ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
"ვიდრე სიეტლში ჩამოვიდოდი, მოვიკვლიე, თუ რისი ნახვა შეიძლებოდა და აღმოვაჩინე, რომ Capitol Hill's Lake View-ს სასაფლაოზე დაკრძალული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატი ბრუს ლი, ამიტომ სიეტლში ჩასვლისთანავე, გადავწყვიტეთ საფლავზე მისვლა. ვინც აღმოსავლური ორთაბრძოლებით არის გატაცებული, მისთვის ყველაფერი რაც ბრუს ლის სახელს უკავშირდება, საინტერესოა. მისი საფლავისათვის პატივის მიგება, განსაკუთრებული ფაქტია, შესაბამისად, საფლავს ყოველთვის ჰყავს მნახველი. მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი, წარმატებული ქართველი მეცნიერი ვახტანგ შელია, რომელიც ამავე დროს კარატეში შავი ქამრის მფლობელია, სიეტლის სასაფლაოზე წავედით. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ იქვე, ბრუს ლის საფლავთან რამდენიმე მეტრში, საფლავის ქვაზე მართლმადიდებლური ჯვარი და ქართული წარწერა - ლიასო არიშიძე ამოვიკითხე".
როგორ მოხვდა ბრუს ლის საფლავის მახლობლად ქართველი, ვინ იყო და რატომ დაკრძალეს ის სიეტლის პრესტიჟულ სასაფლაოზე? - სწორედ ამ კითხვებზე პაუსხის გასაცემად დავიწყე ძიება.
არქივში რამდენიმე კვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ისტორიკოს რუსუდან დაუშვილს დავუკავშირდი, მან გაიხსენა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ლიასო არიშიძეს, იგივე ლასე არეშიძეს, ერთი ქალბატონი ეძებდა და მისი ნომერი მომცა.
"გამარჯობა, სიეტლში ბრუს ლის ახლოს დაკრძალული ლიასო არიშიძეს, იგივე ჯონ ლასოს შთამომავალი ხომ არ ხართ?" - ვკითხე ქალბატონს.
"კი, ლასო არიშიძე ჩემი ბაბუის ბიძა იყო, ანუ ჩემი დიდიბებიის ძმა, მე მისი ერთერთი შთამომავალი ვარ", - მიპასუხა ჯონ ლასოს პირდაპირმა შთამომავალმა თეა ინწკირველმა.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...
გაგრძელება