"რადაც უნდა დამიჯდეს, ბრძოლა უნდა გავაგრძელო"
font-large font-small
"რადაც უნდა დამიჯდეს, ბრძოლა უნდა გავაგრძელო"
რატომ არა აქვს ფარ-ხმლის დაყრის უფლება ანა დოლიძეს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თავისი შედეგებით საზოგადოება გააოცა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ეს სრულიად დაუფინანსებელი, შიშველი ხელებით მიღწეული გამარჯვება იყო და წინ კიდევ უამრავი ბრძოლა ელის.


- შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების, ჩემი პარტიის საქმიანობის ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ჩვენი პარტია სულ სამი თვისაა, ივნისში დარეგისტრირდა. პირველი წელია, პოლიტიკაში ვარ და ვფიქრობ, დასაწყისისთვის კარგი შედეგი დავდეთ. საქართველოში არ არსებობს პარტია, რომელსაც ასე მცირე დროში ასეთი დიდი მხარდაჭერა მოეპოვებინა. ჩემი ბრძოლა უშედეგოდ არ დასრულებულა. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ... ამ ყველაფერს სულ რაღაც 40 ათას ლარად მივაღწიეთ. სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ერთი ბანერის ფასია... მე ბანერი კი არა, სოციალური რეკლამაც არ მქონია. ჩვენ ერთი ბანერის ფასად ქალაქში 5 პროცენტი ავიღეთ. ეს ყველაფერი - უამრავი წინაღობის, შეფერხების, დისკრიმინაციის მიუხედავად. ვინაიდან წლებია ვამბობ, ე.წ. ძველი ბიჭების ინსტიტუტი უნდა მოისპოს-მეთქი, ამიტომ არაერთხელ დაგვესხნენ თავს, რამდენიმე დღის წინ კი პირადად ჩემზე განახორციელეს თავდასხმა. გარდა ამისა, მედიის გარკვეული ნაწილი და მათთან აფილირებული კვლევითი კომპანიები მთელი ამ თვეების განმავლობაში იგნორირებას მიკეთებდნენ, არც ერთ კვლევაში - მაგალითად, "გორბის" მონაცემებში - არც ვიყავი, საერთოდ არც მაღიარებდნენ, ვითომ არ ვარსებობდი. არადა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს შედეგებით დიდად არ ჩამოვრჩები. ჩემი ამომრჩევლების უმეტესობა ქალია; ათასობით ქალის ხმა მაქვს და უფლებაც კი არ გამაჩნია, ფარ-ხმალი დავყარო. მე მათ უფლებებს წარმოვადგენ, რაც ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.
ამასთან, ისეთი ოპონენტები მყავდა, რომლებმაც თავიანთ პიარში მილიონები დახარჯეს, ახლაც დიდი გავლენით სარგებლობენ, უზარმაზარ თანხებს აკონტროლებენ: სამი კანდიდატიდან ერთი მოსკოვში "ლუფთჰანზას" თანამშრომელი იყო, მეორე - ცნობილი ფეხბურთელი და მესამე - უშიშროების აკადემიის სტუდენტი. სამივე პიროვნების შექმნაში უამრავი ფული დაიხარჯა, მილიონობით თანხა "ჩააბეტონეს", რათა მათი ლიდერობა გამოკვეთილიყო.
- ბარიერს მიღმა უამრავი პარტია დარჩა, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე ძალიან დიდი თანხები დახარჯეს, პოლიტიკაში ყოფნის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, წლების განმავლობაში ჰყავთ მხარდამჭერები, აქვთ სტაბილური ელექტორატი, მაგრამ ბარიერი ვერ გადალახეს. მე მათი შედეგების შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი ფასეულობებით ბევრად წინ ვართ და მოსწონთ ეს თუ არა, უნდა აღიარონ.
ვიღაცებისგან განსხვავებით, არც ერთ ბინძურ პოლიტიკურ გარიგებაში, თავდასხმებსა და ურთიერთბრალდებებში, სიძულვილსა და დაპირისპირებაში არ ვმონაწილეობდით.
ჩემი არც ერთი ხმა არ არის ყალბი დაპირებებით, ნაცნობობით, კომისიის სიაში შეყვანის ან შემდგომი დასაქმების დაპირების გამო მიღებული. ჩემს მომხრეებს არ ურბენიათ სიებით უბან-უბან და კარდაკარ, არავისთვის შეუთავაზებიათ თანხა, არც გვქონდა ფული. მეამაყება, რომ ჩემი ყველა ხმა ფასეულობებით, სუფთა სინდისით არის მოპოვებული, ამიტომაც გვიწოდეს მომავლის პარტია. ეს დასაწყისია. "ოცნებას" ვპირდებით: საკრებულოში და ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება, მოსვენებას არ მივცემთ... მთელ ქვეყანაში არ ვიყავით წარმოდგენილი, ვინაიდან არ გვქონდა საკმარისი თანხა, რეგიონებში კი ფულის გარეშე ვერ ვიმუშავებდით. სხვების არ ვიცი, მაგრამ არ ვაპირებთ, სადმე ვინმეს ჩვენი მიტაცებული ხმები ვაპატიოთ. არავინ იფიქროს, რომ საკრებულოში შევედით და ამით დავკმაყოფილდებით. ყველგან ვითხოვ ყუთების გახსნას, ხმების გადათვლას. არც ერთ საჩივარს არ დავტოვებ უყურადღებოდ, ყველა საჩივარს შევიტანთ სასამართლოში.
- ცეესკომ დაასრულა მონაცემების გამოქვეყნება და დიდი ალბათობით, კახა კალაძე ისევ უპირობო ლიდერია.
- ცესკოს მონაცემების დიდად არ მჯერა, მაგრამ მაინც ველოდები საბოლოო შედეგებს. უკვე აღმოვაჩინეთ დარღვევები. დაახლოებით 30 საჩივარი წარვადგინეთ. მოვითხოვეთ ყუთების გახსნა, ხმების გადათვლა. რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს... ვნახოთ, რა იქნება. ახლა ვართ ბრძოლაში და წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, სად ვიქნები მეორე ტურის შემდეგ. მარტო არ ვარ, პარტიას, ხალხს წარმოვადგენ, საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუ ვის მხარეს გადაიხრება ჩვენი სიმპათია, საუბარი ადრეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ პარტია, რომელიც აგრესიითა და სიძულვილის ენით საუბრობს და მოქმედებს. ჩვენი პარტია არის საქმიანობაზე ორიენტირებული. თუმცა, გაჩუმებას არ ვაპირებთ. მაგალითად, რამდენიმე უბანზე პარტიის "ხალხისთვის" გრაფა ცარიელი იყო და ჩვენი ხმები "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ჰქონდა მიღებული... კიდევ უამრავი უმსგავსობა გამოვლინდება. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და ყველა შემთხვევას ბოლომდე მივყვებით. საქმიანობას გავაგრძელებთ საკრებულოში და ჩვენს მომხრეებსა და სხვებსაც დავანახვებთ, რომ ერთმანეთის გადაკიდებასა და სიძულვილზე კი არა, საქმეზე ორიენტირებული პარტია ვართ.
ამ ქვეყანაში ხომ უნდა დადგეს სხვანაირი პოლიტიკის დრო. ორპოლუსიანობის ტრადიციულმა პოლიტიკურმა სისტემამ ეს ქვეყანა წლების განმავლობაში დააპაუზა. წინა არჩევნებიდან გამოჩნდა, რომ ხალხის მხარდაჭერა მქონდა და ამან გადამაწყვეტინა პარტიის შექმნა. რადაც უნდა დამიჯდეს, ბრძოლა უნდა გავაგრძელო.
- როგორც მითხარით, ბევრი გეკითხებათ, რატომ გადავწყვიტე ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმაო?..
- კი და ამ კითხვაზე ასეთი პასუხი მაქვს: იმიტომ, რომ ვგრძნობდი საზოგადოების კეთილგანწყობასა და მხარდაჭერას. ეს ერთგვარი ბიძგი იყო პარტიის შესაქმნელად და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე. წინა არჩევნების დროსაც მეკითხებოდნენ, ერთ მხარეს მმართველი გუნდის კანდიდატია, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი უპირისპირდება, ამ სიტუაციაში შენ რა შანსი გაქვსო?.. გავრისკე და ორპოლუსიანი სისტემის გარღვევა ვცადე. მიღებულმა შედეგმა დამარწმუნა, რომ მოსახლეობაში არის მზაობა, რაღაც შეიცვალოს და ახალი ძალა გამოჩნდეს. სუფთა ხელებით და მიზერული რესურსებით ჩატარებული ორთვიანი კამპანიით მაშინ 18% ავიღე...
არ შეიძლება, მუდამ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ქმნიდნენ ამინდს. ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის აუცილებელია ახალი ეტაპის დაწყება. პოლიტიკური ველი უნდა გადაიტვირთოს და ვიღაცამ ახალი თამაშის წესები შემოიტანოს, ამიტომ გადავწყვიტე თუნდაც ქალაქის მერად კენჭისყრა, ქალი მერიც ხომ სიახლეა ჩვენს ქვეყანაში.
ნებისმიერ შემთხვევაში შევეცდებით, ის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც არჩევნებისთვის მოვამზადეთ, განვახორციელოთ. უნდა დასრულდეს ის დიდი პროექტები, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო და აღარ დაასრულა. იმისთვის, რომ ქალაქი უსაფრთხო იყოს, აუცილებელია რეგულაციები. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის ავტოგასამართი სადგურები თავშეყრის ადგილებთან, სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან. ჩვენთან ყველაფერი მიშვებულია. გაუმართავი და ცუდად დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობა, ქალაქის ერთი პუნქტიდან მეორეში მისვლა უმეტესად პრობლემატურია. აუცილებლად წამოვწევთ ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სავალდებულო ტესტირებას.
GzaPress
- სხვა თემაზეც გკითხავთ: ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეთ. როგორ შეიძლება მის გარშემო პროცესები განვითარდეს?
- პირველ რიგში, საქართველოში მისი ჩამოსვლა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, განსაკუთრებით შსს-ისთვის არის დიაგნოზი. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი, - ეს ნინიას ბაღია თუ ქვეყანა-მეთქი?.. - ვინაიდან უამრავი უცნაური შემთხვევა მოხდა: თბილისის ცენტრიდან გაქრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, მეორე დღეს კი ბაქოში აღმოჩნდა; ბადრი ესებუა გაქრა... ირკვევა, რომ თურმე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაწარმოოთ გამოძიება. მაშ, რისთვის გვყავს შს სამინისტრო, თავად მინისტრი?.. პოლიტიკურ პოზიციებს რომ თავი დავანებოთ, ვინმე აკონტროლებს ამ ქვეყნის საზღვრებს?..
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას - ამ პროცესებმა დაგვანახვა, რომ სააკაშვილის განცხადებებთან თანაცხოვრება მოგვიწევს. შესაბამისად, ვფიქრობ, ალბათ აღარც მედიას უღირს სკანდალის ატეხა მის განცხადებებზე. სურათი ასეთია: ის არის აქტიური პოლიტიკოსი, არის "ნაციონალური მოძრაობის" რეალური ლიდერი, არსად წასვლას არ აპირებს და ამ განცხადებებით ახდენს თავისი ამომრჩევლის მობილიზებას.
"ქართული ოცნების" პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, მანამდეც ბევრ საქმეზე მიგვაჩვია, რომ ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებებს და ჩვენ შემდეგ იგებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. თუმცა, არც ერთი შემთხვევა - ვგულისხმობ მის ჩამოსვლასა და მმართველი გუნდის განცხადებებს, ვითომ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ და მსგავსი ზღაპრები - პოლიტიკური პროცესებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ჯანსაღი არ არის. სულ რომ მართლები იყვნენ შს სამინისტროში, საზოგადოების მხრიდან იმდენად დაბალი ნდობა აქვთ, რომ მათი არავის სჯერა.
- უკვე დაიწყო იმაზე მსჯელობა, არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი...
- ამაზე მოკლედ ვიტყვი - სააკაშვილს პასუხი საგები აქვს ბევრ საკითხზე და მისი ბრალეულობა უნდა გადაწყდეს კანონის უზენაესობის პრინციპით სამართლიანი სასამართლოს პირობებში. მთავარი კითხვა მე თვითონ მაქვს მასთან: რა როლი ჰქონდა რეპრესიული სისტემის აწყობაში, რომელიც აქ იყო... "ოცნების" შეცდომებთან მისი საქმიანობა არანაირ კავშირში არ არის, მან პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც თავისი მმართველობის წლებში ჩაიდინა.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ გულედანს ტელემაყურებელი გადაცემა "ჩათიდან" იცნობს.
შერონ მარის გულწრფელი ინტერვიუ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე
როცა გიყვარს, ლაღად თავაწეული მიდიხარ
დიდი ქარტეხილების გამოვლის შემდეგ წერის სურვილი თავისთავად გაჩნდა
მარი არღუთაშვილი: "ადამიანი, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს, ალბათ უინტერესოა"
რის გაკეთებას აპირებს ლია მუხაშავრია გურულებისთვის
მარიტა როხვაძის დიდი ცდუნება, ბედისწერა და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი