ხელოვანი, რომელმაც სკვერი ორ დღეში მოხატა
font-large font-small
ხელოვანი, რომელმაც სკვერი ორ დღეში მოხატა
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."


"ორ დღეში რომ დავასრულე 17.მ×9.მ ფართობის ნახატი, ეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო. ამ ყველაფერს მოჰყვა ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი გამოხმაურება, რაც მეტ ძალასა და მხნეობას მაძლევს, რომ კვლავ გავაგრძელო ჩვენი ქალაქის გაფერადებაში კიდევ ერთი აგურის დადება. თუმცა... ჩემი სფეროებიდან გამომდინარე, ერთდროულად სამი აგურის დადებაც შესაძლებელია", - ამბობს გიორგი სუხიაშვილი, რომელიც გაგვაცნობს თავის საქმიანობას ხელოვნების სამი მიმართულებით...


- დავიბადე ხაშურში. ოთხი წლის ასაკში აღმომაჩნდა სიმღერის ნიჭი. ამის შემდეგ იყო მუსიკალური სტუდია, რომელიც მოიცავდა მუსიკას, ცეკვას და თეატრალურ ოსტატობას... მახსოვს, პირველი მოსმენა ჩემს ქუჩაზე შედგა. სტუდიის დირექტორი, ბატონი გიორგი ბოლოკაძე თავად გვესტუმრა და სტუდიაშიც მაშინვე ჩავირიცხე. ამის შემდეგ იყო სკოლა და ხატვის მიმართ ინტერესი. როგორც ყველა ბავშვმა, ხატვა მეც რვეულის უკანა ფურცლებზე ვისწავლე. სკოლაში არსებობდა მოყვარული მხატვრების სტენდი. დიდი სურვილი მქონდა, ჩემი ნახატიც აღმოჩენილიყო იქ, მაგრამ არ მქონდა არც ფანქრები, არც ფლომასტერები და მომივიდა იდეა, ნახატი შემესრულებინა ფეხსაცმლის გასაპრიალებელი კრემით, მაგრამ ნახატი ისე ყარდა, არავინ გამოფინა.
GzaPress
- გარემო რამდენად შთამბეჭდავი იყო ან უფრო სწორად, რამდენად რთული პირობები გქონდათ?
- 90-იანი წლები მოგეხსენებათ, რთული იყო. როგორც ბევრ ოჯახს, ჩვენც ბევრი რამ გვაკლდა. მიუხედავად გასაჭირისა, ჩემს მშობლებს არასოდეს დაუყრიათ ფარ-ხმალი ჩემი განვითარების საკითხში. სტუდიის დირექტორიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, რამაც განაპირობა ჩემი ზრდა მუსიკის მხრივ. არაერთ ფესტივალში ვმონაწილეობდი, უამრავი სიგელი და დიპლომი დაგროვდა. მახსოვს, მამა დახეული ფეხსაცმლით იყო ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე... წარმოიდგინეთ მისი სახე...
- როგორ ვითარდებოდით სამივე მიმართულებით - ბას-გიტარისტი, მხატვარი, მეთოჯინე?
- დღემდე მიკვირს, ამდენ სფეროში როგორ ვახერხებ მუშაობას. 2011 წელს ხაშურში, ნიკა ბოლოკაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა მუსიკალური ბენდი. ამის შემდეგ იყო ბენდში მიწვევა ვოკალისტის პოზიციაზე. ბენდმა რამდენჯერმე იცვალა სახე და საჭირო გახდა დამეკრა ბას-გიტარაზე. თუმცა, ბას-გიტარასთან შეხება არასოდეს მქონია, მალევე ავითვისე და ბენდში ვოკალისტისა და ბას-გიტარისტის პოზიციაზე ერთდროულად აღმოვჩნდი... 2011 წლიდან მუშაობა დავიწყე "ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრების გაერთიანებაში", მსახიობის პოზიციაზე. უკვე თითქმის 15-მდე სპექტაკლში ვმონაწილეობ. ჩვენი თეატრი თოჯინებს უკვეთდა ქუთაისის თოჯინების თეატრს, შემდეგ გაჩნდა სურვილი, ისინი ადგილზე შეგვექმნა. ბატონი გიორგი ბოლოკაძის ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ არც ცოდნა და არც გამოცდილება არ გვქონდა, პირველივე თოჯინა (დათვი) წარმატებით გავაკეთეთ და სპექტაკლშიც მიიღო მონაწილეობა. ჩვენდა გასაკვირად, ბავშვების დიდი მოწონება ხვდა წილად და ეს დიდი გამარჯვება იყო. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყეთ თოჯინების შექმნა და ამ საქმეში ჩავებით სამი ადამიანი: მოქანდაკე გიორგი კიკაძე, თავად კულტურის ცენტრების დირექტორი გიორგი ბოლოკაძე და მე. ამ დრომდე ორი სპექტაკლის ("ყველა თაგუნას უყვარს ყველი" და "კარლსონი") თოჯინა შეიქმნა, ჯამში - 16 თოჯინა. ხატვის მიმართ ინტერესი ბოლო სამი წელია, გამიღვივდა. არც უკითხავს, ისე მეახლა და დღემდე ერთად "ვმოგზაურობთ". ძირითადად, ვმუშაობ პორტრეტებზე, თუმცა, ვცდილობ, ერთ ჟანრში არ ჩავიკეტო და მეტი სივრცე მივცე საკუთარ თავს. ვხატავ აბსტრაქციებს, ვქმნი მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს და ა.შ. ამჟამად ვმუშაობ ავტოპორტრეტების სერიაზე.
GzaPress
- როგორც მუსიკოსის წარმატებებზე, რას გვეტყვით?
- ჯგუფი "სპემ ჯემი" (Spam Jam) არსებობს ათი წელია. ჩავწერეთ ორი ალბომი, უამრავ ტელეგადაცემაში მივიღეთ მონაწილეობა, რამდენიმე დოკუმენტურ ფილმშიც გამოჩნდა ჩვენი ბენდი, გადავიღეთ ორი კლიპი, ვიყავით ფესტივალზე ლიეტუვაში. ამჟამად ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში ვუკრავთ. ბენდი შედგება სამი მუსიკოსისგან, ესენი არიან: ნუგო ნოზაძე - გიტარა, ნიკა ბოლოკაძე - დრამი-ბექვოკალი და გიორგი სუხიაშვილი - წამყვანი ვოკალისტი და ბას-გიტარისტი.
- გამოფენებში თუ მონაწილეობთ?
- პირველი გამოფენა პერსონალური იყო, სადაც წარმოდგენილი მქონდა ორმოცამდე შერეული ნამუშევარი, შესრულებული სხვადასხვა ტექნიკაში. შემდეგ იყო თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 100 მხატვრის ნამუშევარი; შემდეგ იყო "ევროპის დღეები", "გორის დღეები-2019", ხაშურ-ქალაქობა-2019, გამოფენა-გაყიდვა უფლისციხეში. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი კიდევ ათამდე გამოფენაში, საქველმოქმედო აქციებში.
- როგორც ვიცი, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ იბრძვით...
- 2020 წელი ძალიან მძიმე იყო ჩემი ქალაქისთვის. იმატა ქალზე ძალადობის შემთხვევებმა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩემში დიდი პროტესტი გამოიწვია და გაჩნდა იდეა, კონცეპტუალური არტის ხაზით დამენახვებინა ადამიანებისთვის მათი გულგრილი დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ. მომავალშიც, შესაძლებლობის გაჩენისთანავე ვგეგმავ, გამოფენა მივუძღვნა ამ თემას, რათა ადამიანებს დავანახვო მათი ნამოქმედარი, მათი ირონიული დამოკიდებულება, გენდერული გამიჯვნის უარყოფითი შედეგები და სტიგმები.
- სკვერის მოხატვა რატომ გადაწყვიტეთ?
- სკვერის მოხატვის იდეა ეკუთვნის "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას. დამიკავშირდნენ და მათი ეს იდეა ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა, თან შესაძლებლობა მომეცა, ჩემი წვლილი შემეტანა ქალაქის გაფერადებაში. მუშაობის პროცესში უამრავი სტუმარი მეწვია და მათი სიხარული მეტ სტიმულს მაძლევდა. ორ დღეში დავასრულე 17.მ×9.მ ფართობის ნახატი, ეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო...
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი