქმედა, მათ შორის - ჩემზეც, რა თქმა უნდა.
- რას ნიშნავს თქვენთვის სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"?
- ჩემი ცხოვრების ნაწილია. "სამსახურსაც" ვერ ვარქმევ, რადგან როცა 11 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავეს აკეთებ, რაღაცნაირად, შენი ნაწილი ხდება. შეიძლება, სადმე ბუღალტრად იმუშაო, მაგრამ ფურცლები შვილივით ვერ გეყვარება, ხომ? მსახიობი როლს რომ ქმნი, ის შენთვის ბავშვივით სათუთი ხდება, რომელსაც გააჩენ, უვლი, ზრდი... 11 წელია, ჩემს პერსონაჟს ვუვლი. როგორ შეიძლება, ჩემი ცხოვრების ნაწილი არ იყოს?..
- გახსოვთ ის ეპიზოდი, როცა სერიალში პირველად გამოჩნდით?
- როგორ არ მახსოვს? როლზე რომ დამამტკიცეს, 3 ტრეილერი გადავიღეთ: ერთში - მე ნინა და კატო მთვრალები ვმღერით, მეორეში - "ფიშინგზე" და "შიფინგზე" ვლაპარაკობთ, მესამეში კი - ფეხზე ეპილაციას მიკეთებენ. ტრეილერებში აბსოლუტურად სხვანაირი - ქერა ვიყავი (როგორც ახლა). მერე, როცა უკვე პირველი სერია უნდა გადაგვეღო, გადავწყვიტეთ, თინას იმიჯი შეგვეცვალა და პირველივე სერიაში მუქი თმით გამოვჩნდი.
- ესთეტიკური მედიცინის ცენტრების ხშირი სტუმარი ხართ?
- ვაი, არა... ესთეტიკური მედიცინის ცენტრში საერთოდ არ ვყოფილვარ. ახლა ვარ დაპატიჟებული და მივდივარ (იცინის).
- სალონებს ხშირად სტუმრობთ?
- სალონებსაც არ ვსტუმრობ ხშირად. სერიალიდან ბარტერი გვაქვს და მაშინაც "ისე რა" დავდივარ... მგონია, სალონში ვიზიტებს ბევრი დრო მიაქვს. ამასობაში შემიძლია, თმა სახლში შევიღებო და იმავდროულად, ბევრი რაღაც გავაკეთო, სალონში კი 3 საათი უნდა ვიჯდე. ჩემთვის ეს სახალისო ნამდვილად არაა.
- დაასახელეთ ის, რასაც ყოველ შემოდგომას აკეთებთ...
- ახალ წელს ზუსტად ვიცი, რომ საცივს ვაკეთებ (იცინის). შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულში რამე საქმე ან გართობის წესი არ მაქვს. ზაფხულში, 1 კვირით დასვენებაც ჩემთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. როგორც მოხერხდება, ისე ვიქცევი. ერთადერთი, რაც ყოველ შემოდგომას მაქვს, ცოტათი სევდიანი ხასიათია, რადგან ისევ და ისევ, შემოდგომა ჩემთვის მიძინებასთან ასოცირდება, რაც ჩემს ხასიათზე მოქმედებს, გაზაფხული კი პირიქით - დაბადებასთან, რაღაცის დასაწყისთან...
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?
- ნორმალური. რომ გითხრათ, - არიქა, ვარსკვლავებს ვწყვეტდი-მეთქი, მართალი არ ვიქნები. თან, ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი და მთელი ჩემი მონდომება იქით იყო მიმართული.
- ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?
- ნორმალურად, დამაკმაყოფილებლად (იცინის)...
- თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?
- ზოგი - როგორ, ზოგი - როგორ... ჩემთვის უჩხუბიათ კიდეც - რატომ არ მოგწონვარო (იცინის)?..
- რომელი ცნობილი ქართველი გეამაყებათ ყველაზე მეტად?
- გია ყანჩელი. საერთოდ, ბევრი მეამაყება - ცოცხლებიც, გარდაცვლილებიც (ყველა სფეროში).
- უცებ დამისახელეთ ერთი ქართველი, მოქმედი, ღირსეული პოლიტიკოსი...
- გახარია! მთელი პანდემიის პერიოდში, ლამის "მამას" ვეძახდით (იცინის). უცბად ეგ გამახსენდა...
- რატომ მიგაჩნიათ ღირსეულად?
- პოლიტიკაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან დიდად ჩახედული არ ვარ და არც მინდა, რომ ვიყო. მსურს, ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდე, სადაც პოლიტიკოსი პოლიტიკოსობს, მსახიობი - მსახიობობს, მომღერალი - მომღერლობს... ამიტომ ასეთ თემებზე კომენტარების გაკეთება დიდად არ მიყვარს ხოლმე. უბრალოდ, ეტყობა, დიდხანს მესმოდა, რომ გახარია ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო და პირველად ეს მომივიდა თავში. ალბათ, მას ბევრი დადებითი თვისებაც აქვს და უარყოფითიც, ბევრი კარგიც გაუკეთებია და ცუდიც...
GzaPress
- თქვენს შესაძლებლობებზე ოდესმე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?
- ცოტათი მშიშარა ვარ, გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. საკუთარ თავთან ეს კითხვა სულ მაქვს - შევძლებ? მიუხედავად ამისა, ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე - კი, შეძლებ, რადგან თუ ვიღაცას გამოსდის, შენც გამოგივა-მეთქი, მაგრამ პანიკური შეტევა მქონია - ვაიმე, შევძლებ კი? ნამდვილად გამომივა-მეთქი?
- საუკეთესო ვარიანტში, თქვენი შვილები რომელი პროფესიის წარმომადგენლები გინდათ, რომ იყვნენ?
- რავი, ალბათ, ოჯახს ერთი ექიმი არ აწყენდა (იცინის). ეს ისეთი რამაა, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ - პროფესიის არჩევა მხოლოდ მათ ეხებათ, თორემ ისე, შინ ერთი ექიმი რომ გყავს, უფრო მშვიდად ხარ ადამიანი...
- ამ ეტაპზე, ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- იმას, რომ ხალხის დიდი სიყვარული, გულთბილი დამოკიდებულება მოვიპოვე. ესაა ჩემი მთავარი მიღწევა.
- ბოლოს რა გაჩუქეს?
- ამ პანდემიის დროს საერთოდ, ვინ რაღას გჩუქნის ადამიანს (იცინის)?!. საკუთარ თავს გავუკეთე საჩუქარი - სარეცხი მანქანა განვადებით შევიძინე...
- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?
- დილა, თუმცა ჩემი მეუღლე სულ ამის გამო დამცინის - ეგ დილა არ არისო. ჩემთვის კარგი დილა 11-ის ნახევარია, როცა თავად მეღვიძება და ბედნიერიც ვარ. მიყვარს, რომ ნახევარი საათი მაქვს ყავის დასალევად და გამოსაფხიზლებლად. დილაობით ცუდ ხასიათზე არასდროს ვარ. მომწონს, რომ ყველაფერი იწყება... დილა მაბედნიერებს. ბოლო პერიოდში, ვცდილობ, ადრე ავდგე, რადგან ჩემი უმცროსი შვილი პირველ კლასში შევიდა...
- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?
- სიყვარული. საერთოდ, ცხოვრებაში ძირითადი მამოძრავებელი ძალა სიყვარული (ყველაფრის მიმართ: ბუნების, ოჯახის, ქვეყნის...) მგონია. თუ სიყვარულით არ მოძრაობ, სავარაუდოდ, შენი ნაბიჯებიც მცდარია. როცა გიყვარს, ლაღად თავაწეული მიდიხარ (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ გულედანს ტელემაყურებელი გადაცემა "ჩათიდან" იცნობს.
შერონ მარის გულწრფელი ინტერვიუ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე
რატომ არა აქვს ფარ-ხმლის დაყრის უფლება ანა დოლიძეს
დიდი ქარტეხილების გამოვლის შემდეგ წერის სურვილი თავისთავად გაჩნდა
მარი არღუთაშვილი: "ადამიანი, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს, ალბათ უინტერესოა"
რის გაკეთებას აპირებს ლია მუხაშავრია გურულებისთვის
მარიტა როხვაძის დიდი ცდუნება, ბედისწერა და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი