რატომ მოიმდურა ბიძინა ივანიშვილმა "მთელი დუნია"
font-large font-small
რატომ მოიმდურა ბიძინა ივანიშვილმა "მთელი დუნია"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ადამიანს რაც უფრო მეტად გაუმართავ ხელს, მით მეტად შეეცდება თვალები ამოგთხაროს, თუკი მიხვდება, რომ მის დახმარებას ვეღარ შეძლებ", - ამბობს ქალბატონი ნათელა და გული სწყდება, საქართველო რომ უცხოელებით აივსო. ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდის საწყისი სწორედ ეს არის და თუკი ქვეყანაში უცხოელებისთვის სახლებისა და მიწების მიყიდვა საბოლოოდ აიკრძალება, ქართველების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

- ცხოვრება საშიში გახდა. საშიშია სახლში ყოფნა, რადგან არ იცი, როდის ვინ შემოგივარდება; საშიშია ქუჩაში გასვლა, რადგან არ იცი, ვის გადაეყრები და რა პრობლემას შეგიქმნის; საშიშია ხალხმრავალ ადგილას ყოფნა, რადგან შესაძლოა, ვიღაც ჩადრიანმა თავის მოკვლა სწორედ იქ გადაწყვიტოს, სადაც შენ ხარ. მოკლედ, საქართველო უსაფრთხო ქვეყანა ნამდვილად არ არის თავისი მოქალაქეებისთვის და მით უმეტეს, ტურისტებისთვის, რომლებიც ყოველთვის ისეთ ადგილას ცდილობენ ყოფნას, სადაც საინტერესო რაღაცები ხდება. თანაც, რომელიმე მათგანს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, ერთი ამბავი ატყდება...

პოლიტიკოსები კი დადიან უზარმაზარი მანქანებით და არ ენაღვლებათ იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევთ მგზავრობა. მათ დაცვაც ჰყავთ და იარაღიც აქვთ მტერთან გასამკლავებლად, მაგრამ აბა, ჩვენ გვკითხონ, თუ არ გვეშინია.
ამას წინათ ჩემს სამეზობლოში ოჯახი დააყაჩაღეს. აბა, გეკითხებით, როგორ ვიყო მშვიდად, როცა მგონია, შევარდნაძის დროინდელი პერიოდი დაბრუნდა, როცა ხალხს აუთოებდნენ, სახლებში უვარდებოდნენ... ახლა კიდევ, ეს უცხოელები დაგვერივნენ. საითაც გაიხედავ, ყველგან უცხოელია და ბევრი მათგანი მიტოვებს ტერორისტის შთაბეჭდილებას, თავისი გარეგნობით. არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში, ჩვენ ამერიკა კი არა, პატარა, მაგრამ მდიდარი ტრადიციების მქონე ერი ვართ.

- ქართველებიც ხომ ბლომად არიან საზღვრებს მიღმა? ისინი რომ გამოყარონ, ეს ხომ ცუდი იქნება ემიგრანტების ოჯახებისთვის?

- ცუდი კი არა, კარგი იქნება! ქართველები თუ სამშობლოში დაბრუნდებიან, ამაში ცუდი რა არის? პირიქით, ყველა საკუთარ ოჯახს თუ დაუბრუნდება, აქ უცხოელების ადგილი აღარ დარჩება, ასე მგონია.

- მაგრამ ქვეყანას ტურიზმის განვითარება სჭირდება, ეს მომგებიანია ჩვენთვის.

- ტურისტები, კი ბატონო, მობრძანდნენ, დაათვალიერონ, ნახონ, გაერთონ, მაგრამ მერე უნდა მიბრძანდნენ. სტუმარი კარგია, მაგრამ მას წასვლის დროც არ უნდა გამოეპაროს. არ გვაქვს ჩვენ ამ ერთი ციდა მიწაზე უცხოელების დასასახლებელი ადგილები. იმდენი შერეული ოჯახი, რამდენიც დღეს გვყავს, ადრე არ ყოფილა და ამიტომაც იყო, რომ ტრადიციების შენარჩუნებას ვახერხებდით. ახლა კი რა ხდება? ქვეყანა თავზე დაგვემხოს ლამის. ყველა უბედურებასთან ერთად, ახლა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებიც `ფუთფუთობენ" და ჩვენს სულებში ხელების ჩაყოფას ცდილობენ. ნეტავ, სულ არ გადავჯიშდებოდეთ და ქართველ კაცს მგონი, სხვა სანატრელი არაფერი აქვს...

- კიდევ, რა პრობლემებია ქვეყანაში, რომელიც გაწუხებთ?

- ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ ნარმანია გადააყენეს. რა ვქნა, ეს კაცი რაღაცნაირად მესიმპათიურებოდა; თუ არ აკეთებდა, არ აფუჭებდა მაინც. კალაძეს კი ჩემი აზრით, აქვს იმის ნიჭი, რომ მერის პოსტიდან საქმეები თავის საკეთილდღეოდ აკეთოს და ფული მიიზიდოს. აი, მერი გახდა და უკვე ცენტრალური ქუჩების დახაზვა დაიწყო - ლურჯი ზოლები ყველას იოლად ეცემა თვალში. კაცმა არ იცის, ეს რისთვის სჭირდებათ, მაგრამ ფაქტია, რაღაც ახალი `ფულის საჭრელი მანქანა" მოიგონეს, რომელსაც ჩემნაირი მოკვდავის გონება ვერ ჩასწვდება... ნეტავ, კიდევ რით უნდა დაამახინჯონ ეს ქალაქი?

- შეგიძლიათ დამისახელოთ პოლიტიკოსი, გარდა ნარმანიასი, რომელიც გესიმპათიურებათ?

- ასეთი პოლიტიკოსია კვირიკაშვილი. ვფიქრობ, ნორმალურად აზროვნებს, ენა წინ არ უსწრებს. იცით, ბიძინა პოლიტიკიდან კი წავიდა, მაგრამ მასაც დავასახელებ სასურველ პოლიტიკოსად - მართალია, ბევრი აკრიტიკებს, დაპირებები არ შეგვისრულაო, მაგრამ საქმე ის არის, რომ კარგის მკეთებელს ყოველთვის ყველაზე მეტად ხვდება მუშტი ცხვირში. ვიღაცებს უნდოდათ, ბიძინას მთელი თავისი ქონება ხალხისთვის დაეთმო და მერე როგორმე გაეყოთ, მაგრამ ასეც რომ მომხდარიყო, იმას კი არ ამბობენ, ფულის გაყოფის ადგილი სასაკლაოს რომ დაემსგავსებოდა. ადამიანის მიმართ სიკეთეს რომ გამოიჩენ, ის კიდევ უფრო მეტს მოითხოვს. შეუწყვეტ დახმარებას და ცუდად იქნება შენი საქმე: ყველაფერს წყალში ჩაგიყრის და მტრად შეგრაცხავს. ამიტომ, ჩემი აზრით, ბიძინა ჭკვიანურად მოიქცა: სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, ყველას ეხმარებოდა ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნდა, მერე კი ხალხს უთხრა, ახლა საკუთარ თავს მიხედეთო და მოიმდურა მთელი დუნია. თუმცა, ეს მას ახლა ყველაზე ნაკლებად ადარდებს.
P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწოდებს

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი