წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი XIII)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი XIII)
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
კარ­გა ხანს და­მა­ტა­რებ­და ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, მა­ღა­ზი­ი­დან მა­ღა­ზი­ა­ში, ბუ­ტი­კი­დან ბუ­ტიკ­ში და სა­ჩუქ­რე­ბის ვა­რი­ან­ტებს მთა­ვა­ზობ­და. მეც კარ­გა ხანს ვი­წუ­ნებ­დი და ვყოყ­მა­ნობ­დი, რომ მის გვერ­დით ყოფ­ნის სი­ა­მოვ­ნე­ბა გამ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბო­და. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ჩი­ნუ­რი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ლარ­ნა­კი ავირ­ჩიე, თა­ვი­სი­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ულა­მა­ზე­სი ტო­ტე­ბით და შე­ვი­ძი­ნე. ამას­თან, ნი­ნი­საც ვუ­ყი­დე პა­ტა­რა სუ­ვე­ნი­რი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად - კოს­მე­ტი­კის ჩან­თა - თეთ­რი, კოპ­წია და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ტე­ვა­დი. რა თქმა უნ­და, თა­ვად ავარ­ჩე­ვი­ნე და ბო­ლოს რომ ვუთხა­რი, ეს შენ ჩემ­გან-მეთ­ქი, ჯერ გა­ოც­და, მე­რე კი გა­წით­ლ­და, რაც ძა­ლი­ან მო­უხ­და. ვარ­დის­ფ­რად აელ­ვა­რე­ბუ­ლი ღაწ­ვე­ბი მეტ სი­ნა­ზეს სძენ­და. უკან რომ გა­მოვ­ბ­რუნ­დით, სახ­ლ­თან ჩა­მოვ­ს­ვი, მე აღარ ავე­დი, ნა­ნას კი­დევ ერ­თხელ და­ნახ­ვას მო­ვე­რი­დე. რა­ღაც­ნა­ი­რად დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ­დი თავს. მარ­თა­ლია, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი გა­ვარ­კ­ვი­ეთ ერ­თ­მა­ნეთ­თან, მაგ­რამ მა­ინც ვერ მო­ვის­ვე­ნე, არა და არ მო­მეშ­ვა გულ­ზე, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ვატყუ­ებ­დი. ყვე­ლა­ზე გულ­სატ­კე­ნი ის იყო, რომ ის მა­ინც იმე­დოვ­ნებ­და ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნას. მე კი გუ­ლი მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის­კენ მი­მი­წევ­და, თუმ­ცა, ყოვ­ლად უიმე­დოდ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ამ ამ­ბი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა, მა­ინც წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­ვით ხავსს ვებღა­უ­ჭე­ბო­დი.
იმ დღი­დან მო­ვუხ­ში­რე ნა­ნას­თან სტუმ­რო­ბას. რო­გორ გა­ი­ლა­ღა, უნ­და გე­ნა­ხათ. ეგო­ნა, მის გა­მო დავ­დი­ო­დი. თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი მენ­დო­ბო­და, რო­ცა ნი­ნის­თან ერ­თად სად­მე წა­ვი­დო­დი. თა­ვად იყო ხოლ­მე ინი­ცი­ა­ტო­რი, აქ წა­დით, იქ წა­დით, ორი­ვემ შე­ა­მოწ­მეთ, ორი­ვემ ნა­ხეთ და ა.შ. თა­ვი­დან ცო­ტას კი აპ­რო­ტეს­ტებ­და ნი­ნი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა შე­სუს­ტ­და და ბო­ლოს ისე მო­მეჩ­ვია, რომ პა­ტარ-პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­საც მან­დობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, იქ, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში მიყ­ვე­ბო­და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.
გა­მო­დი­ო­და, რომ ორ­მაგ თა­მაშს ვთა­მა­შობ­დი. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დღე და­მად­გე­ბო­და, ეს ამ­ბა­ვი რომ გამ­ს­კ­და­რი­ყო? იმ­დე­ნად გან­ვიც­დი­დი ამ ყვე­ლა­ფერს, რომ აშ­კა­რად და­მეტყო ნერ­ვიუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ევა­სი არ იყოს, სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ვი­კე­ტე, გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი გავ­ხ­დი. ვე­რაფ­რით, ვერ­სა­ი­დან გა­მო­სა­ვალს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. არა­და, ნი­ნის ვერც ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­დი, რას გან­ვიც­დი­დი მის მი­მართ, სიყ­ვა­რულს კი არა, მო­წო­ნე­ბა­საც ვერ და­ვა­ნახ­ვებ­დი. ის ისე მი­ყუ­რებ­და, რო­გორც ოჯა­ხის წევრს, რო­გორც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს და ჩე­მი ლტოლ­ვა რომ ეგ­რ­ძ­ნო, არას­დ­როს მა­პა­ტი­ებ­და, ახ­ლო­საც აღარ გა­მი­კა­რებ­და.
ყო­ველ­თ­ვის ასე­თი უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და. მხო­ლოდ ჩემს თავს ხდე­ბო­და ხოლ­მე გა­სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნე­ბი. სულ, სულ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა! ჩვი­ლო­ბა­შიც კი ანო­მა­ლი­უ­რი რა­ღა­ცე­ბი მე­მარ­თე­ბო­და. ოთხი თვი­სას წი­ნა ორი კბი­ლი ამო­მი­ვი­და, შვი­დი თვი­სამ ფე­ხი ავიდ­გი... ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ასე­თი რა­მე­ე­ბი უფ­რო და უფ­რო ხშირ­დე­ბო­და. ახ­ლაც მო­რი­გი სა­ოც­რე­ბა ხდე­ბო­და ჩემს თავს. რაც მეტს ვფიქ­რობ­დი ამა­ზე, მით მე­ტად ვიხ­ლარ­თე­ბო­დი იდუ­მალ ლა­ბი­რინ­თ­ში.
ფიქ­რებ­სა და გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში დრო გა­ვი­და. ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად იყო, არ­სად არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბო­და, არც შინ და არც გა­რეთ. ერ­თა­დერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ის მოხ­და, რომ ევა შეხ­ვ­და ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს და თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვა. იმა­ნაც ერ­თი კარ­გად შე­ა­გი­ნა, სულ ბო­ზი და ჩათ­ლა­ხი ეძა­ხა, მე­რე გა­ცო­ფე­ბულ­მა ქუ­დი და­ი­ხუ­რა და კა­რი გა­ი­ჯა­ხუ­ნა. მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, დამ­თ­ვ­რა­ლი­ყო, ეგ­რე­ვე ურე­კავ­და, შეხ­ვედ­რას სთხოვ­და და ტვინს უბურ­ღავ­და.
ეს იყო და ეს. სხვა ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ოქ­ტომ­ბ­რამ­დე არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. აი, ოქ­ტომ­ბერ­ში კი...
ერთ სა­ღა­მო­საც, რო­ცა ნა­ნას მო­რი­გი ვი­ზი­ტით ვეწ­ვიე, ამ­რე­ზი­ლი შემ­ხ­ვ­და. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა­ტომ. ორი დღის წინ მშვე­ნი­ერ გუ­ნე­ბა­ზე დავ­ტო­ვე და მად­ლო­ბაც კი გა­და­მი­ხა­და დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის წინ, ასე რომ ზრუ­ნავ ჩვენ­ზეო. რა მოხ­და? ვინ­მემ რა­მე ხომ არ ჩა­აწ­ვე­თა? გა­საკ­ვი­რი დღეს არა­ფე­რია. შე­იძ­ლე­ბა მე­ზობ­ლე­ბი ალა­პა­რაკ­დ­ნენ, ჭო­რე­ბი გა­ავ­რ­ცე­ლეს...
- რა და­გე­მარ­თა, რა­მე მოხ­და? - შე­ვე­კითხე, ოთახ­ში რომ შე­ვე­დი. დი­ვან­ზე დაჯ­და და ფე­ხი მო­ირ­თხა.
- არა­ფე­რი, გა­ნა რა­მე უნ­და დამ­მარ­თო­და?
- რა ვი­ცი, ისე­თი სა­ხით შე­მომ­ხე­დე წე­ღან, ვი­ფიქ­რე, რა­ღაც და­ვა­შა­ვე-მეთ­ქი.
- ჯერ არ და­გი­შა­ვე­ბია, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ და­ა­შა­ვებ, - ხაზ­გას­მით წარ­მოთ­ქ­ვა და მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მზე­რა მეს­რო­ლა.
შევ­ხე­დე. თვა­ლი თვალ­ში ჯი­ქურ გა­მი­ყა­რა და რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე მი­ყუ­რა, წამ­წა­მე­ბი არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია.
- ვერ ვხვდე­ბი, რი­სი თქმა გინ­და... რა­ტომ უვ­ლი შო­რი­დან? პირ­და­პირ მითხა­რი, თუ რა­მე გაქვს სათ­ქ­მე­ლი.
- ნი­ნის გარ­შე­მო ნუ ურ­ბენ, ამ­ხე­ლა კაცს ასე აცე­ტე­ბა არ გიხ­დე­ბა.
- რო­გორ, რო­გო­ო­ორ? - მარ­ცხე­ნა ყუ­რის ბი­ბი­ლოს საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი გა­მოვ­დე, ბებ­რებ­მა რომ იცი­ან ისე, რო­ცა არ ეს­მით, რას ეუბ­ნე­ბი­ან, და მეც ამ­რე­ზით მი­ვა­ჩერ­დი, - გა­ნა შე­ნი სურ­ვი­ლი არ იყო, და­ვახ­ლო­ე­ბო­დი? შენს ზურგს უკან გა­ვა­კე­თე რა­მე, თუ? ამ საყ­ვე­დურს არ მი­ვი­ღებ, ნა­ნა. თუ არ მოგ­წონს, აქ რომ დავ­დი­ვარ, პირ­და­პირ მითხა­რი და ხვა­ლი­დან ჩე­მი ფე­ხი არ იქ­ნე­ბა თქვენს სახ­ლ­ში, - გაღ­მა შე­ე­და­ვე, გა­მოღ­მა შეგ­რ­ჩე­ბა­ოს პრინ­ცი­პი გა­მო­ვი­ყე­ნე.
არა­და, მარ­თა­ლი იყო, ცილს სუ­ლაც არ მწა­მებ­და. ქა­ლია და გუ­მან­მა უგ­რ­ძ­ნო, რომ მის ქა­ლიშ­ვილს ვე­ფან­ც­ქ­ვა­ლე­ბო­დი. თვა­ლებ­მა გამ­ყი­და ალ­ბათ, შეყ­ვა­რე­ბულ­მა თვა­ლებ­მა.
სარ­კას­ტუ­ლად ჩა­ი­ცი­ნა. უეც­რად ისე­თი ზიზღით აევ­სო თვა­ლე­ბი, თით­ქოს მის წინ მე კი არა, ვინ­მე ნაგ­ვის ბუნ­კე­რი­დან ამო­სუ­ლი ბომ­ჟი მდგა­რი­ყო. ჩემს ლა­ბა­დას ხე­ლი და­ვავ­ლე და კა­რის­კენ გავ­ქან­დი. ჩხუ­ბის სურ­ვი­ლი არ მქონ­და. ვი­ცო­დი, წო­ნას­წო­რო­ბი­დან თუ გა­მო­ვი­დო­დი, აუცი­ლებ­ლად ცუ­დი რა­მე­ე­ბი დამ­ც­დე­ბო­და და მე­რე თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი.
- რას აკე­თებ? - მო­მა­ძა­ხა.
- მივ­დი­ვარ, - უკანმი­უ­ხე­და­ვად წა­მო­ვი­ძა­ხე.
- ის შე­ნი შვი­ლია! - იყ­ვი­რა უეც­რად.
ალ­ბათ ბომ­ბი რომ გამ­ს­კ­და­რი­ყო ჩემ­გან ერთ მეტ­რ­ში, ისე არ შე­მე­შინ­დე­ბო­და, რო­გორც ამ სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნი­სას. მეხ­დარ­ტყ­მუ­ლი­ვით ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად თით­ქოს უზარ­მა­ზი კე­დე­ლი და­მე­ცა თავზე, თით­ქოს ზურ­გ­ზე ვე­ე­ბერ­თე­ლა ტვირ­თი ამ­კი­დეს... რამ­დე­ნი­მე წა­მი დამ­ჭირ­და, რომ ტვინს გან­გა­შის სიგ­ნა­ლი მის­წო­დე­ბო­და და გო­ნე­ბას სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა. რო­გორც იქ­ნა, და­ვი­და ჩე­მამ­დე ნა­ნას ნათ­ქ­ვა­მის სიმ­ძაფ­რე.
`ის შე­ნი შვი­ლია!~ - სამ­რეკ­ლოს ზა­რის ჩა­მოკ­ვ­რა­სა­ვით ჩა­მეს­მო­და ყურ­ში.
რო­გორც იქ­ნა, შევ­ძე­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბა. ლა­ბა­და იქ­ვე, სარ­კის წინ და­ვაგ­დე და ღრმა ამო­ოხ­ვ­რით შევ­ხე­დე ჩემ წინ მდგარ დო­ინ­ჯ­შე­მოყ­რილ ლა­მაზ ქალს.
- ვის­ზე ამ­ბობ? - გა­მომ­ც­დე­ლად, მაგ­რამ ერ­თი ტო­ნით ხმა­დაბ­ლა ვი­კითხე.
- ჩემს ქა­ლიშ­ვილ­ზე... ის შე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი­ცაა.
- ანუ... - საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი გავ­ფ­ში­კე, მარ­ჯ­ვ­ნივ, კა­რის­კენ გა­ვიშ­ვი­რე, - ის, ნი­ნი, - მე­რე იგი­ვე თი­თი მკერ­დ­ზე და­ვი­დე, - ჩემ­გან გყავს? ამის თქმას ცდი­ლობ­დი? - ვგრძნობ­დი, თან­და­თან რო­გორ მიხ­შირ­დე­ბო­და სუნ­თ­ქ­ვა. ალ­ბათ ან წნე­ვა მი­წევ­და, ან გუ­ლი მღა­ლა­ტობ­და.
ასეთ­მა უეცარ­მა შოკ­მა შე­იძ­ლე­ბა ად­გილ­ზე გა­ა­თა­ვოს ადა­მი­ა­ნი.
- ჰო, სწო­რედ მა­გის ახ­ს­ნას შე­ვე­ცა­დე. მარ­თა­ლია, ამ სა­ი­დუმ­ლოს გამ­ჟ­ღავ­ნე­ბას არას­დ­როს ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ისე წა­ვი­და საქ­მე­ე­ბი, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დე.
- მე გაგ­ხა­დე იძუ­ლე­ბუ­ლი?
- დი­ა­ხაც. შენ... ვერ ხვდე­ბი, ბო­ლო დროს რო­გორ იქ­ცე­ვი? ვერ ხვდე­ბი, რომ უკ­ვე თით­ქ­მის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ? ასე­თი მზე­რით ერთ დროს მე მი­ყუ­რებ­დი. უარ­ყო­ფას ნუ შე­ეც­დე­ბი, მა­ინც არ და­გი­ჯე­რებ. ძა­ლი­ან კარ­გად გიც­ნობ და ვი­ცი, რო­გო­რია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ან­დ­რია ჯორ­ჯი­კია.
- ნა­ნა! - ვიყ­ვი­რე და ისე წავ­ბარ­ბაც­დი, თა­ვის შე­სა­მაგ­რებ­ლად სარ­კის კი­დეს ხე­ლის­გუ­ლით და­ვეყ­რ­დე­ნი. შუბ­ლ­ზე ცივ­მა ოფ­ლ­მა გა­მო­ჟო­ნა.
- არ მჯე­რა შე­ნი... რა­ღა­ცას მატყუ­ებ. არც ასა­კი ემ­თხ­ვე­ვა და...
- ემ­თხ­ვე­ვა... არ გა­მოთ­ვა­ლე სწო­რად, ან არ გახ­სოვს, რო­დის დავ­შორ­დით ერ­თ­მა­ნეთს. შენ ბევ­რი რამ და­გა­ვიწყ­და.
- მე არა­ფე­რი დამ­ვიწყე­ბია. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ყვე­ლა დღე დღე­ვან­დელ დღე­სა­ვით მახ­სოვს. მე არ დამ­ვიწყე­ბი­ხარ. მით უფ­რო, ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რაა და­უ­ვიწყა­რი. მაგ­რამ მა­შინ ხომ სხვას ხვდე­ბო­დი. რა­ტომ გინ­და, სხვი­სი შვი­ლი შე­მომ­ტე­ნო? ამით ვე­რა­ფერს მო­ი­გებ, ხომ კარ­გად იცი. ბო­ლოს და ბო­ლოს, არ­სე­ბობს დნმ-ის ანა­ლი­ზი, რომ­ლი­თაც ყვე­ლაფ­რის გარ­კ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა.
ისევ სარ­კას­ტუ­ლი სი­ცი­ლი.
- მე­რე­და, ვინ გიშ­ლის? გა­ა­კე­თე და გა­არ­კ­ვიე, ჩე­მი თუ არ გჯე­რა. რა იყო, შე­გე­შინ­და? შვი­ლი არას­დ­როს გინ­დო­და და ახ­ლა უცებ ამ­ხე­ლა რომ გა­გე­ჩი­თა, შე­შინ­დი, არა? ნუ, ნუ, არ გინ­და. ჩვენ ხომ არა­ფერს არ გთხოვთ. უშე­ნოდ მო­ვე­დით აქამ­დე და უშე­ნოდ­ვე გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ამის შემ­დე­გაც.
- ნა­ნა, ცო­ტა ხნით შე­გიძ­ლია გა­ჩუმ­დე? - ჩურ­ჩუ­ლით ვკითხე გა­ფით­რე­ბულ­მა, ცი­ვი ოფ­ლი მას­ხამ­და და მას­ხამ­და, - რა­ტომ მა­შინ­ვე არ მითხა­რი, თუ ორ­სუ­ლად იყა­ვი? გე­ხუმ­რეო, არ ვარ ორ­სუ­ლად, მხო­ლოდ შე­ნი რე­აქ­ცია მა­ინ­ტე­რე­სებ­დაო, შენ არ იყა­ვი, რომ მე­უბ­ნე­ბო­დი? იქ­ნებ ყვე­ლა­ფე­რი შე­მეც­ვა­ლა? იქ­ნებ სწო­რედ შვი­ლი გამ­ხ­და­რი­ყო ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნის სა­ი­მე­დო საყ­რ­დე­ნი?
- კარ­გი რა, სა­კუ­თარ თავს ნუ დას­ცი­ნი! - ხე­ლი მსუ­ბუ­ქად აიქ­ნია, - რა ერ­თად ყოფ­ნა, რის საყ­რ­დე­ნი... თუ ძმა ხარ! - ძველ­ბი­ჭუ­რად და­ა­მა­ტა, - შენ ისე გე­ში­ნო­და ამის­თა­ნა რა­მე­ე­ბის, მა­გას რო­გორ გა­გიმ­ხელ­დი? ვი­ფიქ­რე, აბორტს გა­ვი­კე­თებ-მეთ­ქი, მაგ­რამ დე­ი­და­ჩემ­მა არ და­მა­ნე­ბა. შენ ოღონდ გა­ა­ჩი­ნე და მე გა­გიზ­რ­დიო. კი­დევ კარ­გი, იმ პე­რი­ოდ­ში ჩე­მი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი გა­ვი­ცა­ნი. ისე შე­ვუყ­ვარ­დი, ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და, მეხ­ვე­წე­ბო­და, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვი და ყვე­ლა სურ­ვილს აგის­რუ­ლებ ცხოვ­რე­ბა­შიო. მეც რას ვკარ­გავ­დი, ავ­დე­ქი და მი­ვა­ხა­ლე, ასე და ასე, სხვის­გან ორ­სუ­ლად ვარ-მეთ­ქი. ისე შე­ეც­ვა­ლა სა­ხე, მივ­ხ­ვ­დი, არ ესი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ ამის გა­მო უკან არ და­უ­ხე­ვია. ბავ­შ­ვი ჩემს გვარ­ზე გა­ვა­ფორ­მოთ და მხო­ლოდ მე და შენ ვი­ცო­დეთ, რომ ასეა, ღვიძ­ლი შვი­ლი­ვით გავ­ზარ­დოთ და საქ­მეც მოგ­ვარ­დე­ბაო.
ამა­ზე დავ­თან­ხ­მ­დი. რო­ცა ნი­ნი და­ი­ბა­და, ხმა გა­ვავ­რ­ცე­ლეთ, ვი­თომ შვიდ­თ­ვი­ა­ნი გაჩ­ნ­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში დრო­უ­ლად ვიმ­შო­ბი­ა­რე. ამი­ტომ არა­ვის გა­უ­გია, სხვა კა­ცის­გან რომ მყავ­და. ჩემ­მა ქმარ­მა მარ­თ­ლა ღვიძ­ლი შვი­ლი­ვით შე­იყ­ვა­რა, გაზ­რ­და­ში მეხ­მა­რე­ბო­და, თვი­თო­ნაც არა­ფე­რი და­უკ­ლია მის­თ­ვის და ისე მოკ­ვ­და, არას­დ­როს წა­მო­უ­ძა­ხე­ბია ჩემ­თ­ვის, შვი­ლი არ გა­მი­ჩი­ნე და სხვი­სას ვზრდიო.
ნერ­ვი­უ­ლი კან­კა­ლი და­მეწყო, ად­გილ­ზე ვერ ვჩერ­დე­ბო­დი, მუხ­ლე­ბი მეკ­ვე­თე­ბო­და. ასე მე­გო­ნა, უეც­რად ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ალ­ში ამოვ­ყა­ვი თა­ვი. ალ­ბათ თქვენც გე­ცი­ნე­ბათ. გგო­ნი­ათ, რომ ასე­თი რა­მე­ე­ბი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არ ხდე­ბა. თურ­მე ხდე­ბა, მაგ­რამ... მხო­ლოდ ჩემ გარ­შე­მო, მხო­ლოდ მე უნ­და და­მე­მარ­თოს მსგავ­სი სას­წა­უ­ლე­ბი. თურ­მე სა­მი წე­ლია, სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი მიყ­ვარს. ეს ნორ­მა­ლუ­რია? რა­ტომ მოხ­და ასე? რის გა­მო დამ­სა­ჯა ბე­დის­წე­რამ ასე მწა­რედ? რა და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის გა­ვი­წი­რე?
მე­ტის ატა­ნა აღარ შე­მეძ­ლო. ელ­ვის სის­წ­რა­ფით წა­მო­ვავ­ლე ლა­ბა­დას ხე­ლი და ოთა­ხი­დან გავ­ვარ­დი. გი­ჟი­ვით მივ­რ­ბო­დი დაღ­მარ­თ­ზე. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ჩემს ეზომ­დე მი­მეღ­წია, სა­დაც მან­ქა­ნა მე­ყე­ნა, ჩემს ბი­ნა­ში შევ­ვარ­დ­ნი­ლი­ყა­ვი და ლო­გინ­ზე დავ­მ­ხო­ბი­ლი­ყა­ვი. ახ­ლა სა­ჭეს ვერ მი­ვუჯ­დე­ბო­დი, აუცი­ლებ­ლად ვი­ღა­ცას ან რა­ღა­ცას შე­ვას­კ­დე­ბო­დი...

არ მახ­სოვს, რამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი გულ­დაღ­მა დამ­ხო­ბი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ერ­თი სა­ა­თი, იქ­ნებ მე­ტიც... ძლივს ავით­რიე ტა­ნი, მთელ სხე­ულ­ში ისე მტეხ­და, თით­ქოს გვა­რი­ა­ნად ნა­ბეგ­ვი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. კარ­გი ის იყო, რომ აღარ მა­კან­კა­ლებ­და, ნერ­ვე­ბი დამ­მ­შ­ვი­დე­ბო­და. ჩემ­და უნე­ბუ­რად, აპა­თი­ამ შე­მიპყ­რო. სა­ერ­თოდ არ გან­ვიც­დი­დი, ასე რომ მოხ­და. ისე გულ­გ­რი­ლად აღ­ვიქ­ვამ­დი მომ­ხ­დარს, რო­გორც ვი­ღაც მე­სა­მე პი­რის თავს გა­დახ­დე­ნილ სევ­დი­ან ამ­ბავს.
მან­ქა­ნა დავ­ქო­ქე და ში­ნის­კენ გა­ვე­შუ­რე. ეზო­ში შე­მო­ვე­დი თუ არა, თა­ვი­სი კა­რის ზღურ­ბ­ლ­თან ევა და­ვი­ნა­ხე. ჩე­მი მან­ქა­ნის ხმა­ზე გა­რეთ გა­მო­სუ­ლი­ყო და მე­ლო­დე­ბო­და. ხელ­ში შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი ეჭი­რა.
- ცუ­დად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით, ქი­რურ­გო, რა გვე­მარ­თე­ბა? შე­მოგ­ვი­ტი­ეს ქა­ლებ­მა?! - შე­მომ­ღი­მა და ბოთ­ლი ცხვირ­თან ისე მი­ი­ტა­ნა, თით­ქოს სა­ხე­ზე აფა­რე­ბა სურ­სო.
- გა­მო­ი­ცა­ნი! ასე ცუ­დად მგო­ნი, არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ.
- იტყუ­ე­ბი, ასე ცუ­დად ხში­რად ყო­ფილ­ხარ, უბ­რა­ლოდ, აღარ გახ­სოვს. უფ­რო სწო­რად, გახ­სოვს, მაგ­რამ ეს ახა­ლია და უფ­რო მძაფ­რად აღიქ­ვამ. შე­სა­ბა­მი­სად, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე ცუ­დად სწო­რედ ახ­ლა ხარ. აბა, და­ფიქ­რ­დი, არ ვარ მარ­თა­ლი?
დავ­ფიქ­რ­დი. უყუ­რე შენ! რო­გორ ზუს­ტად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა. მარ­თა­ლი იყო.
- კი, მარ­თა­ლი ხარ.
- რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, - ხა­ლი­სი­ა­ნად და­ა­ყო­ლა.
- ეგ რა გი­ჭი­რავს ხელ­ში? შენც არ უნ­და იყო უკე­თეს დღე­ში, მგო­ნი, არა?
- ხო. იმ ლა­წი­რაკ­მა გა­და­მაგ­დო.
- ვინ ლა­წი­რაკ­მა?
- იმან, სიყ­ვა­რულს რომ მიხ­ს­ნი­და და გა­სა­ქანს რომ არ მაძ­ლევ­და.
- ხომ და­შორ­დი? კი­დევ გი­რე­კავს?
- წუ­ხელ და­მი­რე­კა, მთვრა­ლი იყო. მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, ფხი­ზე­ლი ხომ აღარ რე­კავს და დათ­ვ­რე­ბა თუ არა, მა­შინ­ვე ტვი­ნის ბურ­ღ­ვას იწყებს. ხვალ უნ­და გნა­ხოო, უნ­და გე­ლა­პა­რა­კოო, ასე დის­ტან­ცი­უ­რად არ შე­მიძ­ლიაო.
- მე­რე?
- კარ­გი-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე, ჯან­და­ბას, შევ­ხ­ვ­დე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ერ­თხელ და­ვუწ­ვე­ბი, იქ­ნებ დაწყ­ნარ­დეს და მო­მეშ­ვას-მეთ­ქი. პირ­ველ­ზე და­მი­რე­კე! - ვე­უბ­ნე­ბი. - გა­გიჟ­დი? მაგ­დენ ხანს რა მო­მათ­მე­ნი­ნებს? თერ­თ­მეტ­ზე და­გი­რე­კავ! - მე­უბ­ნე­ბა. ამა­ზეც დავ­თან­ხ­მ­დი. ჰო­და, ვზი­ვარ დღეს დი­ლი­დან და ამ დრომ­დე ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის და­მი­რე­კავ­და. შენც არ მო­მიკ­ვ­დე! აი, უკ­ვე რო­მე­ლი სა­ა­თია და არ და­უ­რე­კავს. არც კი გა­ვახ­სენ­დი. მა­გის დე­დას... - გი­ნე­ბა მუშ­ტ­ზე ხე­ლის­გუ­ლის დატყა­პუ­ნე­ბით და­ას­რუ­ლა.
- და­ი­კი­დე, რა. სა­ერ­თოდ აღარ და­ე­ლა­პა­რა­კო, გა­უ­თი­შე ხოლ­მე, რო­ცა გი­რე­კავს და მორ­ჩა.
- ეგ­რეც ვა­პი­რებ, მაგ­რამ ისე მო­მე­შა­ლა ნერ­ვე­ბი, ახ­ლა რომ არ დავ­ლიო, მოვ­კ­ვ­დე­ბი. არ გინ­და ერ­თად დავ­ლი­ოთ? კომ­პა­ნი­ო­ნი მჭირ­დე­ბა.
- შენ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი მინ­და, - ტკბი­ლად ვუთხა­რი და მი­სი თა­ვი მკერ­დ­ზე მი­ვი­ხუ­ტე.
ეს გო­გო მარ­თ­ლა გუ­ლით მიყ­ვარ­და. ალალმარ­თა­ლი იყო და იმი­ტომ. სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და მი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სუფ­თა და ფა­ქი­ზი ადა­მი­ა­ნი იყო ამ­ქ­ვეყ­ნად, რო­გორც ნი­ნი.
- მად­ლო­ბა, ან­დ­რია! - გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­მა მითხ­რა, ხე­ლე­ბი წელ­ზე მომ­ხ­ვია და თა­ვის შამ­პა­ნუ­რი­ა­ნად ჩა­მე­ხუ­ტა.
- წა­მო, შე­ვუდ­გეთ საქ­მეს, - კი­ბის მო­ა­ჯირს და­ვეყ­რ­დე­ნი, - მაგ­რამ მე საჭ­მე­ლი არა­ფე­რი მაქვს, შენ?
- არც მე... ყვე­ლი მაქვს და პუ­რი... და კი­დევ მწნი­ლი.
- ოჰ, მე­ტი რა­ღა გინ­და, შე ქა­ლო! მე­ფუ­რი სუფ­რა გაგ­ვიშ­ლია და ეგაა! - სი­ცი­ლით მი­ვა­ძა­ხე თა­ვი­სი ოთა­ხის­კენ გაქ­ცე­ულს და შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი, ხელ­ში რომ მო­მა­ჩე­ჩა, გა­საგ­რი­ლებ­ლად გა­ხუ­რე­ბულ შუბ­ლ­ზე მი­ვი­დე.
აბა, ორ კაცს ერ­თი ბოთ­ლი შამ­პა­ნუ­რი რას გვი­ზამ­და? თა­ნაც, მე ცო­ტას ვსვამ­დი. ჯერ ერ­თი, იმი­ტომ, რომ შამ­პა­ნურს არ ვწყა­ლობ, გულ­ძ­მარ­ვა მეწყე­ბა და მე­ო­რეც - არ მათ­რობს. ძმა­კა­ცე­ბი მე­ხუმ­რე­ბი­ან, შამ­პა­ნუ­რი არის­ტოკ­რა­ტე­ბის სას­მე­ლია და შენ, რო­გორც არის­ტოკ­რატს, რას მო­გე­რე­ვაო. მე კი ვი­ცი, რომ არის­ტოკ­რა­ტო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, მაგ­რამ მა­ინც არ ვე­კა­მა­თე­ბი. დაე, ილაყ­ბონ.
მე, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ ჯენ­ტ­ლ­მენს, ბა­რი გა­მო­ტე­ნი­ლი მაქვს სას­მე­ლე­ბით. რა გინ­და, სუ­ლო და გუ­ლო, რო­მე­ლი ქვეყ­ნის რა სა­ხის სას­მელს მო­ი­სურ­ვებთ, მე რომ არ მქონ­დეს. მაგ­რამ ხან­და­ხან ისე მე­ნა­ნე­ბა ხოლ­მე ჩე­მი იშ­ვი­ა­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი, რომ გახ­ს­ნა მიძ­ნელ­დე­ბა და თუ და­ვა­პი­რე, ხე­ლე­ბი მი­კან­კა­ლებს. ისე, ხუმ­რო­ბა იქით იყოს და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბას ზედ­მე­ტად სცოდ­ნია მიჩ­ვე­ვა. შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცე­სი უფ­რო და უფ­რო მი­ტა­ცებ­და, აი, გახ­ს­ნის კი პი­რი­ქით, მი­ნელ­დე­ბო­და. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ისე არ ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან, ჩემ­თ­ვის ერ­თი ბოთ­ლი უცხო სას­მე­ლი მა­ინც არ ჩა­მო­ე­ტა­ნათ. ყვე­ლა­ზე ძვი­რი­ა­ნებს და ყვე­ლა­ზე უცხო­ებს ხელს არ ვახ­ლებ­დი, სა­მა­რი­ა­ჟოდ მჭირ­დე­ბო­და, უფ­რო წვრილ-წვრი­ლებს კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვი­მე­ტებ­დი გა­სახ­ს­ნე­ლად. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სტუ­მარ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სტუ­მარ­ზე და... სიმ­თ­ვ­რა­ლის ხა­რის­ხ­ზეც. კარ­გა გვა­რი­ა­ნად შემ­თ­ვ­რა­ლი ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვი ვხდე­ბო­დი და შე­მეძ­ლო, ნე­ბის­მი­ე­რი ბოთ­ლი გა­მეხ­ს­ნა, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სიც კი, მაგ­რამ თუ ჭკუა მო­მე­კითხე­ბო­და, მა­შინ ვე­რა­ვინ შეძ­ლებ­და ჩემს ცდუ­ნე­ბას.
ახ­ლა შემ­თ­ვ­რა­ლიც კი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ევას­თან თა­ვის მო­წო­ნე­ბა მო­მინ­და და ჯეკ დე­ნი­ელ­სის ყვე­ლა­ზე ძვი­რი­ა­ნი ვის­კი გავ­ხ­სე­ნი. ამო­ვი­ღე თუ არა თა­ვი­სი მე­ტა­ლის ყუ­თი­დან, ევა გა­და­ი­რია.
- აუ, ეს ყუ­თი თუ არ მა­ჩუ­ქო, შენ იყო უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნი!
- წა­ი­ღე, გო­გო, რა ოხ­რო­ბად მინ­და, თუ იცი? - ასეთ უბრალო თხოვ­ნა­ზე უარს რო­გორ ვეტყო­დი?
- მა­გა­რი ხარ, ან­დ­რო, გე­ნაც­ვა­ლე მე შენ! - ევა კარ­გა გვა­რი­ა­ნად იყო შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი, - მე ამას ვერ დავ­ლევ, თო­რემ სას­მ­ლის არე­ვა ბო­ლოს მო­მი­ღებს, მაგ­რამ გი­ყუ­რებ, შენ რო­გორ და­ლევ.
- შენ შამ­პა­ნურს გა­გიხ­ს­ნი. გგო­ნია, არ მაქვს?
- არ მინ­და, ამა­ში კი­დევ ბლო­მად ას­ხია, ვიმ­ყო­ფი­ნებ. თუ არა­და, მე­რე ვნა­ხოთ. აქ არაა? სად წა­ვა.
- მარ­თა­ლი ხარ, სად წა­ვა.
- ისე, თუ აკ­ვირ­დე­ბი, ბო­ლო დროს სულ ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა რომ გვაქვს მე და შენ? და­ვეჩ­ვი­ეთ ლო­თურ ყო­ფას, აი. - და სი­ცი­ლი ატე­ხა. მეც გა­მე­ცი­ნა.
- ნე­ტავ სად უფ­რო გვი­ჭირს, ტვინ­ში თუ გულ­ში? - და­ა­ყო­ლა და ტვი­ნის წარ­მოთ­ქ­მი­სას თი­თი თა­ვის შუბ­ლ­ზე მი­ი­დო, გუ­ლის წარ­მოთ­ქ­მი­სას კი მე მა­ტა­კა მკერ­დ­ში.
- ალ­ბათ უფ­რო ტვინ­ში, - ეშ­მა­კუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით მი­ვუ­გე.
- გი­ჯე­რებ... რო­გორც მე­დი­ცი­ნის მუ­შაკს, გი­ჯე­რებ... შენ უკეთ იცი, ამ დროს სად უფ­რო ძლი­ე­რად ფეთ­ქ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის ბომ­ბე­ბი. ისე, ჩვენ­ში დარ­ჩეს და... არ მო­მიყ­ვე­ბი, რა გჭირს?
- მო­გიყ­ვე­ბი, აბა რას ვი­ზამ! - და მო­ვუ­ყე­ვი, რაც ნა­ნამ მითხ­რა.
- სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვია, - სა­ნამ ვყვე­ბო­დი, კრინ­ტი არ და­უძ­რავს, არც გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­უ­ხა­ტავს და არც გაბ­რა­ზე­ბა, თვა­ლებს აფა­ხუ­ლებ­და მხო­ლოდ. რო­ცა ლა­პა­რაკს მოვ­რ­ჩი, მა­შინ­ღა ამო­იდ­გა ენა, მაგ­რამ ისევ ისე, უემო­ცი­ოდ, - გჯე­რა მი­სი?
- არ მჯე­რა, მაგ­რამ მა­ინც მჯე­რა... არ ვი­ცი, რა ვი­ფიქ­რო. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში გა­და­ვა­მოწ­მებ, მაგ­რამ ამის­თ­ვის უდი­დე­სი სიფ­რ­თხი­ლის და ტაქ­ტის გა­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. არ მინ­და, ნი­ნი და­ვა­ში­ნო... არც ის მინ­და, ტყუ­ი­ლად გუ­ლი ვატ­კი­ნო.
- იქ­ნებ არც გატყუ­ებს... აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­არ­კ­ვიო, - შეც­ვ­ლი­ლი ხმით გა­მოთ­ქ­ვა თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა, - ბა­ნა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვაა, მაგ­რამ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბა­ნა­ლუ­რი არ არის? არა­ვის არა­ფე­რი არ უკ­ვირს უკ­ვე. სუ­რა­თი არ გაქვს იმ ქა­ლის? მაჩ­ვე­ნე და გეტყ­ვი, რამ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლია. ადა­მი­ანს სა­ხე­ზე აწე­რია სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბა.
- კი, მაქვს, ნი­ნის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ბი­ლუ­რით გა­და­ვი­ღეთ. აგერ მაქვს, ალ­ბომ­ში. - მო­ბი­ლურ­ში ალ­ბო­მი მოვ­ძებ­ნე და ევას გა­ვუ­წო­დე.
თა­ვი­სი ჩა­მოქ­ნი­ლი თი­თე­ბით და­იწყო ფო­ტო­ე­ბის გა­და­ფურ­ც­ვ­ლა. ხმას არ იღებ­და. ერ­თი-ორ­ჯერ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და გა­მომ­ც­დე­ლი თუ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მზე­რით გა­მომ­ხე­და, თქმით კი არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. დიდ­ხანს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. ბევ­რი ფო­ტო არ მქონ­და მო­ბი­ლურ­ში, მაგ­რამ იმ­დენ ხანს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ერ­თ­სა და იმა­ვეს, რომ გე­გო­ნე­ბო­დათ, სქელ­ტა­ნი­ა­ნი ალ­ბო­მი უდევს წინ და მის გა­და­ფურ­ც­ვ­ლას ვერ აუდი­სო.
- აი, თურ­მე რა ყო­ფი­ლა! - თქვა ბო­ლოს ყრუ ხმით და ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­მი­წო­და, - იცი რამ­დე­ნი წე­ლია, ამ ქალს ვე­ძებ? მხო­ლოდ ახ­ლა, ამ­წუ­თას მივ­ხ­ვ­დი, რომ ვერც ერ­თი ადა­მი­ა­ნი თა­ვის ბე­დის­წე­რას ვერ გა­ექ­ცე­ვა.
- რა­ტომ ეძებ? აგე­რაა და რო­ცა გა­გი­ხარ­დე­ბა, მა­შინ მი­გიყ­ვან, რა პრობ­ლე­მაა? არ მითხ­რა ახ­ლა, ვა­ლი აქვს ჩე­მიო.
- თა­ნაც რამ­ხე­ლა!.. ვე­რას­დ­როს ვე­რაფ­რით რომ ვერ გა­და­იხ­დის.
და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო. გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. გა­ნა რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი ვა­ლი, რომ­ლის გა­დახ­დას ადა­მი­ა­ნი ვე­რას­დ­როს შეძ­ლებ­და? ან კი რად უნ­დო­და ამ­დე­ნი ფუ­ლი, თუ დიდ­ძალ თან­ხა­ზე მი­დი­ო­და სა­უ­ბა­რი? ახ­ლა­ვე უნ­და გა­მერ­კ­ვია ეს სა­კითხი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი