რა სიახლეებს გეგმავს თბილისის თოჯინების თეატრი
font-large font-small
რა სიახლეებს გეგმავს თბილისის თოჯინების თეატრი
პანდემიის გამო შეცვლილი რეალობა... კომუნიკაციის ნაკლებობა... კომპიუტერებსა და ტელეფონებს მიჯაჭვული ბავშვები... მშობლები ცდილობენ შეძლებისდაგვარად შეცვალონ შვილების ყოველდღიური რუტინა და მათ სხვადასხვა ინტერესი გაუღვივონ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი დატვირთვა მიენიჭა ისეთ აქტივობებს, რომელიც სანახაობრივთან ერთად, შემეცნებით დატვირთვასაც ატარებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი თეატრია, რომელშიც ერთხანს წარმოდგენების გამართვა აკრძალული იყო, თუმცა ამჟამად დაშვებულია. ნელ-ნელა კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს ვეჩვევით და ვერგებით კიდეც - ახლა დარბაზში მაყურებელი ნიღბით, თითო სკამის გამოტოვებით იკავებს თავის კუთვნილ ადგილს.
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების თეატრმა მორიგი სეზონი ქეთევან-ხათუნა ბედელაძის სპექტაკლით "სამნი ერთ სკამთან" გახსნა. წარმოდგენა თინეიჯერებსა და უფროსი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა, უახლოეს მომავალში თეატრში წარმოადგენენ - სპექტაკლებს პატარებისთვისაც, რომელიც უკვე რეპერტუარშია. ასევე მიმდინარეობს რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობაც. უფრო მეტს, თოჯინების თეატრის დირექტორი კონსტანტინე ქარქაშაძე მოგვითხრობს.


- 11 და 12 სექტემბერს, თოჯინების თეატრმა სეზონი დამოუკიდებელი რეჟისორის, ხათუნა ბედელაძის სპექტაკლით "სამნი ერთ სკამთან" გახსნა. ვინაიდან პანდემიის გამო სკოლებში სწავლის პროცესი ჯერ არ იყო დაწყებული, გადავწყვიტეთ თავდაპირველად სპექტაკლი უფროსი ასაკის მაყურებლისთვის შეგვეთავაზებინა. საპრემიერო დღეებმა ანშლაგით ჩაიარა და თეატრს მონატრებული მაყურებლისგან, სპექტაკლს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. შევეცადეთ რეპერტუარი მრავალფეროვანი გამხდარიყო, ყველა თაობის მაყურებლისთვის საინტერესო.
ამჯერად მიმდინარეობს რამდენიმე ახალ სპექტაკლზე მუშაობა და მალე, ეტაპობრივად გაიმართება შემდეგი პრემიერები: ნიკოლოზ საბაშვილისა და ბახვა წერედიანის ერთობლივი რეჟისურით იქმნება "ცირკი". ამ სპექტაკლის თოჯინების ავტორი არის ბახვა. ვფიქრობ, სპექტაკლი პანდემიისგან დაღლილსა და ცირკს მონატრებული მაყურებლისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო. შემდეგ იგეგმება მალხაზ გაბუნიას სპექტაკლის - "სოფლის მაშენებლების" პრემიერა, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. წლის ბოლომდე კიდევ ერთი სიახლე გვექნება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაგვიფინანსა პროექტი - "მოძრავი თეატრი". იაპონელი პროზაიკოსის, რიუნოსკე აკუტაგავას ნოველის მიხედვით, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დრამატული შინაარსისაა, ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი დადგამს სპექტაკლს და მას "მოძრავი თეატრის" მეშვეობით წარმოვადგენთ.
- "მოძრავი თეატრის" პრინციპია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ადაპტირება, რაც საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც გამართოთ წარმოდგენები...
- დიახ, კონსტრუქცია დასაშლელია და ნებისმიერ ადგილას შეიძლება მისი აწყობა. "მოძრავი თეატრის" მთავარი მიზანია ამ და სხვა სპექტაკლების რეგიონებში გატანა, სადაც პატარებისთვის თეატრი ხელმიუწვდომელია. თუ ბავშვი ვერ მიდის თეატრში, ამ შემთხვევაში ის მათთან თავად მივა. იმედი გვაქვს, ამ სიახლეს რეგიონში მცხოვრებლები სიხარულითა და ინტერესით შეხვდებიან.
- დაბოლოს, როგორ იცავთ თეატრში რეგულაციებს და რამდენად ხელმისაწვდომი ფასებია ბილეთებზე?
- თეატრის 40-კაციან დარბაზში, ამჯერად თითო სპექტაკლზე 20 ბილეთს ვყიდით, რომ მაყურებელს შორის თითო სკამის გამოტოვებით იყოს დისტანცია. გაჩნდა მეორე დარბაზის მოწყობის აუცილებლობაც, რომელსაც ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ვაწყობთ და მისი დასრულების შემდეგ, თეატრს უკვე წარმოდგენებისთვის ორი სივრცე ექნება. საბავშვო სპექტაკლების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის სპექტაკლის ღირებულება 7 ლარია, ხოლო აბონემენტის მეშვეობით, რომელშიც სამი სპექტაკლი შედის, სკოლის მოსწავლეებს 3 სპექტაკლზე დასწრება 15 ლარად შეუძლიათ, ხოლო უფროსი ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილი სპექტაკლის ღირებულება 20 ლარია. ვფიქრობთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია წლის განმავლობაში რამდენი პრემიერა გვაქვს, მთავარია ხარისხიანი პროდუქტი და იმ მისიის ზედმიწევნით მაღალ დონეზე შესრულება, რომელიც თოჯინების სახელმწიფო თეატრს აკისრია. მან უნდა გაზარდოს, განაწყოს და მოამზადოს ბავშვი იმ დიდ თეატრებში ვიზიტებისთვის, რომელსაც უკვე ზრდასრული ეწვევა. იმედს ვიტოვებთ, რომ პანდემია მალე დასრულდება, ამ რთულ პერიოდს გადავაგორებთ და ჩვენი თეატრის კედლები პატარების ჟივილ-ხივილით აივსება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი