გურული ოდის ხიბლი
font-large font-small
გურული ოდის ხიბლი
"ვეცადე, ის გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი, მინიატიურულ სამყაროში გადამეტანა"

პანდემიის პირველ ეტაპზე საკუთარი ოცნებების რეალიზება შეძლო. ახლა სამი მიმართულებით მუშაობს: მინიატიურები, სადღესასწაულო დეკორაცია და სამკაული. თუმცა ამ უკანასკნელს, რომელიც ტიხრული მინანქრის ტექნიკით არის შესრულებული, ჯერჯერობით მზის სინათლე არ უნახავს. ამ ეტაპზე ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ სურს გამოფენის მოწყობა, რომ თავის ნამუშევრები საზოგადოებას წარუდგინოს.


თამარ სიხარულიძე:
- პროფესიით იურისტი ვარ. 12 წელზე მეტხანს დასაქმებული ვიყავი სახელმწიფო სამსახურში. ახლაც არ შემიწყვეტია ამ მიმართულებით საქმიანობა, რადგან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ იმ დოზით აღარ ვარ ჩართული, როგორც 2 წლის წინ. როგორც ყველას ცხოვრებაში, ჩემთანაც დადგა ცვლილებების დრო და ბავშვობის ოცნება ავისრულე. პანდემია რომ დაიწყო, მინიატიურული სახლების, მაკეტებისა და დეკორაციების გაკეთების სურვილის გამო ინტერნეტით დავიწყე მასალის მოძიება. სამწუხაროდ, საქართველოში ბაზარზე მსგავსი ტიპის ნივთები არ იყიდება, ამიტომ გამოვიწერე, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული რამ ჩამოვიდა. ყველაფერს დიდი მოცულობის განმარტება მოჰყვა. მომწონდა, მაგრამ ეს სხვისი მონახაზის მიხედვით გაკეთებული დეკორაცია იყო და არა - საავტორო ნამუშევრები. ამიტომ გადავწყვიტე, ყველა დეტალი თავად შემექმნა და ამგვარად პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია "გურული ოდა".
- ოდა, ყველა თავისი ატრიბუტით, ეზოში ჭით, ნალიით, საქათმით, შინ მაგიდაზე გურული ღვეზელებით და ა.შ. როგორ "მოვიდა" თქვენამდე? ამ კუთხეში თუ გყავთ წინაპრები?
- წარმოშობით გურული ვარ. სოფელი ნატანებში მაქვს. მთელი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები ამ კუთხეს უკავშირდება. ყველაზე მეტად ბებიებისა და ბაბუების გარემო მენატრება. ამ მინიატიურით ვეცადე, მოგონებები გამეცოცხლებინა. ეს ერთი კონკრეტული ოდის ანალოგი კი არ არის, არამედ ჩვენი და ნათესავების კრებითი სახლების ნიმუშია, სამზარეულოს აქსესუარები, წიგნები, ავეჯი და ა.შ. ყველა დეტალი კარგად მახსოვს. ეს არის სტანდარტული გურული ოდის ანალოგი, სადაც მშენებლობის ყველა წესია დაცული, - გადახურვიდან დაწყებული, ბუხრის განლაგებით გაგრძელებული და საძირკვლით დასრულებული. სხვა დანარჩენ დეკორაციებთან შედარებით, ყველაზე დიდია 90X60 სმ-ზე. ამგვარად ვეცადე, ის გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი, მინიატიურულ სამყაროში გადამეტანა.
GzaPress
- გეგმაში ხომ არ გაქვთ სხვა კუთხეების მინიატიურებში განხორციელება?
- დიახ. ჯერჯერობით ვერ ავირჩიე, რომელი მხარე გავაკეთო, მაგრამ პირველ რიგში ალბათ აბასთუმნის მინიატიურას გავაკეთებ, რომელიც ასევე ჩემი ბავშვობის ნათელ მოგონებებთანაა დაკავშირებული.
- ფოტომასალა დაიხმარეთ?
- არა, ამ შემთხვევაში ჩემი ინსპირაციის წყარო მხოლოდ ბავშვობის შთაბეჭდილებები იყო.
შეკვეთის შემთხვევაში, ფოტოებს ვიყენებ, რომ კონკრეტული ადამიანისთვის სასურველი გარემო შევქმნა. სხვათა შორის, 2000 წლის შემოდგომიდან, მინიატიურული დეკორაციების მიმართ ინტერესი გაიზარდა, ზოგს საჩუქარი უნდა შვილისთვის ან მეგობრისთვის. მოსწონთ და ასე ავრცელებენ ინფორმაციას. შეფასებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველად ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანისთვის გავაკეთე მინიატიურული დეკორაცია, რომელსაც არქიტექტურასა და დიზაინთან არანაირი შეხება არა აქვს, ძალიან მოეწონა და მითხრა, აუცილებლად გააგრძელე და არ გაჩერდეო. ამ შეფასებამ დიდი სტიმული მომცა. ასევე ძალიან სასიამოვნო და ემოციურია ჩემთვის უცნობი ემიგრანტების წერილები, რომლებიც სოციალურ ქსელში მწერენ. ერთ-ერთი ასეთი თბილი წერილი "გურულ ოდასთან" დაკავშირებით მივიღე ქალბატონისგან, რომელიც 20 წელია, საქართველოში არ ყოფილა და მონატრებულია მშობლიურ გარემოს. ჩემმა ნამუშევარმა მასზე ძალიან დადებითად იმოქმედა და საკმაოდ ამაღელვებელი და დამაფიქრებელი წერილიც მომწერა.
ვფიქრობ, პანდემიამ ჩემი ჰობი ახალ საქმედ აქცია, რომელსაც ჩემს ძირითად პროფესიას ვუთავსებ. არ ვიცი, რომელი მიმართულებით გავაგრძელებ მომავალში მუშაობას, შეიძლება ისევ ყველგან ან რამე ახალიც შეემატოს, რადგან ცხოვრებაში სულ ვვითარდებით და სიახლეების ძიებაში ვართ.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ ლომიძის გატაცებას არანაირი კავშირი არა აქვს მის პროფესიასთან.
"პოეტის დანიშნულებაა სხვას ფრთები აჩუქოს"
"ნიანგის "სუპით" დაწყებული, თითქმის ყველა ეგზოტიკური კერძი გამისინჯავს"
ნარი დევიძე ქუთაისში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და საყვარელი საქმის კეთებასაც ახერხებს.
ადამიანები, რომელთა ნიჭიერება და თავდადება სხვა ქვეყნის ინტერესებს ხმარდება
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.