ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის გეტსბი
font-large font-small
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის გეტსბი
"ამერიკას არ სჭირდება მხატვრები, - დაწერა ერთხელ თავის ერთ-ერთ სტატიაში ფოლკნერმა, - რადგან აქ მათ ანგარიშს არავინ უწევს..." - და აზრი ასე განავრცო: "ამერიკაში ჯერ კიდევ ვერ გამოინახა ადგილი იმისთვის, ვინც მხოლოდ ადამიანის სულიერი პრობლემებითაა დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ცნობილობა საპნის, სიგარეტის, ავტოკალმის, ავტომობილების, საზღვაო კრუიზების ან საკურორტო ოტელების რეკლამირებისთვის გამოიყენოს..."

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის შემოქმედებითი და პირადი ბედი ამ მწარე სინამდვილეს ადასტურებს, რაც არაერთხელ გამეორებულა მანამდეც და ფოლკნერის შემდეგაც.
თავისი პირველი მოთხრობებისა და რომანის - "სამოთხის ამ მხარეს" (ეს თხზულება პირველად ქართულ ენაზე სწორედ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიით გამოიცემა) გამოსვლის შემდეგ, წარმატების მწვერვალზე ასულმა ფიცჯერალდმა, შემოქმედებითი სიმწიფის ხანაში, მკითხველის გაუცხოებითა და კრიტიკოსების გულგრილობით გამოწვეული ტკივილი შეიგრძნო. პუბლიკამ მისი დაფასება საკადრისად ვერ შეძლო. მხოლოდ მწერლის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ, ნელ-ნელა დაიწყო მისი მხატვრული მემკვიდრეობის გადაფასების რთული პროცესი. მოგვიანებით, სრულიად ცხადი გახდა, რომ ფიცჯერალდი ამერიკელ მწერალთა იმ პლეადას მიეკუთვნებოდა, რომელიც გასული ასწლეულის ლიტერატურის დიდებასა და ღირსებას განასახიერებს.
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "სამწერლო" საქმიანობა სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. საღამოობით კი რომანის წერას მიჰყო ხელი. წერდა ასევე, მოთხრობებს, ლექსებს, სკეტჩებსა და კინოსცენარებს.
რომანი - "სამოთხის ამ მხარეს" 1920 წელს, გამომცემლობა "სქრიბნერსმა" დაბეჭდა, სადაც მოგვიანებით, ფიცჯერალდის ყველა რომანი და ნოველათა კრებულიც გამოიცა. ამ რომანს წილად ხვდა პოპულარობა. თაობამ მასში საკუთარი პორტრეტი შეიცნო. ეს ის თაობა გახლდათ, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი გამოიარა და ცხოვრებაში შეაბიჯა. რომანში ფიცჯერალდი წერდა, რომ ეს თაობა "მოწამლული იყო სიღატაკის შიშით და წარმატებათა მიმართ თაყვანისცემით", და როცა წამოიზარდა, აღმოაჩინა, რომ "ყველა ღმერთი მოკვდა, ყველა მეომარი დაიღუპა, ყოველგვარი რწმენა შეირყა..."
ამ წიგნმა ავტორს სიმდიდრე მო­უტანა და საყვარელი ქალი დაუბრუნა - ალაბამის შტატის მოსამართლის ქალიშვილი - ზელდა. მათ მალე იქორწინეს.
იმავე წლის დეკემბერში გამოვიდა ფიცჯერალდის მოთხრობათა კრებული - "მაცდუნებელნი და ფილოსოფოსნი" (ამ და კიდევ სხვა კრებულებში გაერთიანებული მოთხრობების ქართულ თარგმანს ასევე პირველად შემოგთავაზებთ ფიცჯერალდის "რჩეულის" მე-4 ტომში). აღსანიშნავია, რომ ამ თხზულებებში ახალი ისტორიული ხანის დაწყების ნიშან-თვისებები იხატება, რომელსაც თვით ავტორმა "ჯაზის საუკუნე" უწოდა.
მაგრამ განსაკუთრებულად დიდი წარმატება მას რომანებმა ("დიდი გეთსბის", "ნაზია ღამე", "უკანასკნელი მაგნატი") მოუტანა. ფიცჯერალდის შედევრი - "დიდი გეტსბი" - 1925 წელს შეიქმნა. მწერალმა მასში "ამერიკული ოცნების" თემა ჩართო. სამწუხაროდ, ამ ნაწარმოებს იმხანად არც სერიოზული კრიტიკის და არც საზოგადოების გამოხმაურება არ მოჰყოლია, რასაც მწერალი ასე ელოდა. როგორც ის ამბობდა, ამ რომანში მან "ყველაზე მეტი რამ შეძლო იქიდან, რაც შეეძლო, და იმაზე მეტიც კი, ვიდრე შეეძლო".
დაუმსახურებელი მარცხის მძიმე განცდას მხოლოდ ის მცირე გზავნილები ამსუბუქებდა, რომლებსაც ფიცჯერალდი ცალკეული აღტაცებული მკითხველებისგან იღებდა. ამ გზავნილთა ავტორები ახალ რომანს ამერიკული ლიტერატურის ახალ სიტყვად მიიჩნევდნენ. მათ რიგში თომას ელიოტიც იყო, რომელმაც "სამჯერ გადაიკითხა "გეტსბი" და "ჰენრი ჯეიმსის შემდეგ, ამერიკულ ლიტერატურაში წინ გადადგმულ პირველ ნაბიჯად" მიიჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ "დიდი გეტსბი" პუბლიკამ ცივად მიიღო, მწერალმა გადაწყვიტა, ახალი რომანის წერა დაეწყო და ის სწრაფად დაესრულებინა. თუმცა, სამუშაო რთულად მიმდინარეობდა და რომანმა - "ნაზია ღამე" მკითხველამდე მხოლოდ 9 წლის შემდეგ, 1934 წელს მიაღწია.
ფიცჯერალდის 30-იანი წლების ნაწარმოებებში ჩვენ არ ვხვდებით ქვეყანაში განვითარებული კრიზისის პირდაპირ ასახვას. ამ რთულ პერიოდში, როცა ბევრ ამერიკელ შემოქმედს პესიმიზმის განცდა გაუმძაფრდა, ფიცჯერალდი მარტო დარჩა. ამას პირადი განსაცდელიც დაემატა - მისი მეუღლის ფსიქიკური აშლილობა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მწერლის მდგომარეობას. მაგრამ ამ დროსაც კი მხატვრის სულმა სინამდვილის წინაშე უკან არ დაიხია. დიდი როლი, მისთვის დამახასიათებელმა, ისტორიული ხედვის ნიჭმა შეასრულა, რასაც ფიცჯერალდის შემოქმედების თანამედროვე მკვლევრები ხშირად უსვამენ ხაზს. ეს უნარი განსაკუთრებული სიცხადით რომანში - "ნაზია ღამე" - წარმოჩნდა.
1940 წელს, პეტ ჰობიზე მოთხრობათა სერიის წერასთან ერთად, ფიცჯერალდმა თავის უკანასკნელ დიდ ნაწარმოებზე მუშაობაც დაიწყო. ეს იყო რომანი "უკანასკნელი მაგნატი". რომანი ეძღვნებოდა ჰოლივუდს, რომელიც იქ მუშაობის წლებში უკვე კარგად შეეცნო. "უკანასკნელი მაგნატი" დაუსრულებელი დარჩა და სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი 1940 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
"უკანასკნელი მაგნატის" გარდა, მწერლის არქივში ასევე შემოინახა ადრე გამოუქვეყნებელი მოთხრობები, ავტობიოგრაფიული მასალები.
საარქივო მასალებისა (მათ შორის, მიმოწერის) და მწერლის უმთავრეს ნაწარმოებთა ხელახალი გამოცემის შემდეგ, აშშ-ში ფიცჯერალდის რეპუტაციის ახალი შეფასება მოხდა. შედეგად ის, დამსახურებულად, XX საუკუნის ამერიკელ კლასიკოსთა რიგს მიაკუთვნეს. მის მიმართ ინტერესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა და ამერიკულ ლიტერატურაში ფიცჯერალდის მხატვრული გამოცდილების გათავისებაც მოხდა.
"გეტსბის სწამდა მწვანე შუქის, სწამდა სიცოცხლით სავსე მომავალი ბედნიერების, რომელიც ყოველ წელს ჩვენგან სულ უფრო შორს მიიწევს. მერე რა მოხდა, თუ ახლა გაგვისხლტა, ხვალ უფრო სწრაფად გავიქცევით, უფრო შორს გავიწვდენთ ხელებს... და ერთ მშვენიერ დილას... ასე ვებრძვით დინებას და აღმა მიგვყავს ჩვენი ხომალდი, მაგრამ ცხოვრება მიწყივ უკანვე გვრიყავს, წარსულისკენ".
უნდა აღინიშნოს, რომ წელს ფრე­ნ­­სის სკოტ ფიცჯერალდის დაბა­დებიდან 120 წელი შესრულდა.

ირინა ჯანდიერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

"ვიწვით, შესაძლოა, ეს დასასრულია, მშვიდობით", - ეს არის უკანასკნელი მესიჯი 13 წლის მაშასგან, რომელიც საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას მეგობრებთან ერთად კინოთეატრში აღნიშნავდა, ალბათ იყო ბევრი ხალისი, მოზარდების მხიარული შეძახილები, ერთად ყოფნის სიხარული, მაგრამ...
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა.
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის მოსაწვევი 600 იღბლიან სტუმარს გაუგზავნეს
დღევანდელ ეპოქაში ადამიანები მეტისმეტად შეეგუვნენ ვალებს, კრედიტებს, განვადებებს და პრაქტიკულად ყველაფრისთვის იღებენ კრედიტს: სახლის საყიდლად, მანქანის, ბიტკოინების, ოპერაციის გასაკეთებლად... ქორწილის კრედიტით გადახდაც არაა ახალი და უცნაური. თუმცა ზოგიერთები უკიდურეს ნაბიჯებსაც დგამენ.
სასიკვდილო ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი მოწამლეს, სავარაუდოდ, სწორედ მისი ქალიშვილის - იულიას ჩანთაში ინახებოდა.
შუ­შის პი­რა­მი­და უკ­ვე უც­ვ­ლელ ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის

ტერეზა მეის თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს.

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.