25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.
პატარა დარინა გასართობ ცენტრში დედამ - ირინამ მიიყვანა. ბავშვი მეოთხე სართულზე მეგობრებთან ერთად დატოვა, ამ სართულზე იყო განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინოთეატრი.
"ყველანი ერთად ვისხედით, შემდეგ ცეცხლი დავინახეთ, შემდეგ გვითხრეს, რომ შენობიდან უნდა გავსულიყავით, ჩვენ მშვიდად ვიქცეოდით, ცეცხლი ბატუტების ოთახში გაჩნდა, ბატუტზე ორი ბიჭი ხტუნავდა", - იხსენებს დარინა.
"ბავშვი დავტოვე და საყიდლებზე გავედი, მეორე სართულზე ვიყავი, როცა აყვირდნენ ხანძარიაო, გავიქეცი ბავშვის წამოსაყვანად, თუმცა ბევრი ხალხი იყო და ზემოთ არ გვიშვებდნენ", - ჰყვება დარინას დედა.
დაბადების დღის ცენტრში მყოფი ბავშვების მეოთხე სართულიდან გამოყვანა იქ დარჩენილმა მშობლებმა მოახერხეს, მათ გაუმართლათ, განსხვავებით ერთ-ერთ კინოსდარბაზი მყოფი ბავშვებისგან, რომლის კარიც დაკეტილი იყო.
როგორც პატარა გოგონას დედა იხსენებს, საავარიო სიგნალიზაცია არ ჩაირთო, ამიტომ ინფორმაცია, თითქოს ხანძარი გაჩნდა, თავიდან ბოტორი ხუმრობა ეგონათ.
"თავიდან მეგონა რომ იხუმრეს, სკოლის მოსწავლე გოგონებმა დაინახეს, როგორც გაუჩნდა ცეცხლი ბატუტს, რომელზეც ბავშვები თამაშობდნენ. თავდაპირველად ბავშვებს ეგონათ, რომ ეს სპეცეფექტების ნაწილი იყო", - იხსენებს ირინა.
გაგრძელება