"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
"ექიმებმა იოსებ სტალინს თამბაქოს მოწევა, ღვინისა და ლუდის სმა აუკრძალეს"
რისგან მკურნალობდა ბელადი სამხრეთის კურორტებზე - რას ამბობდნენ ავარელ ჰარიმანი და ენტონი იდენი იოსებ სტალინის მდიდრულ მიღებებზე
იოსებ სტალინის ფიგურა ბევრში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევს, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მკითხველებს ცალკეული პუბლიკაციების ტონალობა არ მოსწონთ. მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად სხვა საკითხზე ვისაუბრებთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იოსებ სტალინი ჩვეულებრივი ადამიანი იყო - თავისი ავადმყოფობებით, მავნე და კარგი ჩვევებით, გატაცებებით და ა.შ. რატომ უყვარდა იოსებს ხანგრძლივი დროით დასვენება, ახდენდა თუ არა გავლენას ავადმყოფობა მისი გადაწყვეტილების მიღებაზე და როგორ უთავსდებოდა ბელადის პირადი ყოფითი ასკეტიზმი კრემლში გამართულ მდიდრულ ბანკეტებს...
მოვუსმინოთ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ვლადიმერ ნევეჟინს, რომელსაც "ლენტა.რუ"-ს კორესპონდენტი ანდრეი მოზჟუხინი ესაუბრება.
- რა არის დღეს ცნობილი იოსებ სტალინის ავადმყოფობების შესახებ?
- ყოველი ადამიანის ავადმყოფობა და მით უმეტეს, თუ ეს ეხება ცნობილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, ძალიან დელიკატური თემაა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ამ დროს ყოველგვარი ზედმეტობა უნდა გამოვრიცხოთ და მკაცრად მივენდოთ დოკუმენტებს. საბჭოთა პერიოდში იოსებ სტალინის ავადმყოფობის საკითხი ისტორიკოსებისთვის დახურულ თემას წარმოადგენდა, მიუწვდომელი იყო მის პირად ფონდში დაცული მასალებიც. ასეთ სიტუაციაში უამარავი ხმები და ჭორები ვრცელდებოდა, ყალბდებოდა სინამდვილე.
გაგრძელება