გასული საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალები, რომელთა ფოტოებიც ფოტომატიანემ შემოგვინახა (+ ფოტოგალერეა)
font-large font-small
გასული საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალები, რომელთა ფოტოებიც ფოტომატიანემ შემოგვინახა (+ ფოტოგალერეა)
ქართველი ქალის სიმალაზეს უცხოელები ხშირად მოჰყავადა აღტაცებაში. ფოტოგალერეა

ქართველი ქალის სიმალაზეს უცხოელები ხშირად მოჰყავადა აღტაცებაში.

რომაელი მისიონერი ფაიცელი დომინიკიანი 1621 წელს გამოცემულ წიგნში "საქართველოს სამეფოთა შესახებ" ქართველი ქალების საუცხოო სილამაზეზე წერდა: "ქართველი მანდილოსნები ტანმაღალნი და მშვენიერი მოყვანილობისანი არიან. ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ, თან დააქვთ მშვილდ-ისარი და კარპაჭი"

ასევე ცნობილია ისიც, რომ, მაგალითად, ქართველ თავადის ასულ ეკატერინე თარხან-მოურავს ფრანგებმა "თეთრი გედი" შეარქვეს. პარიზში გამართულ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მხოლოდ მაღალი წრის ქალები მონაწილეობდნენ, სწორედ მან გაიმარჯვა. კონკურსი, რომელიც ყვავილების დღესასწაულზე გაიმართა, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო სილამაზის კონკურსი იყო. ეკატერინეს სილამაზით დატყვევებულმა პარიზელებმა ის ბრიალიანტის სამკაულითაც დააჯილდოეს.

ელენე გიორგობიანი - ჯაფარიძე
კი აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა გახლდათ. 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, აკაკიმ მას "ღვთაება" უწოდა. ელენეს სილამაზით მონუსხულმა გრიგოლ რობაქიძემ დაწერა "ფიორდების ასულს", რომელიც 1913 წელს ჟურნალ "ოქროს ვერძში" დაიბეჭდა.

მელიტა ჩოლოყაშვილი
- "ქალი-მუზა" დაიბადა საგარეჯოში (ყარაბულაყში). დედამისი ულამაზესი მარიამ ჯაფარიძე გახლდათ. მათი ოჯახი ცნობილი იყო კახეთში, შემდეგ ისინი თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მათთან იმართებოდა მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები. მელიტა ბრწყინავდა სილამაზით, სიმღერით, ცეკვით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლა, სადაც მოდელობას მიჰყო ხელი. ის კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა.

კოკო შანელის მოდელი იყო ქართველი თავადის ასული და გალაკტიონ ტაბიძის მუზა მერი შერვაშიძე. მან 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. მაღალი წრის ქალბატონის სილამაზე მთელ პარიზში იყო ცნობილი,

კოკო შანელის მოდელი გახლდათ რიმა ერისთავიც. საფრანგეთში ჩასული ლამაზი ქართველი ქალბატონი, მალე მოექცა მაღალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, არც თავის დამკვიდრება გასჭირვებია. პარიზულ საზოგადოებაში ქართველი თავადის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდნენ. ის მართლაც გამოირჩეოდა დახვეწილი არისტოკრატიული გარეგნობით, შესანიშნავი გემოვნებითა და მუსიკალური ნიჭით.

სილამაზით იყო განათქმული ანასტასია (ტასო) დავითის ასული ორბელიანი-გაგარინა - მანანა ორბელიანის ქალიშვილი და ქუთაისის გუბერნატორ გაგარინის მეუღლე.

ნინო გეგიძე-ოქრომჭედლიშვილს იცნობდნენ როგორც განათლებულ, ლამაზსა და მდიდარ ქალბატონს. ის ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მეუღლე - გიორგი ილიას ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი), ხე-ტყის მრეწველი, მილიონერი, ინჟინერი. მათ ყავდათ ერთადერთი ქალიშვილი თამარი, რომელიც იყო პოეტის - პაოლო იაშვილის მეუღლე.

ამ და სხვა ქალბატონების მომაჯადოებელი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში: გასული საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალები

მასალაში გამოყენებულია "ციფრული ფოტომატიანეს" საარქივო ფოტოები

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი