"ვიწვით, შესაძლოა, ეს დასასრულია, მშვიდობით", - ეს არის უკანასკნელი მესიჯი 13 წლის მაშასგან, რომელიც საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას მეგობრებთან ერთად კინოთეატრში აღნიშნავდა, ალბათ იყო ბევრი ხალისი, მოზარდების მხიარული შეძახილები, ერთად ყოფნის სიხარული, მაგრამ...
მაშა დაიღუპა, ერთ-ერთი ინფორმაციით, ის საავადმყოფომდე ცოცხალი მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს...
25 მარტს რუსეთში ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო - გასართობ ცენტრში "Зимняя вишня" ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. დაღუპულთა შორის 40-მდე
ბავშვია. ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით 10-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ხანძრის შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ დაცვის თანამშრომელმა შეტყობინების სისტემა გამორთო. მისი მოტივი უცნობია. დაცვის თანამშრომელს, რომელმაც, გამოძიების მონაცემებით, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შესახებ შეტყობინების სისტემა გათიშა, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გაგრძელება