"გონს მო­ვე­გოთ, ქარ­თ­ვე­ლე­ბო!"
font-large font-small
"გონს მო­ვე­გოთ, ქარ­თ­ვე­ლე­ბო!"
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"


ქალ­ბა­ტო­ნმა მე­რი მე­ნა­ღა­რიშ­ვილ­მა მოგ­ვ­წე­რა წე­რი­ლი, სა­დაც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს იმის გა­მო, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დ­ნენ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნებს. მი­სი აზ­რით, ეს არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლი და არც ის მოს­წონს, რომ ასეთ სცე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ტაშს უკ­რავს. წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:


"ა­მას წი­ნათ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ­დი ერთ-ერთ კო­მე­დი­ურ შო­უს, მაგ­რამ მა­ლე­ვე შევ­წყ­ვი­ტე ყუ­რე­ბა, რად­გა­ნაც შემ­ზა­რა იმან, რომ რვა მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი­დან ექ­ვ­სი დი­დი მონ­დო­მე­ბით ასა­ხი­ე­რებ­და მა­მათ­მა­ვალს. ამაზ­რ­ზე­ნი იყო მა­თი ყუ­რე­ბა, მა­თი ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბის მოს­მე­ნა. იმავ­დ­რო­უ­ლად, სა­ვა­ლა­ლო იყო ისიც, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამას მო­წო­ნე­ბის ტაშს უკ­რავ­და დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა.
რას სჩა­დი­ხართ, ხალ­ხო, გონს მო­დით, რო­გორ უწევთ რეკ­ლა­მას ამ არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს?! შვი­ლე­ბი არ გყავთ? არ გე­ნა­ნე­ბათ ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა? რა­ტომ ურევთ თავ­გ­ზას?!
სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე იმის­თ­ვის იღ­ვ­რე­ბო­და წი­ნა­პარ­თა სის­ხ­ლი, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩვე­ნი ხალ­ხი გა­დაგ­ვარ­დეს და გა­და­შენ­დეს?!
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­დამ უტევ­დ­ნენ დი­დი იმ­პე­რი­ე­ბი, მაგ­რამ იგი სის­ხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ წვე­თამ­დე იბ­რ­ძო­და ერის ფი­ზი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის, სა­კუ­თა­რი მი­წა-წყლის, ენის, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის და­სა­ცა­ვად. სწო­რედ ამით გა­და­ურ­ჩა ქარ­თუ­ლი გე­ნი გა­ნად­გუ­რე­ბას.
თქვენ კი მაგ შო­უ­თი სულ­სა და გო­ნე­ბას უწამ­ლავთ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დო­ბას. ცდი­ლობთ, ხე­ლი შე­უწყოთ ქვეყ­ნი­სათ­ვის დამ­ღუპ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბას. მო­ეშ­ვით მაგ სა­მარ­ცხ­ვი­ნო თა­მაშს, ნუ ფიქ­რობთ მარ­ტო სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რ­და­ზე, და­ფიქ­რ­დით იმა­ზეც, თუ ყო­ვე­ლი­ვე ამით რო­გორ ილა­ხე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. გახ­სოვ­დეთ, რომ სამ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვე­ყა­ნა ვართ და დი­დი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და სიფხიზ­ლე გვმარ­თებს!

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც თქვენ წარ­მო­ა­ჩენთ, ყო­ველ­თ­ვის იყო, არის და იქ­ნე­ბა. ბრძო­ლა კი არ უნ­და გა­მო­ვუცხა­დოთ, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ი­ნერ­გოს ის შეგ­ნე­ბა, რომ ისი­ნიც ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი არი­ან და უნ­და სარ­გებ­ლობ­დ­ნენ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბით, გარ­და ქორ­წი­ნე­ბი­სა და თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის წე­სის აფი­ში­რე­ბი­სა. გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ მა­თი მოთხოვ­ნე­ბი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლად დამ­ღუპ­ვე­ლია ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ქვეყ­ნი­სათ­ვის და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ჩვენ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ და ჩვენ­თ­ვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია მა­თი ცხოვ­რე­ბის წე­სი.
ქვე­ყა­ნა პრობ­ლე­მებ­ში იხ­რ­ჩო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნარ­კო­მა­ნი­ის შე­დე­გებს კი არა, მი­ზე­ზებს უნ­და ებ­რ­ძო­დეს: უმუ­შევ­რო­ბა, უპერ­ს­პექ­ტი­ვო­ბა, სი­ღა­ტა­კე, უსახ­ლ­კა­რო­ბა, დეპ­რე­სია.
რო­დემ­დე უნ­და: იღ­ვ­რე­ბო­დეს ერ­თი მუ­ჭა ქარ­თ­ველ­თა სის­ხ­ლი გა­დამ­თი­ელ­თათ­ვის (ცხო­ნე­ბუ­ლი ჯან­სუღ ჩარ­კ­ვი­ა­ნი­სა არ იყოს, "სა­ქარ­თ­ვე­ლოვ, შენ ვინ მოგ­ცა შვი­ლი და­სა­კარ­გა­ვი...")?! ქარ­თუ­ლი გო­ნი ეწი­რე­ბო­დეს უცხო ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს?!
ჩვე­ნი დე­დე­ბი, დე­ბი, ცო­ლე­ბი გმი­ნავ­დ­ნენ გა­უ­საძ­ლი­სი მო­ნუ­რი შრო­მი­სა­გან უცხო­ელ­თა უმა­დურ, და­მამ­ცი­რე­ბელ სამ­სა­ხურ­ში?!
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწოდებს

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი