სტივენ კინგის საშინელებათა ტრიუმფი
font-large font-small
სტივენ კინგის საშინელებათა ტრიუმფი
ავარიის შემდეგ, ის ცოტა სხვანაირი გახდა _ დაღლილი ბრძენი

საშინელებათა ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენელს - სტივენ კინგს ძალა შესწევს, რომ საკუთარი ბავშვობის დროინდელი შიში და ტკივილი თავშესაქცევ ტექსტებად გადააქციოს.

პატარა სტივს, მცირე ასაკიდანვე დიდება სწყუროდა, მაგრამ ამას ხშირად უბედურებამდე მიჰყავდა. მაგალითად, ერთხელ ბიძამისის ავტოფარეხში გმირული სულისკვეთებით აღვსილმა, ბეტონის უზარმაზარი სამშენებლო ბლოკის აწევა გადაწყვიტა. იქიდან მოულოდნელად კრაზანა გამოფრინდა და შიგ ყურში უკბინა. ბლოკი, რა თქმა უნდა, დაუვარდა და ფეხშიშველ ტერფზე ყველა თითი მოიტეხა. მეორე ჯერზე, თამაშით ისე გაერთო, რომ სახლში ტუალეტში შესასვლელად არ წავიდა, ტყეში შხამიანი ფოთლებით ისარგებლა და მთელი სხეული დაუსივდა. შვიდი წლისას, თავს ახალი უბედურება დაატყდა: ანგინის შემდეგ, ყურის ტკივილი გაურთულდა და აუტანელი მანიპულაციების ჩატარება დასჭირდა, თანაც - არაერთხელ. ავადმყოფობასაც თავის მხრივ, გარკვეული სარგებელი ჰქონდა, რადგან იმ დროს, როცა ყველა სკოლაში დადიოდა, ის მართალია, ლოგინში იწვა, მაგრამ მაინც - თავისუფალი იყო და როგორც ამბობდა, "ექვსი ტონა კომიქსები" გადაიკითხა. ამის შემდეგ, ჯეკ ლონდონზე გადაერთო და კიდევ სხვა სათავგადასავლო ლიტერატურაზე. ამგვარად, პატარა ბიჭი მიხვდა, რომ არსებობდა კომიქსები და არსებობდა წიგნები. კომიქსებს სიამოვნებით ფურცლავდა, მაგრამ სურდა, ნამდვილი წიგნები დაეწერა. "სცადე, შენ უკეთესად გამოგივა, ამაში დარწმუნებული ვარ!" - უთხრა დედამ და სტივენმაც დაწერა ოთხი ისტორია ჯადოსნურ ცხოველებზე, რომლებსაც სათავეში მოხერხებული კურდღელი ედგა. ის ძველი ავტომობილით დადიოდა და გასაჭირში ჩავარდნილ ბავშვებს ეხმარებოდა.
დედამ შვილის ხელნაწერი რვეულები თავის ოთხ დას გადაუგზავნა, რომლებიც მას უიღბლობის გამო იცოდებდნენ. ამ ჟესტით ის მათ ამცნობდა, რომ მართალია, ქმარმა მიატოვა, ბევრს მუშაობს და ბავშვებს დეიდაშვილების გამონაცვალი ტანსაცმლით უწევთ სიარული, უფროსი ვაჟი ყალთაბანდობს, ხოლო უმცროსი ბევრს ავადმყოფობს, მაგრამ სამაგიეროდ, ნახეთ, რა საოცარ ისტორიებს წერს ჩემი პატარა სტივიო!..
ყოველ ამგვარ მოთხრობაში დედამ ბიჭუნას საკუთარი კვოტა დაუწესა - 25 ცენტი. ასე გამოიმუშავა დამწყებმა მწერალმა თავისი პირველი შრომის ნაყოფი - ერთი დოლარი.

საშინელი "სპუტნიკი"

პატარა სტივენის ცნობიერების გარდატეხა პირველად კინოთეატრში მოხდა. ათი წლის ასაკში ის ესწრებოდა ფილმის - "დედამიწა მფრინავი თეფშების წინააღმდეგ" სეანსს. უცებ, ეკრანი ჩაქრა, დარბაზში სინათლე აანთეს და ხმაათრთოლებულმა წამყვანმა გამოაცხადა: "მინდა გაცნობოთ, რომ რუსებმა დედამიწის გარშემო ორბიტაზე კოსმოსური სატელიტი გამოიყვანეს, რომელსაც "სპუტნიკი" ჰქვია". ყველა დუმდა. საშიში სიუჟეტი ცხადად იქცა.
სტივი ფიქრობდა: რადგანაც რუსებმა "სპუტნიკი" გაუშვეს, ე.ი. მათ მძლავრი რაკეტები აქვთ და შეუძლიათ, ბომბები გამოუშვან. გამოდის, რომ ისინი უფრო ძლიერნი არიან. ამერიკა კი სინამდვილეში უძლურია რუსული კონტინენტთაშორისი რაკეტების მოსაგერიებლად... და სადღა არიან ჩვენი კინოს სუპერგმირები?!.
ცოტა მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის პირველმა მდივანმა - ნიკიტა ხრუშჩოვმა ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: "ჩვენ თქვენ დაგმარხავთ!"...
მიდიოდა წლები, სტივენი იზრდებოდა. სწავლასა და სამსახურს დროებით საქმიანობად მიიჩნევდა. სერიოზულად კი, მისთვის მხოლოდ ერთადერთი რამ ითვლებოდა - ეს იყო მწერლობა.
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, მომავალმა მწერალმა კედელში ლურსმანი ჩააჭედა და მასზე კიდებდა ბლანკებს, რომლებსაც ჟურნალის რედაქციებიდან და გამომცემლობებიდან უგზავნიდნენ, მისი ნაწარმოებების გამოქვეყნების უარყოფის ნიშნად.
თოთხმეტი წლის ასაკში ეს ლურსმანი უკვე სავსე იყო უარყოფებით. მაშინ, კინგმა კედელში სადურგლო ომბოხი ჩაასო და მასზე დაიწყო წერილების დაკიდება. წლებთან ერთად, უარყოფის ფორმები იცვლებოდა: პირველი - ცოტა საწყენი იყო, მაგრამ - სასარგებლო. აი მაგალითად: "ნუ ამაგრებთ ხელნაწერებს სტეპლერით. ისარგებლეთ ქაღალდის სამაგრებით!" - ამის მერე, სტივი სულ ქაღალდის სამაგრებით სარგებლობდა...
თექვსმეტი წლის ასაკში, უარყოფამ კეთილმოსურნე ფორმა მიიღო. საეტაპო მაგალითად, ასეთი იყო: "კარგია, მაგრამ ჩვენ არ მოგვერგება. თქვენ გაქვთ ტალანტი. კიდევ გამოგვიგზავნეთ..."

სიუჟეტი ნაგვის ურნიდან

უფროსკურსელმა სტივენ კინგმა სამსახური მენის შტატში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიიღო. "მხიარული" დრო იყო: 1969 წელი - ჰიპების მოძრაობა; როკი; დემონსტრაციები ომის წინააღმდეგ; სიყვარული ომის ნაცვლად!..
22 წლის სტივენსაც უბრალოდ, არ შეეძლო ვიღაც არ შეჰყვარებოდა. ჰოდა, ერთ-ერთ პოეტურ სემინარზე ტაბიტა სპრიუსს შეხვდა. ისინი თითქოს თავიდნვე მიეწებნენ ერთმანეთს.
სამი წლის თანაცხოვრების შედეგად, გაჩნდა ორი ბავშვი: ნაომი და ჯოზეფი, ცოტა მოგვიანებით კი - ოუენი.
ტაბი არ განეკუთვნებოდა ისტე­რიულ ცოლთა კატეგორიას. მას სტივის რწმენა ბოლომდე ჰქონდა. უფრო მეტიც, ნაგვის ურნიდან მისი პირველი რომანის ჩანაწერები ამოიღო (რომელიც შემდეგ წარმატებული გახდა) და ქმარი აიძულა, ამ წიგნზე დაეწყო მუშაობა.
რომანი "კერი" - ყველასგან განაწყენებულ გოგონაზე, რომელიც ტელეკინეზის უნარს ფლობს - ორ წელიწადში დაასრულა; ერთ წელიწადში - დაიბეჭდა. ჰონორარი, კაბალური პირობების მიხედვითაც კი - 200 ათას დოლარს შეადგენდა. მერე კი, ეკრანიზაციაც შედგა და... სტივენს უკვე მხოლოდ უნდა მოესწრო დაწერა. მისი სხვა ხელნაწერებიც ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.
"კერის" ტრიუმფი კინგის დედის გარდაცვალებამ გააუფერულა. სტივი უგონოდ გამოთვრა. ამის შემდეგ, ალკოჰოლი, ხანგრძლივი 12 წლის მანძილზე, მის ერთგულ მეგობრად იქცა, ხოლო 38 წლის ასაკში, ნარკოტიკებს შეეჩვია, უწინარესად - კოკაინს. ზოგჯერ ისე ძლიერ იყო გაბრუებული ან მთვრალი, რომ არც ახსოვდა, რა დაწერა. არადა, იმხანად, როგორც მწერალმა, აღმავლობას მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში დაიწერა მისი საუკეთესო რომანები: "ნათება", "მიზერი", "ტომინოკერები", "კუჯო". დროთა განმავლობაში კინგი მიხვდა, რომ ყველანაირი შიში, რასაც თავის რომანებში აღწერდა - მასზე იყო და ის არა მარტო საშინელებათა ავტორია, არამედ - მათი ტყვეც...

ტექსტის მოთვინიერება

სტივენი ცდილობდა მავნე ჩვევებისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ბავშვების მხარდაჭერით, ტაბიმ ქმარს ულტიმატუმი წაუყენა: ან ის ამ საზიზღრობას მოეშვებოდა, ანდა სახლიდან გააბრძანებდა და შეეძლო, რომელიღაც ჯურღმულში დაელია სული ისე, რომ ახლობლებს არ დაენახათ... და კინგიც დანებდა.
მაგრამ დაიწყო აბსტინენციის საშინელი მდგომარეობა. ეს იყო გარდატეხა, არა მარტო სტივენის, როგორც ადამიანის, არამედ - მწერლისაც. ის წარუმატებელ ტექსტებს მაგიდის უჯრაში მალავდა და ყველაფერს თავიდან იწყებდა. თითოეულ სიტყვას, ფრაზას, აბზაცს ხელახლა აძლევდა ფორმას და წერდა, წერდა და წერდა. საბოლოოდ გამოუვიდა: დაუბრუნდა სახლსაც და სამწერლო ასპარეზსაც. წარმატება, დიდება, უზარმაზარი ჰონორარები - არსად წასულა.
მწერალმა ხელი მოჰკიდა "ფენტეზის" ჟანრის საგას - "მუქ კოშკს", რომელიც ჯერ კიდევ 80-იანებში დაიწყო, მაგრამ გადადო.
ყველაფერი თითქოს კარგად წარიმართა, მაგრამ როგორც ჩანს, "ვიღაცამ ზემოთ" გადაწყვიტა, რომ საშინელებათა მეფეს ტკივილი აკლდა და 1999 წლის ზაფხულში, მორიგი სეირნობისას, ავტომობილი დაეჯახა. სტივენის ევაკუაცია გზიდან ვერტმფრენით მოახდინეს. ამის მერე, უამრავი ოპერაცია დასჭირდა. მწერალმა, როგორც იქნა, ჯანმრთელობა აღიდგინა. ფურგონი, რომელმაც გაიტანა, თვითონ შეისყიდა და პრესში გაატარა.
ავარიის შემდეგ, ის ცოტა სხვანაირი გახდა - დაღლილი ბრძენი. ბევრს წერს და სხვადასხვანაირად. თუმცა, ბოლო დროს, მისი საშინელებები რაღაც უფრო მოთვინიერდნენ და ახლობელი გახდნენ. შესაძლოა, მკითხველი უბრალოდ, მათ გვარიანად შეეჩვია.

ირინა ჯანდიერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

"ვიწვით, შესაძლოა, ეს დასასრულია, მშვიდობით", - ეს არის უკანასკნელი მესიჯი 13 წლის მაშასგან, რომელიც საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას მეგობრებთან ერთად კინოთეატრში აღნიშნავდა, ალბათ იყო ბევრი ხალისი, მოზარდების მხიარული შეძახილები, ერთად ყოფნის სიხარული, მაგრამ...
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა.
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის მოსაწვევი 600 იღბლიან სტუმარს გაუგზავნეს
დღევანდელ ეპოქაში ადამიანები მეტისმეტად შეეგუვნენ ვალებს, კრედიტებს, განვადებებს და პრაქტიკულად ყველაფრისთვის იღებენ კრედიტს: სახლის საყიდლად, მანქანის, ბიტკოინების, ოპერაციის გასაკეთებლად... ქორწილის კრედიტით გადახდაც არაა ახალი და უცნაური. თუმცა ზოგიერთები უკიდურეს ნაბიჯებსაც დგამენ.
სასიკვდილო ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი მოწამლეს, სავარაუდოდ, სწორედ მისი ქალიშვილის - იულიას ჩანთაში ინახებოდა.
შუ­შის პი­რა­მი­და უკ­ვე უც­ვ­ლელ ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის

ტერეზა მეის თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს.

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.