თინათინ წულაძე დედაშვილობის განცდასა და ახალი სიცოცხლის დაბადების სიხარულზე
font-large font-small
თინათინ წულაძე დედაშვილობის განცდასა და ახალი სიცოცხლის დაბადების სიხარულზე
"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"

ერთი თვის წინ, მოცეკვავე თინათინ წულაძე დედა გახდა. ვის პატივსაცემად დაარქვა შვილს სახელი, როგორ ემზადებოდა დედობისთვის, როგორი ბებია-ბაბუა არიან მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე?.. - თინათინი ამ ყველაფერზე პირველად "გზის" მკითხველს ესაუბრება.


- თინათინ, ჩვენი ჟურნალის სახელით ანდროს დაბადებას გილოცავთ! გაგვაცანი, როგორი ბიჭია, როგორ იქცევა?
- მადლობა მოლოცვისთვის. დღეს ანდრო ერთი თვის გახდა, ძალიან კარგი ბიჭია, წყნარი, მშვიდი, მაგრამ ჩვენ ყველანი კი გაგვაგიჟა. უკვე რაღაცებს სწავლობს, აზრზე მოდის.
- სახელი ვინ შეურჩია?
- ჩემი მეუღლის მამას ერქვა ანდრო და ჩემი სურვილი იყო, ბავშვისთვის ეს სახელი დაგვერქმია. მინდოდა, ჩემი შვილიც ანდრო კოტეტიშვილი ყოფილიყო.
- როგორ ფიქრობ, ანდრო ვის ჰგავს?
- დედაჩემი მეუბნება, პატარა რომ იყავი, როგორც შენ მიყურებდი, ანდროც ზუსტად ისე მიყურებსო. ჩემი თვალები აქვს, თუმცა ნაწილობრივ, ჩემს მეუღლესაც ჰგავს.
- როგორია დედობის განცდა? შეგცვალა?
- მგონი ძალიან ინდივიდუალურია. როგორც კი გავიგე, ორსულად ვიყავი, იმ წუთიდან 9 თვის განმავლობაში მქონდა ჩემებური ფიქრები, წარმოდგენა, მოლოდინი... რომ გაჩნდა, საოცარი განცდა იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდი სიახლე გახლდათ, რადგან მთელი 9 თვე უკვე დედა ვიყავი. ადრე მსგავსი რამ როცა მესმოდა, სულ მიკვირდა. ვფიქრობდი, სანამ არ ნახავ, როგორ უნდა შეიგრძნო-მეთქი?!. დანახვისთანავე მქონდა განცდა, თითქოს მას 9 თვის განმავლობაში ვიცნობდი, გაჩნდა ნაცნობი ადამიანი და ჩვენი სიყვარული უფრო გამძაფრდა.
- თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, სანამ დაიბადება, ფოტოს გადაღებაც შესაძლებელია.
- სხვათა შორის, სახეს არ გვაჩვენებდა; ექოსკოპიის ყოველი გადაღების დროს, სახეზე ხელებს იფარებდა, მხოლოდ ერთხელ დაგვენახვა.
- მასთან 9 თვის განმავლობაში როგორ ურთიერთობდი?
- მყარად მჯერა იმის, რომ ბავშვი მუცლადყოფნისას ისევე გრძნობს ყველაფერს, როგორც ჩვენ. ბოლო თვეებში მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ოქროყანაში, ჩემს მშობლებთან გადმოვედით. სულ ვცდილობდი, სუფთა ჰაერზე, სიწყნარეში, სიმშვიდეში ვყოფილიყავი, ვასმენინებდი მუსიკას, ჩემს საყვარელ ფილმებს ვუყურებდი, რომ მასაც შეჰყვარებოდა; ექიმების ყველა რეკომენდაციას მკაცრად ვიცავდი. ოქროყანაში 4 ძაღლი გვყავს. ეს ძაღლები სულ ყეფენ, არ ჩერდებიან. ძალიან განვიცდიდი. ვფიქრობდი, ბავშვი რომ დაიბადება, რა მეშველება, ესენი ისევ იყეფებენ, როგორ დავაძინებ-მეთქი? ბოლო თვეებში ამ ძაღლების ყეფის ხმა მუცლადმყოფს რომ ესმოდა, ეტყობა შეეჩვია და ახლა მათ ყეფაზე რეაქცია საერთოდ არა აქვს. სამაგიეროდ, ტელეფონის ზარის ხმა ან ადამიანების ლაპარაკიც კი აღვიძებს. მთელი ფეხმძიმობისას ყველანი ძალიან მიფრთხილდებოდნენ: მეუღლე, დედა, მამა... სულ მანებივრებენ.
- ანდროსა და ბებია-ბაბუის ურთიერთობაზე მიამბე, ეს ალბათ ერთი სპექტაკლი იქნება.
- დილა რომ თენდება, დედაჩემი მირეკავს, - გელოდებით, ანდრო ჩვენთან შემოიყვანეო. ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ. უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ.
- მათი პირველი შეხვედრა როგორი იყო?
- პანდემიიდან გამომდინარე, სამშობიაროში არავის უშვებდნენ და შესაბამისად, ნანახიც არავის ჰყავდა. შინ რომ მოვიყვანე, სიმბას მულტფილმი ჩავრთეთ, სახლში ისე შემოვიყვანეთ, ეს პატარა "წერტილი" ძალიან სასაცილო იყო. პატარა დღესასწაული მოვაწყვეთ. მამაჩემს ჯერ ხელში არ დაუჭერია, მაგრამ რომ წვება, გულზე ვუწვენთ და ეს მომენტი ძალიან უყვარს.
- რას ელაპარაკება?
- ერთმანეთს აკვირდებიან. ანდრო სერიოზული ბავშვია, სულ გაკვირდება, გგონია, რომ რაღაცას გეტყვის. მამა და ანდრო ასე აკვირდებიან ერთმანეთს და "საუბრობენ", არკვევენ, რა ხდება ამ სამყაროში. თავისებური ფილოსოფიური ურთიერთობა აქვთ (იცინის).
- როგორც ვიცი, ბატონ ლევანს უნდოდა, გოგო დაბადებულიყო, არა?
- კი, შვილიშვილი გოგო უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც გოგოს მამაა და მაშინდელი ემოცია ახსოვს.
- მეუღლე მშობიარობას დაესწრო?
- რა თქმა უნდა, დაესწრო. მშობიარობა რომ დამეწყო, პირველი წუთიდან ბავშვის დაბადებამდე სულ ჩემთან იყო. ეს ჩემთვის გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი ყოჩაღად და მაგრად იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობდა, მე არ მაგრძნობინებდა და სულ მამხნევებდა. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და საშინელი ტკივილი მქონდა. ყველა კაცმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს, როგორი ბრძოლაა სიცოცხლისთვის, როგორი საოცრებაა ის წუთი, როცა ახალი სიცოცხლე სამყაროს ევლინება და ის მისი შვილია. ამ წუთს მამებისთვის კიდევ სხვაგვარი განცდები მოაქვს. თავად კმაყოფილია, ჩემ გვერდით ყოფნა რომ შეძლო.
- ახალბედა დედებს პირველი შვილის მოვლა უჭირთ, შენს შემთხვევაში როგორაა?
- დედა ძალიან მეხმარება. სხვათა შორის, სამშობიაროდან რომ გამოვედი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა - 2 კვირის განმავლობაში რატომღაც მეგონა, რომ ბავშვს ჩემზე კარგად ვერავინ მოუვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ დედას ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს. ამიტომ არავის ბოლომდე არ ვიხმარდი, მინდოდა, ყველაფერი დამოუკიდებლად მომეგვარებინა. მერე მივხვდი - პირიქით, კარგია, როცა დედა გეხმარება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოვლის სირთულეებს ვერ გავუმკლავდი. ანდრო ბუნებრივ კვებაზე მყავს.
- ძიძის აყვანას აპირებ?
- ახლო მომავალში არ ვაპირებ, მერე კი სავარაუდოდ, მომიწევს. ისეთი პროფესია მაქვს, რეპეტიციისთვის დროის გარკვეული პერიოდი არ მაქვს განსაზღვრული. თავდაპირველად, როცა რამდენიმე საათით მომიწევს გასვლა, რომელიმე ბებია მოახერხებს დატოვებას, მაგრამ როცა მივხვდები, რომ რეჟიმს ვეღარ ვუწყობ, ძიძას ავიყვან, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
- დედისერთების უმრავლესობას მრავალშვილიანობის სურვილი აქვს. შენს შემთხვევაშიც ასეა?
- დიდი სურვილი მაქვს, ჩემს შვილს ერთი და ან ძმა მაინც ჰყავდეს. თავად გული ძალიან მწყდება, დედმამიშვილი რომ არ მყავს. პატარა რომ ვიყავი, ამას ვერ ვხვდებოდი, მეტიც - დედისერთობა მომწონდა. ახლა გული მწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ბევრი ახლობელი ადამიანი, და და ძმა რომ მყავდეს, მაინც სხვა იქნებოდა.
- პანდემიის გამო ალბათ, ანდროს მნახველები ნაკლებად ჰყავდა.
- ბავშვი თითქმის არავის უნახავს. ხვალ ვიცრები, მეორე დოზას ვიკეთებ და შემდეგ ალბათ მნახველებსაც დავუშვებთ, ოღონდ - აცრილ ადამიანებს და მათ ეზოში, ღია სივრცეში ვუმასპინძლებთ.
- მადლობა ინტერვიუსთვის, ბედნიერი დედა იყავი!
- დიდი მადლობა.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ამბები ყარაბაღიდან
ამერიკაში წარმატებული ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით
დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა...
გაიცანით "მის ემიგრანტი", სამი შვილის დედა მარიამ ჭიღვარია
"ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო"
"დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული"
ვინ არის ნათია რიგვავა, რომელსაც სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი