ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ "ტელეგრაფს" სპეცსამსახურებში გამოცემის წყაროებმა აცნობეს.
მათი მტკიცებით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, მამისთვის განკუთვნილი საჩუქრები ან კოსმეტიკა.
გონებადაკარგული მამა-შვილი 4 მარტს, ლონდონიდან 2 საათის მანძილზე მდებარე პატარა ქალაქ სოლსბერიში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან იპოვეს. თავდაპირველადვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მათ მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალი ერია,
ორიოდე დღის წინ კი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიურ თავდასხმაში პირდაპირ დაადანაშაულა. ქვეყნებს შორის დიდი დიპლომატიური სკნადალია გაჩაღებული.

მომწამვლელი ნივთიერების ნარჩენები აღმოაჩინეს რესტორან Zizi-ში და ერთ-ერთ პაბში, იქ, სადაც სკრიპალი შვილთან ერთად იმყოფებოდა. მათთან ერთად მოწამლულია 20-მდე ბრიტანეთის მოქლაქე, მათ შორის პოლიციელი ნიკ ბეილი, რომელმაც მოწამლულებს პირველადი დახმარება გაუწია. ის კვლავ საავადმყოფოშია, თუმცა მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
კრიტიკულ მდგომარეობაში არიან მკვლელების უშუალო სამიზნე მამა-შვილი. ბრიტანეთის შს მინისტრმა ემბერ რადმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას "თავხედური და ურცხვი საქციელი" უწოდა. რადმა თქვა: "ეს თავდასხმა ყველაზე სასტიკი წესით მოხდა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე".
ვინ არის სერგეი სკრიპალი?
სერგეი სკრიპალმა 1972 წელს, კალინინგრადში სამხედრო - საინჟინრო სასწავლებელი დაამთავრა. კალინინგრადის სასწავლებლის შემდეგ იყო კუიბიშევის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, რომელიც მედესანტეებს ამზადებდა. სწორედ საჰაერო-სადესანტე ჯარიდან მოხვდა სკრიპალი მთავარ სადაზვერვო სამმართველოში. როგორც სკრიპალის მეგობრები ბი-ბი-სი-ს უყვებიან, სერგეი ამაყობდა იმით, რომ შეძლო და სადაზვერვო სამმართველოში გადავიდა.
ის ესპანეთში სამხედრო ატაშეც იყო. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, რუსეთში ГРУ-ში გააგრძელა მუშაობა და სწორედ აქ აიწყო კარიერაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის ГРУ-ს მთავარი საკადრო ხელმძღვანელიც იყო. პოლკოვნიკი სკრიპალი 1999 წლის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
"ის ძალიან პატრიოტი და კეთილმოსურნე ადამიანი იყო, მასთან ერთად დავდიოდი ყავაზეც და რესტორნებშიც. მოგეხსენებათ, ფული არასდროს არის საკმარისი, თუმცა მისი დამსახურებების გამო სკრიპალს კარგი პენსიაც ჰქონდა და უზრუნველყოფილიც იყო, რესტორანში ყოველთვის ის იხდიდა. მდიდარივით არასდროს უცხოვრია, რუსეთში ოჯახის წევრებთან ერთად 2-ოთახიან იმ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღო, არც ძვირადღირებული მანქანით დადიოდა, ძველი "ნივა" ჰყავდა", - ასე იხსენებს სკრიპალს მისი ერთ-ერთი ნათესავი ივანოვი.
2004 წლის დეკემბერში, ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, სკრიპალი მოსკოვში საკუთარ სახლთან დააკავეს. როგორც ცნობილია, ის ხშირად მიემგზავრებოდა უცხოეთში, ძირითადად კი ესპანეთში და მალტაზე. დიდ ბრიტანეთში ვიზიტებზე კი არასდროს საუბრობდა. როგორც ამბობენ, მას დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, რადგან რუსულ დაზვერვას ჰქონდა ეჭვი, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, სწორედ სკრიპალის მხრიდან მოხდა. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, თვალთვალის შედეგად მათ დაადგინეს, რომ სკრიპალი ბრიტანელ დიპლომატებსა და აგენტებს საიდუმლოდ ხვდებოდა. გაგრძელება