"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
font-large font-small
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება

ცოტა ხნის წინ ქალბატონმა მაია სტურუამ მოგვწერა, იქნებ "გზამ" შეძლოს ჩვენი დახმარება. მამა ათანასეს დახმარება სჭირდება, რათა ფეხზე დადგომა შეძლოს და 8 ბავშვი არ დარჩეს ობლადო. ცხადია, მის წერილს გულგრილად ვერ წავიკითხავდით და ქალბატონ მაიას ვთხოვეთ, ცოტა უფრო ვრცლად მოეწერა (ვინაიდან გარკვეული მიზეზების გამო, ინტერვიუს მოცემას ვერ ახერხებდა) პრობლემის და მამა ათანასეს შესახებ.


წერილის სტილი დაცულია:
"მამა ათანასე არის სამტრედიიდან. იგი 36 წლის გახლავთ. ჰყავს მეუღლე და 8 შვილი. მამა ათანასე სამტრედიის ფერისცვალების ტაძარში მსახურობს. ის არის უთბილესი, უკეთილშობილესი მოძღვარი. მას დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გარკვეული დროის მანძილზე, თანხის უქონლობის გამო, სახლში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით მკურნალობა ჩაუტარდა და... საქართველოში არასწორად ჩაუდგეს კათეტერი, რის გამოც თურმე, სითხე გარეთ არ გამოდიოდა, მუცლის ღრუში გროვდებოდა, რამაც გამოიწვია ორგანიზმის სრული მოწამვლა. კომაში იყო, როცა კეთილი ადამიანების დახმარებით, გადაიყვანეს სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევის შედეგად, თურქმა ექიმება აღმოაჩინეს, რომ მას არასწორად ჰქონდა ჩადგმული კათეტერი და მასში იყო ბაქტერია "ასინეთო" (იმედია, ამ ბაქტერიის სახელს სწორად გწერთ, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).
თურქი ექიმების დიდი ბრძოლის შედეგად, მამა ათანასე კომიდან გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთხელ გული გაუჩერდა კიდეც. მამა ათანასეს ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ უფლის წყალობით, ის იბრძვის სიცოცხლისთვის. მას ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია), დონორი მისი დაიკოა. დრო არ ითმენს, ექიმები ოპერაციის დღის დაგეგმვას აპირებენ, მაგრამ თანხაა ამ ოპერაციისთვის საჭირო, რომელიც ოჯახს არ გააჩნია. მამა ათანასეს ახლობლებს არანაირი საშუალება არა აქვთ, რომ საოპერაციოდ აუცილებელი ფული შეაგროვონ. ოპერაციისთვის საჭიროა 120.000 დოლარი. თუ თანხა არ შეიტანეს, იძულებული გახდებიან, მამა ათანასე ასეთ კრიტიკულ, უმძიმეს მდგომარეობაში ისევ საქართველოში, სახლში ჩამოიყვანონ, რაც სიკვდილის ტოლფასი იქნება მისთვის. ის უმძიმეს მდგომარეობაშია.
გთხოვთ, ქართველებო, მამა ათანასეს, 8 შვილის მამას ნუ გავწირავთ სიკვდილისთვის. ის მის 8 შვილს, მის ულამაზეს და უსაყვარლეს ოჯახს, მრევლს ძალიან გვჭირდება. გვინდა დავიბრუნოთ გამოჯანმრთელებული. გთხოვთ, ერთად გადავარჩინოთ მამა ათანასე. კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ მის დასახმარებლად და ჩავურიცხოთ თანხა, ვისაც რამდენის საშუალება გვაქვს. ქართველებო, იმედი მაქვს თქვენი სიკეთისა და კაცთმოყვარეობის. ისევ ჩვენ თუ დავუდგებით მამა ათანასეს გვერდით და მას თანხას შევუგროვებთ. მადლობა ყველას.
GzaPress
ინგა ჩუბინიძე:
"მივმართავ საპატრიარქოს, ყველა ეპარქიის მღვდელმსახურს, თბილისის მერს კახა კალაძეს, სამტრედიის მერიას, ჯანდაცვის სამინისტოს, ქართველ ოლიგარქებს, ჩემს მეგობრებს და სრულიად საქართველოს!
რა გახდა მამა ათანასეს ოპერაციის დაფინანსება? ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?! იმ ზომამდე როგორ უნდა მიგვეყვანა ღვთის მსახურის 8-შვილიანი ოჯახი, რომ სახლს ყიდიან?! მამაო რომ დაბრუნდება, თვალებში როგორ ჩახედავთ?! არ შეგრცხვებათ 8 შვილით ქუჩაში რომ დარჩება?! მაქსიმუმ 10.000 დოლარად გაიყიდოს სამტრედიაში მისი სახლი და ნუთუ, ეს ისეთი თანხაა, არ ძალუძს საპატრიარქოს ან ჯანდაცვის სამინისტროს, ან მერიას, ან თვითონ კახა კალაძეს, რომ მისი ქალაქის მსახურ მოძღვარს ეს დაუფინანსოს?! სირცხვილი თქვენ და მერე ჩვენც, თუ ეს დავუშვით.
ჩემო სიხარულებო, მართალია მცირედით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავდექით მამა ათანასეს გვერდით, თითქმის სისტემატურად ვრიცხავთ მამა ათანასეს სახელზე გადმორიცხულ ყოველ თეთრს. მადლობა წინასწარ!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ამბები ყარაბაღიდან
"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"
ამერიკაში წარმატებული ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსეა პატარ-პატარა სასწაულებით
დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა...
გაიცანით "მის ემიგრანტი", სამი შვილის დედა მარიამ ჭიღვარია
"ამ გუნდმა დაინახა ჩემში მოტივაცია, რომ ჩემი სოფლის განვითარებაში ჩავერთო"
"დღეს ეს ქალაქი მხოლოდ შავი "პრადოებისთვის" და მათი პატრონებისთვისაა კომფორტული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი