"ვირუსთან ფარული ომი მიმდინარეობს და ასეთ დროს უშვებენ "მსუბუქ" პატიმრებს"
font-large font-small
"ვირუსთან ფარული ომი მიმდინარეობს და ასეთ დროს უშვებენ "მსუბუქ" პატიმრებს"
გოგი წულაიას ინიციატივა: "ამნისტია!"

პარტია ახალი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გოგი წულაია ციხეებში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ იქ შექმნილი რთული მდგომარეობა ხელისუფლების უსუსურობის მაჩვენებელია: დახურულ სივრცეში ვერ მართავენ ვითარებას და ოჯახის წევრებს მათი პატიმრების მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვთ. წულაია ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს, რათა მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრები გათავისუფლდნენ.
"ციხეებში უკონტროლო მდგომარეობაა. ათეულობით ადამიანს კორონავირუსი აქვს. შეეხოს ამნისტია პატიმრებს, რომლებიც მსუბუქი დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს, ამით მდგომარეობა შემსუბუქდება, იოლად შეძლებენ ეპიდვითარების მართვას", - ამბობს წულაია. გადავწყვიტეთ, ამ თემაზე მასთან უფრო ვრცლად გვესაუბრა.


- იმნაირი რეჟიმი აქვს ციხეს, კორონავირუსს არ უნდა შეეღწია. რახან შეაღწია, გაჩერებაც ძნელია, რადგან საკანში ექვსი კაცია. დადიან სასეირნოდ, ტელეფონზე სალაპარაკოდ, ზედამხედველებთან, ერთმანეთთან კავშირი აქვთ და ა.შ. ამიტომ სწრაფად ვრცელდება. 5-6-მეტრიან საკანში 6 კაცი რომ იქნება, როგორ გინდა დაიცვა დისტანცია ან ამ დროს პირბადე რას იზამს?!. შედეგად, უკვე ასეულობით ადამიანს აქვს ციხეში კორონავირუსი. ბევრი გაყვანილია, ვინც უფრო მძიმედაა, ნაწილი - საავადმყოფოშია, ზოგი - ხონის ციხეში, სადაც სასჯელს ფსიქიკურად დაავადებულები იხდიან. ვინც მსუბუქადაა, ადგილზე უვლიან, იზოლირებული არიან. საერთოდ, ყველამ შეიძლება ჩაიდინოს რაიმე სამართალდარღვევა. რომც არ იყოს ვირუსი, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენენ (დანაშაულის ჩადენის ალბათობა დაბალია), სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეთ და გათავისუფლდნენ. დიდ ნაწილს ერთი მეოთხედის შემსუბუქება უნდა შეეხოს. ნაწილს ვადაზე ადრე გათავისუფლება რომ ეხება (ციხის თუ კოლონიის უფროსი დადებითად ახასიათებს), რატომ არ ვუშვებთ? იმიტომ, რომ ე.წ. უდოს (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების) კომისია არ იკრიბება და ასობით პატიმარი ამის გამო გარეთ ვერ გამოდის. საკუთარი თვალით მაქვს დანახული (ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი), ჩემს წინა საკანში პატიმარი, შშმ პირი იყო, "კალიასკაში"; შედიოდნენ და აბრუნებდნენ ლოგინში... რატომ აჩერებენ მას ციხეში? საშიშროებაა, რომ ეს ადამიანი ხელახლა ჩაიდენს დანაშაულს?!. ამიტომ ვამბობ, რომ "უდოს", შეწყალების პროცესი დასაწყებია. ვირუსთან ფარული ომი მიმდინარეობს და ასეთ დროს უშვებენ ხოლმე "მსუბუქ" პატიმრებს. კიდევ ერთს ვიტყვი: რასაკვირველია, დიდი ხარისხი და "გადავირიე ამბავი" არ იყო, მაგრამ პატიმარს აჭმევენ მაწონს, ხაჭოს, არაჟანს, არის კატლეტი, მოჰქონდათ თევზი და ამ დროს, 70 თუ 80 ათასი ბავშვია მშიერი საქართველოში. შეიძლება ხუთი წლის ბავშვმა საერთოდ არ იცოდეს, თევზი რა არის. 8 წლის ბავშვმა არ იცის, რა არის არაჟანი, ხაჭო, მაწონი. აჭმევ პატიმარს და გარეთ ბავშვები მშიერი გიკვდებიან!.. დიდი სისულელე და შეუსაბამობაა, ასე არ უნდა ხდებოდეს!
რომ შევედი, დღეში ორი კვერცხი მოჰქონდათ, გამოსვლისას უკვე ერთს მაძლევდნენ. ფასები გარბის და ან ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს კვებაზე თანხების დამატება, ან პატიმრების რაოდენობა შემცირდეს. პირობითად, ძველი კვების სტანდარტით თუ პატიმარს დღეში ათი ლარი სჭირდებოდა, ახლა 16 ლარია საჭირო. ეს 6 ლარი საიდან უნდა მოიტანო? საკვებს უნდა მოაკლდეს ან ბიუჯეტიდან თანხები წამოვიდეს, გაიზარდოს, სხვანაირად შეუძლებელია... მაღალი ალბათობით ადამიანი დანაშაულს თუ აღარ ჩაიდენს, უნდა გამოვუშვათ და ფული მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტისკენ მივმართოთ.
- როგორ შეაღწია ციხეში კორონავირუსმა?
- თანამშრომლებისგან შეაღწია, სხვა შანსი არ არსებობს. ვიცი ეს ყველაფერი: ადვოკატს უშუალოდ ვერ ხვდები, მინის იქითაა, ანუ პატიმარს კორონას ვერც ადვოკატი გადასდებს, ვერც მნახველი, ისიც მინის მეორე მხარესაა. ხანგრძლივი პირადი პაემნები ოჯახის წევრებს რომ შეეძლოთ, ესეც ორი წელია, აღარ არის. ასე რომ, გარე სამყაროსა და ვირუსთან შეხება შეიძლება მხოლოდ თანამშრომლის გავლით ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ციხეში ასეა და კოლონია არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. აქვე აღვნიშნავ: თანამშრომლებიც დაბალ ხელფასზე, ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებიან. ორი კვირა ლამის ჩვენსავით იხდიდნენ სასჯელს. ამდენ ხანს ციხეში არიან და ვერსად გადიან. ადამიანურად მესმის მათი, რთულ პირობებში მუშაობენ. ამნაირ რეჟიმსა და გადაღლილობას მოჰყვა ის, რომ შეაღწია ვირუსმა.
- რამდენად ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას იღებენ ინფიცირებულები შიგნით და გადაყვანის ადგილებზე?
- ტრაგედიაა, რომ დაზუსტებით ამაზე არაფერი ვიცით. სახელმწიფო ხშირად მალავს ინფორმაციას: რამდენი პატიმარია გადაყვანილი, რა მომსახურება აქვთ, როგორია მათი სიცოცხლის გარანტია და ა.შ. რომელ პატიმარს რა ვითარება აქვს, ამას ახლობლებსაც უმალავენ. არასწორ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. თუკი რამე იციან, აფრთხილებენ, - ენა არ ატლიკინო, თორემ შენს პატიმარს დედას ვუტირებო...
ამ დღეებში აქციებზე რომ ვიყავით, ძალიან ცოტა პატიმრის მშობელი იყო მოსული. ბევრი დაშინებულია, ნაწილს ალბათ ხელი აქვს ჩაქნეული, - მაინც არაფერი გამოვაო. წინასწარ მქონდა ინფორმაცია, რომ ათობით დააშინეს; უთხრეს, შენს პატიმარს აქ პრობლემები შეექმნება, თუკი აქციაზე გახვალო. თვითონ პატიმრებისგანაც მოდის ამბავი, მშობლებს სხვადასხვა გზით უთვლიან, საპროტესტოდ არ წახვიდეთო.
- პატიმრებსა თუ თანამშრომლებში ვაქცინაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- ახლანდელ ვითარებაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი იქ ყოფნისას ვაქცინაცია დაწყებულიც არ იყო. როგორც პატიმარს, მინდოდა აცრა, ჩაწერილიც ვიყავი, მაგრამ არ შემოსულა. ახლა, როგორც მშობლებმა მითხრეს, აცრის პროცესი დაწყებულია; რაღაც ოდენობას უკვე გაუკეთეს, ნაწილს უპირებენ. მაგრამ როგორც გარეთ ვერ მოაბეს თავი წესიერად ვაქცინაციას (კი ვხედავთ, რა დღეშიც ვართ), ციხეშიც ასეთივე მდგომარეობაა. დანარჩენ ზუსტ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თუ იტყვის...
- ამნისტია მათ შორის მსუბუქ მუხლებზე რა შედეგებს მოიტანს?
- მსუბუქზე იქნება თუ არამსუბუქზე, ამნისტია ნამდვილად გამოსაცხადებელია. სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ, ქვეყანა რაღაცნაირად ამდენი ადამიანის გარეთ მისაღებად უნდა ემზადებოდეს; რეალიზაციის ელემენტარულ საშუალებას აძლევდეს. გარეთაც ჩაკეტილში არ უნდა იყვნენ, მაგალითად, - პატიმარი იყავი და არ მიგიღებ მაღაზიაში ნოქრად, - და მისთანები. ციხიდან გამოსულებმა დასაქმება უნდა მოახერხონ. დაუსაქმებელი ისევ პოტენციური დამნაშავე ხდება. გარეთ ვინცაა დაუსაქმებელი და შემოსავლის გარეშე, ისიც ხომ პოტენციური სამართალდამრღვევია. როცა შვილი ეტყვის, მშიაო და საჭმლის ფული არ ექნება, სული რა დროს წასძლევს, ეგ არავინ ვიცით. რასაკვირველია, საფრთხილო ამბავია. არ ვამბობ, ამნისტიის გამოცხადება ადვილი საქმეა, ადექი და გამოუშვიო. იმიტომ ხარ სახელმწიფო, გყავს მინისტრები, სტრუქტურები, რომ შექმნა სიტუაცია, ყოფილი პატიმრები ცხოვრების ფერხულში ჩაებან. ამით სახელმწიფოს დადებითი მომენტები მოუტანონ და არა კრიმინალის გაზრდით დააზარალონ. ამნისტიის და შეწყალების გარეშეც ხომ გამოდიან, გაგიგონიათ, ვინმე მათზე მიზანმიმართულად ზრუნავდეს?..
GzaPress
- კორონავირუსის გარდა, კიდევ რა პრობლემებს გამოყოფთ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დროულ გადაწყვეტას მოითხოვს?
- მე იქ იზოლირებული, მარტო ვიყავი საკანში. თან, უფრო სხვანაირ რეჟიმში გახლდით, კეთილი მოპყრობით. სხვათა შორის, რომ ვაკვირდებოდი, თითქოს ყველას კარგად ეპყრობოდნენ. ამ მხრივ ციხე მოწესრიგებულია. მაგრამ მე მარტო ვიყავი და იქვე იყო ექვსკაციანი საკანი, რომელიც ძალიან პატარაა. რაღაცები გასაუმჯობესებელია. ასევე, როდესაც მოსამართლემ ორთვიანი პატიმრობა მომისაჯა, პროკურორმა ოჯახთან ტელეფონზე საუბარი არ ამიკრძალა. ბევრ პატიმარს წინასწარი ორთვიანისას გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება აქვს. თუ ასეა, იმის უფლება უნდა მქონდეს, კომპიუტერითაც ვესაუბრო, ვუყურებდეთ ერთმანეთს, ცივილიზებული მეთოდია. თუ ტელეფონით შემიძლია, კომპიუტერით რატომ არა?! სხვათა შორის, სახალხო დამცველი ამისთვის იბრძვის და სარჩელი, როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი.
აბანო არის, კვებაც, ასე თუ ისე, ნორმალურია; რეჟიმი არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო. მართალია, ევროპული დონის ციხეები არ გვაქვს, მაგრამ არც საბჭოთა ჯურღმულია, გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
- დაბოლოს: თქვენი სასამართლო საქმე რა ეტაპზეა?
- როგორც იცით, გირაოთი გამომიშვეს და სასამართლო საქმე გრძელდება. პროცესი (გირაოთი გათავისუფლებისას) ასე შეიძლება ორი და სამი წელი გაგრძელდეს, მერე ღმერთმა იცის, რა მოხდება.

P.S. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, #14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში 31 აგვისტოს შემდეგ ინტენსიური Pჩღ-ტესტირების ფარგლებში, "კოვიდ-19"-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა:
"ამ ეტაპზე #14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში 14 მსჯავრდადებული რჩება. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები Pჩღ-ტესტის საშუალებით თვეში ორჯერ იტესტებიან. ინფორმაციისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდადებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით, ამ დრომდე მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გელა მამულაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ამბები ყარაბაღიდან
"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"
ამერიკაში წარმატებული ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით
დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა...
გაიცანით "მის ემიგრანტი", სამი შვილის დედა მარიამ ჭიღვარია
"ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო"
"დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული"
ვინ არის ნათია რიგვავა, რომელსაც სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი