რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ
font-large font-small
რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ
აკადემიამ არ იცის რა მოხდა.
"ოსკარის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მომენტი რიგით 89-ე დაჯილდოვების დასასრულს მოხდა. საუკეთესო ფილმის დასასახელებლად სცენაზე ასულმა ფეი დანაუეიმ და უორენ ბიტმა კონვერტი გახსნეს, ბიტმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამოიკითხა: საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულია "ლა ლა ლენდი".

დარბაზის აპლოდისმენტების შემდეგ სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა და პროდიუსერებმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყეს, მაგრამ მოულოდნელად სცენაზე შოუს წამყვანი კომიკოსი ჯიმი კიმელი გამოვიდა და შოუ შეაჩერა. ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ "მოხდა გაუგებრობა" და წლის ფილმი "შეცდომით წაიკითხეს". ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის "ოსკარი" რეალურად არა "ლა ლა ლენდს", არამედ "მთვარის შუქს" გადაეცა.

Los Angeles Times-ის მიმომხილველი იმ უცნობ ფაქტებზე წერს, რაც ამ უხერხული მომენტის დროს კულისებში მოხდა.

"მაშინ, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა გამარჯვების აღსანიშნავად, კულისებში გაისმა: "ო, ღმერთო... მან არასწორი კონვერტი აიღო". შოუს საპროდიუსერო ჯგუფი, ჟურნალისტები გაოგნებულები იყვნენ სიტუაციის ასეთი განვითარებით. "ოსკარის" მთავარი პროდიუსერი მაიკლ დე ლუკა გაოგნებული დაშტერებოდა მონიტორს და ცდილობდა მომხდარი გაეანალიზებინა.

მის გვერდით მდგარ მაგიდაზე შამპანურის ჭიქები იდგა, რომელიც რამდენიმე წამის წინ შეავსეს წარმატებით ჩატარებული შოუს აღსანიშნავად...

სიტუაცია ასეთია: აკადემიამ არ იცის რა მოხდა. სცენის მენეჯერი გარი ნატოლი კულისებში შემორბის სიტყვებით: "უორენს ხელში უჭირავს კონვერტი და მას არ უშვებს". ამის შემდეგ სცენაზე ჯიმი კიმელი გადის სიტუაციის მოსაგვარებლად. როცა ის კულისებში დაბრუნდა დე ლუკამ უთხრა: "მადლობა მეგობარო, სიტუაციიდან გამოყვანისთვის", კიმელმა კი უპასუხა: "ჰო, მაგრამ ეს არავის ემახსოვრება ახლა. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ ყველა დეტალი უნდა გავაანალიზოთ" - წერს Los Angeles Times-ის მიმომხილველი ჯეფრი ფლეიშმანი.

როგორც აღმოჩნდა, კონვერტები არასწორად შეიტანეს სცენაზე. მსახიობმა უორენ ბიტმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებულ კონვერტში ეწერა ემა სტოუნი - "ლა ლა ლენდი", რამაც ის დააბნია და ფილმი შეცდომით ამოიკითხა. შეცდომის გამო მსახიობმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

"ვიწვით, შესაძლოა, ეს დასასრულია, მშვიდობით", - ეს არის უკანასკნელი მესიჯი 13 წლის მაშასგან, რომელიც საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას მეგობრებთან ერთად კინოთეატრში აღნიშნავდა, ალბათ იყო ბევრი ხალისი, მოზარდების მხიარული შეძახილები, ერთად ყოფნის სიხარული, მაგრამ...
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა.
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის მოსაწვევი 600 იღბლიან სტუმარს გაუგზავნეს
დღევანდელ ეპოქაში ადამიანები მეტისმეტად შეეგუვნენ ვალებს, კრედიტებს, განვადებებს და პრაქტიკულად ყველაფრისთვის იღებენ კრედიტს: სახლის საყიდლად, მანქანის, ბიტკოინების, ოპერაციის გასაკეთებლად... ქორწილის კრედიტით გადახდაც არაა ახალი და უცნაური. თუმცა ზოგიერთები უკიდურეს ნაბიჯებსაც დგამენ.
სასიკვდილო ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი მოწამლეს, სავარაუდოდ, სწორედ მისი ქალიშვილის - იულიას ჩანთაში ინახებოდა.
შუ­შის პი­რა­მი­და უკ­ვე უც­ვ­ლელ ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის

ტერეზა მეის თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს.

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.