აფხაზეთში უცხოური კომპანიების ბუმი იწყება
font-large font-small
აფხაზეთში უცხოური კომპანიების ბუმი იწყება
რუსული ბანკების, ტურისტული და სამშენებლო კომპანიების შემდეგ, აფხაზეთში ბიზნესის წამოწყებით უცხოური კომპანიებიც დაინტერესდნენ. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საინვესტიციო და კომერციული წინადადებით, მხოლოდ რუსული კი არა, ევროპული ბიზნესსუბიექტებიც მიმართავენ. კერძოდ, საუბარია სერბულ, იაპონურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, თურქულ კომპანიებზე, რომელთა უმეტესობასაც ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთში აქვს გახსნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზები უცხოური კომპანიებისგან ითხოვენ, რომ ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნან, მაგრამ კომპანიები, გასაგები მიზეზების გამო, ამისგან თავს იკავებენ, თუმცა, ეს მათ იქ მუშაობაში ხელს არ უშლით, რადგან რეგისტრაციის ადგილად რუსეთი აქვთ მითითებული.
წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, როდესაც ტანსამცლის მწარმოებელმა ცნობილმა იტალიურმა კომპანიამ, "ბენეტონმა", საზოგადოებაში ატეხილი ხმაურის გამო, სოხუმში მაღაზია დახურა. ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებგვერდის ინფორმაციით, პალატას უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საინვესტიციო და კომერციული წინადადებით არაერთმა უცხოურმა კომპანიამ მიმართა. მათ შორის ყველაზე მეტად აქტიურობს რუსული "როსნეფტი", რომელიც უკვე წლებია, აფხაზეთში ნავთობს უმიზნებს. ასევე სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მიმართულებით მომუშავე კომპანიები - სერბული "გრანდ ეკო აგრარი" და "აგროექსიმი"; ჰოლანდიური "ჰოპმა ბაუტექნიკი"; იაპონური და ევროპული სამშენებლო ტექნიკის კომპანიები - "კუბოტა" და "ეუროქომაჩი"; თურქული "ოზთურქ ბოია"...
მსხვილი კომპანიების კვალდაკვალ, აფხაზეთში ინვესტიციების ჩადების სურვილს გამოთქვამენ კერძო პირებიც. მაგალითად, აფხაზეთის სამ საკურორტო ქალაქში, სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში სასტუმროების აშენების პირობებით არაერთი სომეხი, ებრაელი და ბერძენი ბიზნესმენი დაინტერესდა.
არადა, საქართველოს კანონით "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა. აღნიშნული კანონი კრძალავს საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, აგრეთვე, საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვებს. აკრძალულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა და ფულადი გადარიცხვები...

პაატა დავითაია, პოლიტიკური პარტია "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი:
- არავის ეგონოს, რომ ახლა აფხაზეთში ბიზნესს მხოლოდ რუსული კომპანიები აწარმოებენ. იქ არიან თურქული, ინდური, იტალიური, ავსტრალიური, ჩინური, ტაილანდური და სხვა უცხოური კომპანიები, რომლებიც ბიზნესს საკუთარი სახელმწიფოსა და ქართული მხარის გვერდის ავლით აწარმოებენ.

- ჯერ კიდევ ალექსანდრე ანქვაბი ამბობდა, - შესაძლოა, აფხაზეთმა შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობის მოპოვება დაიწყოსო. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება დე ფაქტო აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტობის დროს?
- ეს ინიციატივა, თავის დროზე, თავად ანქვაბმა შეაჩერა, რადგან ბუნების დაბინძურებას გამოიწვევდა. ხაჯიმბა რას გადაწყვეტს, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსული კომპანია "როსნეფტი" განსაკუთრებით აქტიურობს. აფხაზეთში ნავთობის მარაგი დიდია, მაგრამ ჰორიზონტალურად არის განლაგებული და მისი მოპოვება ძნელია. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე არსებობს და "როსნეფტი" ამაზე მუშაობს. ამ დროს კი, ქართული მხარე, იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს და გამოძიება დაიწყოს, რადგან ეს მოპარვაა, დუმს.

- აფხაზები სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ კოდორის ხეობიდან ხეტყის გაზიდვაზე. თუ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას?
GzaPress- კოდორის ხეობიდან ხეტყის გატანის პროცესი ჯერ კიდევ ანქვაბის ლიდერობის დროს იყო აქტუალური, მაგრამ მან გააჩერა. ახლა კი, ამ ნებართვის მისაღებად თურქული, გერმანული და ავსტრალიური კომპანიები გამალებით მუშაობენ. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ხაჯიმბა... ისე კი, უკვე ცხადია, რომ მისგან კარგ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ. რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, - აფხაზური კანონმდებლობა რუსულთან ჰარმონიაში უნდა იყოსო. ამიტომაც, რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროები უნდა გაერთიანდესო. ამ უწყებების გაერთიანებას, მალე ჯანდაცვის სამინისტროების გაერთიანება მოჰყვება და ასე, თანდათან ჩამოყალიბდება რუსულ-აფხაზური ერთიანი სისტემა... ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა. ზაქარეიშვილმა განაცხადა, - ჩათში ვესაუბრები აფხაზებსო. უკაცრავად, მაგრამ ასეთი განცხადების გაკეთება მინისტრმა არც უნდა იკადროს.

- ირღვევა თუ არა საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?
- დიახ, ირღვევა, თუ ასეთი ფაქტები საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ხდება და ესა თუ ის კომპანია საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრით არ სარგებლობს. აფხაზეთში შესული კომპანიების 99% სწორედ ასე მუშაობს და ეს ტენდენცია რამდენიმე თვის წინ არ დაწყებულა, დიდი ხანია, ასე ხდება. თუმცა, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, აფხაზეთში უცხოური კომპანიების ბუმი დაიწყო, რადგან არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. პაატა ზაქარეიშვილის უწყება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ასიამოვნოს აფხაზებსა და რუსებს. მეტიც, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არბილებენ და თავს იმართლებენ, - ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მოთხოვნა ასეთიაო. ეს აბსურდია. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როდესაც აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, თურქეთში საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და ჩვენმა ელჩმა განაცხადა, - ჩვენი სერიოზული მიღწევაა, რომ საარჩევნო უბანი სახელმწიფო დაწესებულებაში კი არა, კერძო პირის სახლში გაიხსნაო. ასეთი განცხადება ელჩის მხრიდან არასერიოზულია. გასული წლების განმავლობაში საარჩევნო უბნის გახსნას კერძო სახლშიც ვერ ბედავდნენ აფხაზები.
ჩვენ დავინტერესდით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა პრევენციული ზომების მიღებას აპირებდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო.

პაატა ზაქარეიშვილი:
- ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რაც საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვს შესაბამისი პროცედურის (მაგალითად, რეგისტრაციას, ლიცენზიის აღებას და ა.შ) გავლას. ამავე კანონის მიხედვით, აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, სპეციალური თანხმობით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
ასეთ შემთხვევაში კი, ნებართვას გასცემს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეთანხმებით.
ოკუპირებული ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით - სამიდან ხუთ წლამდე. შესაბამისად, ამგვარი საქმიანობა არის უკანონო. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამსახურები ერთვებიან და შესაბამის სახელმწიფოებსა და კომპანიებს ატყობინებენ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს სახელმწიფოები და კომპანიები ახდენენ საქმიანობის გადახედვას, კანონის შესაბამისად.
ლალი პაპასკირი , ჟურბალი "გზა"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"
საინტერესო ამბები ყარაბაღიდან
ამერიკაში წარმატებული ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით
დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა...
გაიცანით "მის ემიგრანტი", სამი შვილის დედა მარიამ ჭიღვარია
"ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო"
"დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი