"იმპულსი მოდის მაშინ, როცა თითები ითხოვს ძერწვას"
font-large font-small
"იმპულსი მოდის მაშინ, როცა თითები ითხოვს ძერწვას"
"განცდებში ვარ, სანამ შედეგს მივიღებ"

ადამიანი ადრე თუ გვიან ავლენს ნიჭს ამა თუ იმ სფეროში. ასე მოხდა ამ ქალბატონის შემთხვევაშიც - პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი მარინა კაჭკაჭიშვილი მხოლოდ ოთხი წელია თოჯინებს ამზადებს და უკვე თავისი ადგილი დაიმკვიდრა მეთოჯინეებს შორის. იგი მონაწილეობდა როგორც საქართველოში გამართულ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, ხოლო მისი ერთი ნამუშევარი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახალციხე) ხელნაკეთი ნივთების მუზეუმშია წარმოდგენილი.

მარინა კაჭკაჭიშვილი:
- ჩემი მეგობრის, მეთოჯინე ნანა ყაულაშვილის ნამუშევრები ძალიან მომწონდა და 4 წლის წინ ვთხოვე, იქნებ მასწავლო-მეთქი. ისიც დამთანხმდა და ასე შევუდექი ამ საქმეს. მხოლოდ ერთი თოჯინა გავაკეთე ნანასთან ერთად და მაშინვე დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა, სადაც უკვე ჩემი იდეები და დამატებითი დეტალები ჩავრთე. ჩემი მეგობარი თვითშრობად თიხაზე მუშაობს, მე უფრო გამოსაწვავი თიხით დავინტერესდი, ამიტომ მივმართე იულია სოროკინას. ისე გამოვიდა, რომ ორივე სახის თიხასთან მუშაობის კურსი გავიარე. სხვა დანარჩენი ეტაპი ძირითადად ერთი და იგივეა - ტანის გაკეთება, კარკასის აგება, მოხატვა, თმის დამაგრება, ტანსაცმლის შეკერვა. მთავარი ისაა, რომ შენეული ხედვა იპოვო და მიდიხარ შენი გზით, რომლითაც გცნობენ: გამოფენაზე დამთვალიერებელს არ სჭირდება მეთოჯინის გვარის წაკითხვა, მან უკვე იცის, ვისი ნამუშევარია.
GzaPress
- ჯერ ხატავთ ესკიზს და მერე იწყებთ მუშაობას? კიდევ, ალბათ განწყობაც საჭიროა, არა?
- სასურველია ესკიზის შედგენა, ზოგს წინასწარ რაღაც ჩანაფიქრი აქვს და იმას მიჰყვება, მაგრამ მე პირდაპირ ვიწყებ სახის, ხელების, ფეხების გამოძერწვას. მერე სახე მოიხატება, როგორი გინდა რომ იყოს - მოწყენილი, მოღიმარი, ჩაფიქრებული... ამის მიხედვით შეირჩევა სამოსიც. იმპულსი თოჯინის შესაქმნელად მოდის მაშინ, როცა თითები ითხოვს ძერწვას (იღიმის). თუმცა, როგორც კი დავამთავრებ ერთ თოჯინას, ვიტყვი ხოლმე: მორჩა, ახლა ცოტა ხანს დავისვენებ-მეთქი. საბოლოოდ ისეთი სახე რომ მისცე ნამუშევარს, როგორიც გინდა, მინიმუმ ერთი თვე მაინც არის საჭირო.
- რა ზომისაა თქვენი თოჯინები?
- 30 სმ-ზე ნაკლებს აღარ ვაკეთებ. შედარებით დიდი ზომის თოჯინები უფრო ადვილი მოსახატია, თორემ შრომა ერთნაირად სჭირდებათ. მქონია შემთხვევა, როცა თოჯინისთვის კონკრეტული სამოსი მოვიფიქრე, შევკერე და ჩავაცვი, მაგრამ არ მოუხდა. რაღაც დროით ეს თოჯინა გვერდზე უნდა გადადო. განცდებში ვარ ხოლმე, სანამ შედეგს მივიღებ. როცა თოჯინა თავად მომეწონება, ე.ი. ის უკვე დასრულებულია.
- პირველ დამოუკიდებელ თოჯინაზე მუშაობისას ბევრი შეცდომა დაუშვით?
- რამდენიმე თოჯინა რომ გავაკეთე დამოუკიდებლად, მივხვდი ჩემს შეცდომებს და ნანამაც იგივე შენიშვნები მომცა. ხანდახან მიფიქრია იმ თოჯინების დაშლა და დეტალების ხელახლა გასწორება-გალამაზება, ეს შესაძლებელია, მაგრამ ხელს არ ვკიდებ. მინდა ვიცოდე, რით დავიწყე და ალბათ, როცა თოჯინებზე მუშაობა აღარ მომინდება (ან ვეღარ გავაკეთებ), საინტერესო იქნება, რით დავამთავრებ. ასე ჩავიფიქრე.
GzaPress
- მუშაობის პროცესში, მარტივ და მექანიკურ სამუშაოდ რომელიმე ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს?
- მარტივი და მექანიკური არც ერთი ეტაპი არ არის. ყველაფერს დიდი ფიქრი, დიდი შრომა, დაკვირვება და სიყვარული სჭირდება. შეიძლება ყველაზე დიდხანს იმაზე ვიფიქრო, რა ჩავაცვა. სახისთვის ძირითადად აკრილის საღებავებს ვიყენებ. როცა თოჯინის სახეს ვამუშავებ, ოჯახის წევრებს (მეუღლესა და შვილებს) ვუჩვენებ ხოლმე: თვალი ეჩვევა და შეიძლება ვერ დავინახო შეცდომა, ვთქვათ, ცხვირის ან ტუჩის არასწორი კონტური; თუ მეტყვიან, რომ სრულყოფილია, მერე ვიწყებ დეტალების ღუმელში გამოწვას. შემდეგ მოდის ტანის აწყობა სპილენძის კარკასით, სინთიპონით შეფუთვა, ტანს ფორმას ვაძლევ, მაგრდება თავი და კიდურები და ბოლო ეტაპია შემოსვა.
- შეკვეთებსაც იღებთ, არა?
- ვყიდი და შეკვეთებსაც ვიღებ, ოღონდ - არა პორტრეტულ თოჯინებზე. პორტრეტულზე არ ვმუშაობ.
- ხომ არ ხატავთ კიდეც?
- ბავშვობაში ვხატავდი, მაგრამ ამჟამად ამაზე არ მიფიქრია და არც მიცდია. ისე, ხატვისგან შორს არა ვარ... ომარ კაჭკაჭიშვილი (საქართველოს დამსახურებული მხატვარი - ავტ.) ბიძაჩემი იყო... აი, თოჯინებს რომ აღარ გავაკეთებ, ხატვაზე მაშინ გადავალ (იცინის). ჩემი პირველი შეხება ხელოვნებასთან ბავშვობიდან იწყება. 6 წლიდან დაახლოებით 30 წლამდე ანსამბლ "ფერხულში" ვცეკვავდი. თოჯინებზე მუშაობის პარალელურად, უფრო სწორად - შუალედებში (სანამ თითები ძერწვას მოითხოვს), სამკაულებსაც ვამზადებ, მიყვარს ვინტაჟური სტილი, ქარგვა. თოჯინები ჩემს სამკაულებს რაღაც ვერ იხდენენ, ამიტომ არ ვმოსავ. უკვე მოფიქრებული მაქვს და მალე დავიწყებ დიდი ზომის თოჯინაზე მუშაობას. ალბათ იმას მოუხდება რომელიმე სამკაული.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი