"ვერც წარმოვიდგენდი, რომ გავხდებოდი მედიატორი ორ ქვეყანას შორის..."
font-large font-small
"ვერც წარმოვიდგენდი, რომ გავხდებოდი მედიატორი ორ ქვეყანას შორის..."
"ქუვეითის ქართველი მარგალიტი" საქმიან ამპლუაში

ელგა კოტაშვილზე, რომელსაც "ქუვეითის ქართველ მარგალიტს" ეძახიან, ადრე გიამბეთ. ის ქუვეითში წარმატებულია, როგორც სტილისტი. ცოტა ხნის წინ ელგა სამშობლოში დაბრუნდა და ამჯერად სულ სხვა ამპლუაში წარგვიდგა: ამბობს, რომ საკუთარი დამსახურებითა და კონტაქტებით საინტერესო შემოთავაზება მიიღო ორ ქვეყანას, კერძოდ, საქართველოსა და ქუვეითს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.


- ელგა, როგორია პოსტკოვიდური მდგომარეობა ქუვეითში? პანდემიის დროს სახელმწიფოს ჰქონდა რაიმე განსხვავებული სამოქმედო სტრატეგია?
- ისევე, როგორც ყველა ქვეყანა, ქუვეითიც ითვალისწინებდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. რაც შეეხება განსაკუთრებულ სტრატეგიას: თქვენ უკვე იცით, რომ ქუვეითი თანამედროვე ტიპის ისლამური სახელმწიფოა, სადაც ადგილობრივი არაბების გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ, პირველ რიგში, მაღალი ანაზღაურების გამო. მდგომარეობა შედარებით რთული იყო პანდემიის გამოცხადების საწყის ეტაპზე. ამ ქვეყანაში უამრავი ინდოელი, პაკისტანელი და ეგვიპტელია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ განსაკუთრებული ზომები სწორედ ამ ადამიანების მიმართ გაატარა და თითქმის ყოველდღე ინიშნებოდა ჩარტერული რეისები მათ დასაბრუნებლად თავიანთ ქვეყნებში.
მათ ფონზე ქართველთა რაოდენობა ძალიან ცოტაა. პანდემიამდე ქუვეითში დაახლოებით სამასი ქართველი იყო, მაგრამ დღეს კიდევ უფრო ცოტანი ვართ, რადგან ვირუსის გააქტიურების პერიოდში რაღაც ნაწილმა დატოვა ქუვეითი.
- წლის განმავლობაში თქვენ ერთხელ მაინც, აუცილებლად ჩამოდიხართ საქართველოში, მაგრამ ამჯერად, როგორც ვიცი, განსხვავებული მიზეზიც გაქვთ...
- დავიწყებ იმით, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, განსაკუთრებით კი დედოფლისწყარო, სადაც დავიბადე და ცხოვრების უბედნიერესი წლები გავატარე. ყოველი ჩამოსვლა მახარებს და უნდა აღვნიშნო, რომ აქაურობა თანდათან უკეთესობისაკენ იცვლება, რაც მეტ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო მეტად გამოვიყენო ჩემი კონტაქტები, რათა კარგი საქმე გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის.
განსაკუთრებული მიზეზი ამჟამად არის ის, რომ შემეძინა შვილიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე თვისაა. ის პანდემიის დროს დაიბადა და მაშინ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. როგორც კი საშუალება მომეცა, წამოვედი შვილიშვილის გასაცნობად. ჩემი ოჯახი არის ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც დავტოვე ჩემი ქვეყანა და წავედი სრულიად უცხო ქვეყანაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მე მივაღწევდი ამდენ რამეს და ყველაზე მეტად კი იმას, რომ გავხდებოდი მედიატორი ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და ქუვეითის უფრო მეტად დაახლოებისა და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
ამჟამად ჩემს ქუვეითელ და ქართველ მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე, რომელიც ქუვეითელი მომხმარებლისთვის ქართული წარმოების რამდენიმე დასახელების პროდუქტის შეტანას ითვალისწინებს ადგილობრივ მარკეტებში, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქართულ კომპანიასთან, რომლის სახეც ვიქნები ქუვეითში. იგეგმება მეგაპროექტი, რომელიც დამუშავების პროცესშია და როგორც ყოველთვის, ამ ექსკლუზივსაც მკითხველი სწორედ თქვენი ჟურნალის საშუალებით შეიტყობს. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამი ქვეყნის: ამერიკის, ქუვეითისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი.
GzaPress
- თუ საიდუმლო არაა, ქართველი ემიგრანტები რას საქმიანობენ ქუვეითში?
- აქ ისე არ ხდება, როგორც ევროპაში ან ამერიკაში, ქუვეითში ქართველები მომვლელად ან ოჯახის დამხმარედ არ მუშაობენ. აქ ქალები ძირითადად, სილამაზის სალონებში არიან დასაქმებული, ასევე - სამედიცინო მიმართულებით, განსაკუთრებით პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია ფასობს... მამაკაცები კი ძირითადად, სპორტული მიმართულებით, სპორტდარბაზებსა და კლუბებში მწვრთნელებად მუშაობენ.
სხვათა შორის, ცოტა ხანში საქართველოში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეარჩევს მედიკოსებს სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, რადგან ქუვეითმა შეცვალა საემიგრაციო პოლიტიკა და ასაკობრივი ცენზი დააწესა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამდენად მათ სჭირდებათ პროფესიონალი კადრი სამედიცინო სფეროში, მაგრამ 50 წლის ქვემოთ. ჩვენ ეს შესაძლებლობაც შეგვიძლია წარმატებით გამოვიყენოთ.
ელგას ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დედა, გულიკო კოტაშვილი იკავებს, რომელზეც ის ხშირად საუბრობს და მისი, როგორც გამორჩეული დედის, ბებიისა და კარგი ადამიანის ღირსებებში თვითონაც დავრწმუნდით, როდესაც ელგას მის მშობლიურ დედოფლისწყაროში ვესტუმრეთ.

ელგა:
- დილით, სანამ ჩემს სამუშაოს შევუდგები, აუცილებლად ვურეკავ დედას. მერეც, შედარებით ცოტა საქმე თუ მაქვს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვსაუბრობთ ტელეფონით. მიუხედავად იმისა, მრავალი წელია ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობთ, დღე არ გვქონია უერთმანეთოდ. დედას დავუტოვე ჩემი მცირეწლოვანი შვილი და აქედან ისე წავედი, არც ვიცოდი, რა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ასე იყო საჭირო, მე უნდა მეზრუნა საყვარელ ადამიანებზე, უნდა გამერისკა. დედამ გაზარდა ჩემი შვილი და ახლა უკვე ჩემი შვილიშვილის აღზრდაშიც აქტიურადაა ჩართული. მიხარია, რომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით, შემიძლია მას ამ ყველაფრისთვის მადლობა სახალხოდ გადავუხადო.
დაბოლოს, მოგეხსენებათ, რომ ჩემი, როგორც რესპონდენტის დებიუტი ჟურნალში "გზა" შედგა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი თქვენს რედაქციას. ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს მხარდაჭერას, თქვენი სარედაქციო პოლიტიკა კი, რომელიც ემიგრანტების ცხოვრების გაშუქებას ითვალისწინებს, თავს სახლში, ჩვენს სამშობლოში გვაგრძნობინებს.
ლილიანი
"გზის" სპეციალური
კორესპონდენტი ქუვეითიდან
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"
საინტერესო ამბები ყარაბაღიდან
ამერიკაში წარმატებული ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით
დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა...
გაიცანით "მის ემიგრანტი", სამი შვილის დედა მარიამ ჭიღვარია
"ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო"
"დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული"
ვინ არის ნათია რიგვავა, რომელსაც სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი