რას უწოდებს ანა დოლიძე "ეკონომიკურ ფაშიზმს"?
font-large font-small
რას უწოდებს ანა დოლიძე "ეკონომიკურ ფაშიზმს"?
"დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული"

ოქტომბრის არჩევნები გვიახლოვდება. წინასაარჩევნო ბატალიებში ყველაზე შთამბეჭდავი თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დაპირისპირება აღმოჩნდა. დედაქალაქის მერობისთვის განსხვავებული ასაკის, წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები იბრძვიან. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ანა დოლიძეა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. ქალბატონი ანა ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის მტკივნეულ პრობლემებზე გვესაუბრება.


- ვფიქრობ, მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. რატომ? - ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს და დამარცხდება. თანაც, რაც დღეს საკრებულოებში ხდება, საერთოდ არ შეესაბამება რეალურ პოლიტიკურ გარემოს: იქ მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ვხედავთ. ახლა ცვლილებების დროა და არსებული სიტუაცია როგორმე უნდა შევცვალოთ.
- არსებობს მოსაზრება, რომ რთული ეპიდსიტუაციის გამო, სასურველია, არჩევნები გადაიდოს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- მე ამ არჩევნების გადადების წინააღმდეგი არ ვიყავი, რადგან ეპიდსიტუაციის გამო ხალხში გასვლა რთულია. ნორმალური კამპანიის ჩატარება გვიჭირს, რადგან გუნდსაც ვუფრთხილდებით და ხალხსაც, რომელიც რთულად გამოდის კონტაქტზე, ყველას "კოვიდის" შიში აქვს. ამას ემატება ტრანსპორტის ჩაკეტვა, რაც ჩემთვის მიუღებელია - მე ამას "ეკონომიკური ფაშიზმი" დავარქვი. შეეძლოთ არჩევნების თარიღი გადაეწიათ და მაგალითად, ოქტომბერში პიკი რომ გადაივლიდა, ნოემბერში ჩატარებულიყო. თუმცა, ეს სხვა საშიშროებას შეიცავს: "ქართულ ოცნებას" მიზეზი არ გამოელევა, ოღონდაც არჩევნები არ ჩაატაროს.
- ზოგი ფიქრობს, რომ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებია...
- მე ვიტყოდი, რომ ოქტომბერში უფრო რეფერენდუმი ტარდება, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი რეფერენდუმი - ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ძველსა და ახალს შორის. უკვე გითხარით, რაც დღევანდელ საკრებულოებში ხდება, ოდნავაც ვერ ასახავს რეალურ პოლიტიკურ ვითარებას: ქვეყანაში ამდენი პარტია შეიქმნა, ამდენი ახალი ძალა გამოჩნდა, "ქართული ოცნების" მხარდაჭერაც ძალიან შემცირდა 2016-2017 წლებთან შედარებით. ამიტომ, ეს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია: ცვლილებები, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა, ამ რეფერენდუმის მონაცემებში აუცილებლად უნდა აისახოს. მოკლედ, 2 ოქტომბრის არჩევნები ჩვენს ხალხს დაეხმარება, სწორი არჩევანი გააკეთოს და ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს.
- რატომ გადაწყვიტეთ ამ არჩევნებში მონაწილეობა?
- პირველ რიგში, იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებსაც აღარ სურთ ორპოლუსიანობა, არ სურთ ძველ პოლიტიკურ წყობას და მასთან აფილირებულ ძალებს დაუჭირონ მხარი, სხვა არჩევნის საშუალება უნდა მივცე. ჩვენი მოსახლეობა თითქოს ხაფანგშია და როგორმე უნდა გავათავისუფლოთ. "ოცნებას" თუ არ აირჩევთ, აბა, სააკაშვილი გინდათ?" - ასე ჟღერს მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტი დღეს. ხალხს ფართო არჩევნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დაკვეთა სიახლეზე ძალიან დიდია, ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე თბილისის მერის არჩევნებში ჩავბმულიყავი.
- თბილისის მერის არჩევნებში ბევრი ისეთი კანდიდატი მონაწილეობს, რომელსაც ხალხი არ იცნობს. რა მოვლენაა ეს?
- ვიტყოდი, რომ ეს მისასალმებელია: კონკურენცია რაც მეტი იქნება, მით უკეთესი... ისიც მომწონს, რომ საარჩევნო კამპანიაში ამდენი ქალი შემოვიდა. იმედია, ამაში ჩემი წვლილიც არის, რადგან მე პირველი ქალი-კანდიდატი ვიყავი, რომელმაც ამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ამდენი ლაპარაკის მერე კარგია, რომ გზა გაიხსნა და ბევრმა პარტიამ გადაწყვიტა კანდიდატად ქალი წარმოედგინა. ვფიქრობ, კონკურენციას არ უნდა შევუშინდეთ. რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება, მით უკეთესი! სხვათა შორის, საშინლად არ მომეწონა გიორგი გახარიას განცხადება: მარტო ორ კაცთან დავჯდები დებატებისთვისო. ამ ორ კანდიდატში მხოლოდ ნიკა მელია და კახა კალაძე იგულისხმა. ესე იგი, მე როგორ მოვიქცე - ყავა მოვადუღო თუ ხაჭაპური გამოვაცხო? ყველა რეიტინგისა და კვლევის მიხედვით, ოთხ ლიდერ კანდიდატს შორის შევდივარ და დებატებიდან ჩემი გარიყვა შეცდომა მგონია. უფრო მეტიც, ეს იმ პოლიტიკური კულტურის გაგრძელებაა, რაც აქამდე გვქონდა - ეს არის ქალების გარიყვა პოლიტიკური პროცესებიდან. გახარიამ პრაქტიკულად ასე თქვა: ჩვენ, კაცები დავსხდებით და გადავწყვეტთ ყველაფერსო. მე მომწონს, რომ არჩევნებში ბევრი ქალი მონაწილეობს და თუ ვინმეს რაღაც კომპლექსი არა აქვს, რატომ უნდა შეუშინდეს ჩვენთან დებატს?
- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პანდემიაზე, რომელმაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა. რა შეცდომები დაუშვა მის მართვაში ხელისუფლებამ?
- ვიტყოდი, რომ ეს "ოცნების" ხელისუფლების სრული ფიასკოა. ამხელა მსხვერპლიც არასწორი მართვის შედეგია. რაც "კოვიდთან" და აცრებთან დაკავშირებით მოხდა, გაუგონარი ამბავია! უფრო მეტიც, ზაფხულის დასაწყისში შეზღუდვები სპეციალურად გააუქმეს და ეს ვითარებაც მიზანმიმართულად შექმნეს. მე თავად ვიყავი ბათუმში და ვხედავდი, იქ პირბადე არავის ეკეთა. მერე, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ გაიზარდა, ჩვეულ ხერხს მიმართეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაკეტეს. ეს სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია, უფრო მეტიც - ეს იმ ფენის განადგურების მცდელობაა, რომელსაც მანქანა არ ჰყავს. ხალხმა, რომელმაც სამსახური ძლივს იშოვა, უტრანსპორტობის გამო ისევ დაკარგა. სწორედ ეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ხალხის გაღარიბებაზეც. რატომ? - ვაქცინაცია დასრულებული რომ გვქონდეს, აქაურობა ტურისტებით იქნებოდა გადავსებული, ისევე როგორც დუბაიში, სინგაპურსა და ისრაელშია. ხელისუფლება "კოვიდს" პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და იყენებს, ეს - აშკარაა.
- სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობის გამო, პასუხისმგებელი არავინაა.
- ამათ ახასიათებთ: როცა სიტუაცია მწვავდება, იმალებიან და სამართლიან შეკითხვებს პასუხს არ სცემენ. დიახ, ხელისუფლება პასუხისმგებელია ამდენ გარდაცვლილზე და რთულ სიტუაციაზე, რომელიც ხელოვნურად შექმნეს. შარშანაც ასე მოხდა: ჯერ ხალხი თავისუფლად მიუშვეს და მერე ყველაფერი ჩაკეტეს; ჯერ კიდევ გახარიას დროს მიხვდნენ, რომ ეს ვირუსი ძალიან სასარგებლო მოვლენა იყო მათთვის, მაგრამ "კოვიდი" მუდმივად ხომ ვერ იქნება? როცა ყველაფერი დამთავრდება, მერე რა ხერხს გამოიყენებენ ხალხის სამართავად? წელს ვაქცინის შემოტანაც დააგვიანეს და მე თუ მკითხავთ, ქვეყანაში აქტიური კამპანია მიმდინარეობდა, ოღონდ, არა ვაქცინის მხარდასაჭერი, პირიქით, საწინააღმდეგო. პირველმა პირებმა ამაზეც არ იზრუნეს, მინისტრიც არ იცრებოდა კარგა ხნის განმავლობაში. ამ ფონზე, ხალხში ათასგვარი ჭორი და ცრუთეორია გავრცელდა... აცრის სასარგებლო, ნორმალური საგანმანათლებლო კამპანია რომ ჩატარებულიყო, ამდენი ტრაგედია არ მოხდებოდა და ამდენი გარდაცვლილი არ გვეყოლებოდა.
GzaPress
- დავუბრუნდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას - დედაქალაქის მერი რომ იყოთ, ამ საკითხს როგორ მოაგვარებდით?
- დავიწყებ იმით, რომ "კოვიდი" ჩვენთან გასული წლის მარტში შემოვიდა, ე.ი. უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ავტობუსების დამატებაც შეიძლებოდა და კონტროლიორების რიცხვის გაზრდაც. კარგი, შარშან გაზაფხულზე მომზადებული არ ვიყავით, მაგრამ იმის შემდეგ ხომ თვეები და წლები გავიდა? ქალაქის მერი რომ ვყოფილიყავი, გამოვიდოდი და საკოორდინაციო საბჭოზე პირდაპირ ვიტყოდი: ტრანსპორტის ჩაკეტვა შეცდომაა, ამის გაკეთება არ შეიძლება-მეთქი. ლიდერი სხვებისგან ამით გამოირჩევა - მან უნდა გაბედოს და თქვას ის, რასაც სხვები არ თუ ვერ ამბობენ. რატომ არ ამბობენ? - ამის ახსნა მარტივია: ყველას მანქანა ემსახურება და არანაირი თანაგრძნობა არა აქვთ იმ ხალხის მიმართ, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება. მათ ეს პრობლემა არც კი შეხებიათ.
- პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მილიარდობით ვალი ავიღეთ...
- ეს ფული სად წავიდა, რაში დაიხარჯა, არავინ იცის. გახსოვთ, კოვიდსასტუმროებში ჩვენი თანამოქალაქეები ტყუილად რომ ჰყავდათ დამწყვდეული? 5 მილიონი ლარი იცით, რაზე დახარჯეს? - სკოლების სარეცხი საშუალებებით მომარაგებაზე და ეს მაშინ, როცა სკოლები დაკეტილი იყო. ნახეთ, ამ ხელისუფლებამ კორუფციის რა დონეს მიაღწია. იმის გამო, რომ ვაქცინაცია დროულად არ ჩაატარეს, ხალხი კიდევ ერთხელ დაზარალდა. ჩვენს ბავშვებს რამხელა ზიანი მიაყენეს იმით, რომ სკოლები არ იხსნება, არადა, სასწავლებლები ყველა ქვეყანაში გაიხსნა. რამდენიმე ქვეყანას ჩამოგითვლით: დანია, შვედეთი, ისლანდია, კატარი და ახალი ზელანდია - ამ ქვეყნებმა "კოვიდი" დაამარცხეს და სკოლებიც გახსნეს. ახალმა ზელანდიამ ტრანსპორტის ჩაკეტვის გარეშე, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით მიაღწია იმას, რომ უკვე ნულოვანი მაჩვენებლები აქვს. ევროპასა და ამერიკაში სკოლები ღიაა და მარტო ჩვენ არ ვაძლევთ განათლებას მომავალ თაობას.
- დაბოლოს, გამარჯვების შემთხვევაში, პირველად რა პრობლემას მოაგვარებთ დედაქალაქში?
- პირველ რიგში, ვიზრუნებ, რომ თბილისი ისეთი ქალაქი გახდეს, სადაც ცხოვრება კომფორტული იქნება. ღარიბი და ჯიბეგამოფხეკილი დედაქალაქიც არ გამოგვადგება, მით უმეტეს, თუ ტურიზმის განვითარება გვინდა. შეხედეთ ავტოსადგურებს - შეიძლება ტურიზმის ცენტრობაზე გქონდეს პრეტენზია და შენი ავტოსადგურები იმას ჰგავდეს, რასაც ახლა ჰგავს? დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ჩვენს გუნდს შემუშავებული აქვს პროგრამა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ყველა ამ პრობლემას სასიკეთოდ გადავჭრით.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ამბები ყარაბაღიდან
"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"
ამერიკაში წარმატებული ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით
დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა...
გაიცანით "მის ემიგრანტი", სამი შვილის დედა მარიამ ჭიღვარია
"ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო"
ვინ არის ნათია რიგვავა, რომელსაც სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი