"შეყვარებული ვარ"
font-large font-small
"შეყვარებული ვარ"
მარიტა როხვაძის დიდი ცდუნება, ბედისწერა და მონატრება

"მამა ხშირად მიმეორებდა, ვინც უნდა იყო, რასაც უნდა მიაღწიო, იცოდე, არასდროს არავინ დაჩაგრო", - იხსენებს მომღერალი მარიტა როხვაძე. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, რა იყო მისი ცხოვრების მთავარი შიში, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, ვინ არის მისთვის ყველაზე დიდი ცდუნება, არის თუ არა შეყვარებული და რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1993 წლის 12 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მომღერალი და მსახიობი. ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა, ადრეული ასაკიდანვე ვმღეროდი და სცენაზე გასვლაზე ვგიჟდებოდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ხმა.
- ჩემზე ამბობენ...
- გიჟიაო. ეს წარმოდგენა ჩემი არასტანდარტული ხასიათიდან გამომდინარე აქვთ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...საერთოდ არაფერს შევცვლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ..."ჯეოსტარის" მოგება. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღე, ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვების იმედი მქონდა. ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვე. არც ვიცი, ჩემი მაშინდელი ემოცია როგორ გადმოვცე ან რას შევადარო, მსგავსი რამ ალბათ არც აღარასდროს განმეორდება, შოკი იყო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ოჯახს. მშობლების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ვარ მარიტა როხვაძე.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მქონდეს ბევრი ფული. გამომუშავებას რამდენად ვახერხებ?.. ჩვენი ქვეყნის პირობებში, რამდენადაც შესაძლებელია, ჩემი პროფესიის ადამიანმა კონცერტებით, საღამოებით თანხა გამოიმუშაოს, ნორმალურად ვარ. სხვა შემოსავალი არ მაქვს, დამატებით საქმეს არ ვაკეთებ, რადგან სიმღერა ძალიან დიდ შრომას, მუდმივ რეპეტიციებსა და დროს მოითხოვს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ხასიათში პოზიტივი მაქვს და ეს ძალიან მომწონს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ღამე ჭამა მიყვარს (იცინის).
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ხანდახან ვიმეორებ, მაგრამ ვცდილობ, აღარ გავიმეორო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ადამიანებს გული არ უნდა ვატკინო.
- ჩემი ყველაზე დიდი ცდუნება...
- ...ჩემი საყვარელი ადამიანია.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ის პიროვნება მიყვარს, სხვა შემთხვევაში - ნაკლებად. ადამიანებს, რომლებსაც შეცდომებს ვერ ვპატიობ, ვკარგავ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...10 წლის შემდეგ მგონია, რომ ბევრი შვილი მეყოლება, მექნება ვილა, საკუთარი დიდი სახლი, ვიქნები საყვარელ ადამიანთან ერთად და მშვიდად ვიცხოვრებ. სხვათა შორის, მრავალშვილიანობაზე ფიქრი ამ ბოლო დროს დავიწყე, რატომაც არა? ლამაზები იქნებიან.
- ვიბნევი...
- ...როცა ტყუილს ვამბობ, მეტყობა, რომ ვიტყუები.
- ვიტყუები, როცა...
- ...სადმე წასვლა არ მინდა. უწყინარ ტყუილებს ვამბობ. ისეთს არასდროს ვიტყვი, სხვა რომ დააზარალოს.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ვიყო 8 კილოგრამით ნაკლები.
- ჩემი ჰობია...
- ...ქსოვა, ქარგვა, ხატვა, ეს ყველაფერი მეხერხება და კარგად გამომდის.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უზრდელ ადამიანებს. რომ ელაპარაკები და ვერაფერს აგებინებ, მერე ხმას უწევენ; ჰგონიათ, ყველას ხმას თუ გადაფარავენ, მართლები იქნებიან. ამ დროს შეიძლება "გადამეკეტოს", მაგრამ ემოციის კონტროლს მაინც ვახერხებ.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა.
- სიყვარული - ეს...
- ...არის ყველა ფერი ამ სამყაროში.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, დავინახე და შემიყვარდა. შემდეგ ეს ურთიერთობა ორმხრივი იყო, მაგრამ დასრულდა.
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ. იცი, რომ ასეა და გინდა, მაინც მე მათქმევინო? იმ ბიჭის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ იმას გავამხელ, რომ პროფესიით სტომატოლოგია, სულ მაბრაზებს, 24 საათი ჩემ გვერდით ყოფნა უნდა და ვერ ვახერხებ. ამ ადამიანზე საჯაროდ მას შემდეგ ვილაპარაკებ, როცა ჩვენს ურთიერთობას ოფიციალურ სახეს მივცემთ.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...გემრიელად ჭამამ (იცინის), კარგი განწყობა ეგრევე მოდის.
- მაკვირვებენ...
- ...ადამიანები თავიანთი არაადამიანობით.
- ვრისკავ...
- ...ხშირად. რისკზე წასვლა მიყვარს, შეიძლება კონკრეტული ნაბიჯი შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანიც აღმოჩნდეს. რისკიანი ადამიანები მიყვარს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ადამიანებს ზედმეტად ვენდობი, რასაც არ იმსახურებენ. ამის გამო იმედგაცრუება არაერთხელ მქონია, ეს ერთგვარი ტკივილია, მაგრამ ვისწავლე, ემოციაც როგორ უნდა ვმართო.
- ვამაყობ...
- ...ჩემი მეგობრებით.
- ბოლოს ვიტირე...
- ...გუშინ, ოღონდ სიცილის დროს ვიტირე; ისე ვიცინოდი, ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მომწონს. რასაც ვიმსახურებ, ის უნდა მითხრან. საერთოდ, ყველა ადამიანი უნდა შეაქო იმ საქმისთვის, რომელსაც კარგად აკეთებს, ეს ყველასთვის დიდი სტიმულია.
- შიში მაქვს...
- ...უკვე აღარაფრის, მაგრამ ძალიან დიდი შიში მქონდა, მამის გარეშე არ დავრჩენილიყავი. სამწუხაროდ, მამა თებერვალში გარდაიცვალა. ჩვენ ძალიან დიდი მეგობრები ვიყავით, ჩემი პირველი მესაიდუმლე ის იყო. მამის გარდაცვალებას ვერაფრით ვეგუები, უბრალოდ, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობ. ჩვენ განსაკუთრებული მამაშვილობა გვქონდა. ერთ დღეს მამაზე აუცილებლად დავწერ. სხვათა შორის, მრავალშვილიანობის სურვილიც ჩემი დედისერთობიდან გამომდინარე გამიჩნდა. მარტო ყოფნა ძალიან ცუდია, ადამიანს და-ძმა უნდა ჰყავდეს, მშობლებისთვის ამის გამო საყვედურიც მითქვამს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ხშირად არ მსაყვედურობენ, არ ვიმსახურებ.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...მხოლოდ წონაში დავიკლებდი, ჩემს გარეგნობაში სხვა ყველაფერი ძალიან მომწონს.
- ვუფრთხილდები...
- ...გრძნობებს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...კარგი ხაჭაპურის გამოცხობა. ყველაფერი მეხერხება, მაგრამ ცოტათი ზარმაცი ვარ.
- ყოველთვის მრცხვენია...
- ...საქმე სასირცხვილოდ ნამდვილად არ მაქვს.
- თავისუფლება არის...
- ...ღმერთის სიყვარული, ჩემთვის ასეა.
- როცა მარტო ვარ...
- ...ან ვკითხულობ, ან ფილმებს ვუყურებ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...აუცილებლად მექნება, მერე კი აუცილებლად გავაკეთებ ერთ ძალიან, ძალიან კარგ სტუდიას, უმაღლესი დონის აპარატურით და იქ ჩემს სიმღერებს ჩავწერ.
GzaPress
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...მერკანტილური ვერ გავხდები.
- მენატრება...
- ...მამა.
- ვაგროვებ...
- ...ფულს.
- ბედისწერა...
- ...მგონია, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარი მომავალი თავად შექმნას.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ადამიანები, ურთიერთობები მშველის, წამალია. ამ დროს მარტო ყოფნა განსაკუთრებით არ მიყვარს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...მამა ხშირად მიმეორებდა, ვინც უნდა იყო, რასაც უნდა მიაღწიო, იცოდე, არასდროს არავინ დაჩაგროო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ნუ დავკარგავთ სახეს, ერთმანეთის ნდობას, დავრჩეთ ადამიანებად!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ გულედანს ტელემაყურებელი გადაცემა "ჩათიდან" იცნობს.
შერონ მარის გულწრფელი ინტერვიუ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე
როცა გიყვარს, ლაღად თავაწეული მიდიხარ
რატომ არა აქვს ფარ-ხმლის დაყრის უფლება ანა დოლიძეს
დიდი ქარტეხილების გამოვლის შემდეგ წერის სურვილი თავისთავად გაჩნდა
მარი არღუთაშვილი: "ადამიანი, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს, ალბათ უინტერესოა"
რის გაკეთებას აპირებს ლია მუხაშავრია გურულებისთვის
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი