"ერის დეგრადაცია მაშინ დაიწყო, როცა ვაიმწერლებსა და ე.წ. ინტელიგენციას საკუთარი დედის გინება და წმინდანების შეურაცხყოფა ვაპატიეთ"
font-large font-small
"ერის დეგრადაცია მაშინ დაიწყო, როცა ვაიმწერლებსა და ე.წ. ინტელიგენციას საკუთარი დედის გინება და წმინდანების შეურაცხყოფა ვაპატიეთ"
დღევანდელ საქართველოში მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა: შემოდიან უცხოელები ჩვენთან, სახლდებიან და ამ ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან. ქართველები კი, უცხო ქვეყნებში მიდიან და იქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას. მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

კობა დავითაშვილი, პოლიტიკოსი:

- ჩემი შეხედულება ასეთია: ყველა თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს და ვინც არ ცხოვრობს, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ქართველებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან, პირობები უნდა შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ და აქ იცხოვრონ.
ფერეიდნელი ქართველებიც, რომლებიც საქართველოს ასწლეულების განმავლობაში მოსწყდნენ, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, ხოლო სხვა ქვეყნის შვილები თავიანთ ქვეყნებს უნდა დაუბრუნდნენ..."

გივი სიხარულიძე, მწერალი:
- ჩვენი ერის დეგრადაცია მაშინ დაიწყო, როცა ვაიმწერლებსა და ე.წ. ინტელიგენციას საკუთარი დედის გინება და ჩვენი წმინდანების შეურაცხყოფა ვაპატიეთ, ამ დროს ხალხი გაჩუმებული იყო და ხმას არ იღებდა. საქართველო ძალიან ჰგავს უფესვო ხეს, დამპალ ფესვებზე აღმოცენებული ხე კი ვერც ვითარდება და ვერც ხარობს. იქ, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია, სადაც სახელმწიფო იმ დონემდე დავიდა, რომ კანაფის მოყვანა ბიზნესად იქცა, ამას სახელმწიფო უკვე აღარ ჰქვია..."

თეა გვასალია, ჟურნალისტი:
- საზღვრები ყველასათვის რომ ჩავკეტოთ და მოქალაქეობა არავის მივცეთ, მაშინ იზოლირებულ, ცალკე პლანეტად ვიქცევით. მე იმაზე უფრო მწყდება გული, ქართველები რომ გადიან, ვიდრე იმაზე, რომ უცხოელები შემოდიან. მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა თანამედროვე მსოფლიოში. ალბათ უფრო მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც მოქალაქეობას მივანიჭებთ..."

დიტო კუპატაძე, იუმორისტი:

- სხვათა შორის, მე არ მესმის იმ ხალხის, ვისაც საქართველოში ჩინელების, ინდოელების, ან არაბების მომრავლება აშინებს. უბრალოდ, სახელმწიფომ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. იმის საშიშროება, რომ უცხოელების მომრავლების გამო ჩვენს ერს საფრთხე ემუქრება, არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია...

თემასთან დაკავშირებით ამ და სხვა ცნობილი ადამიანების მოსაზრებებს ვრცლად ჟურნალ "გზის" 20 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარიამ ლომიძის გატაცებას არანაირი კავშირი არა აქვს მის პროფესიასთან.
"პოეტის დანიშნულებაა სხვას ფრთები აჩუქოს"
"ნიანგის "სუპით" დაწყებული, თითქმის ყველა ეგზოტიკური კერძი გამისინჯავს"
ნარი დევიძე ქუთაისში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და საყვარელი საქმის კეთებასაც ახერხებს.
ადამიანები, რომელთა ნიჭიერება და თავდადება სხვა ქვეყნის ინტერესებს ხმარდება
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.