ცხოვრება სამი დიდი ტკივილით
font-large font-small
ცხოვრება სამი დიდი ტკივილით
მის მახსოვრობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. თუმცა ეს სინამდვილე იყო - მან მართლაც იცოდა ბევრი ლექსი ზეპირად და ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტები თუ პერსონაჟების სახელები ზედმიწევნით კარგად ახსოვდა. გამუდმებით კითხულობდა და როცა გონებას ამ გზით "ავარჯიშებ", ის მუდმივად ფორმაში რჩება. შავები ეცვა და ამ ფერის სამოსით არაერთი წელი მოუხდა ცხოვრება. ალბათ წარმოუდგენელია ახსნა, თუ რა ტკივილია შენთვის ძვირფასი ადამიანები - მეუღლე და ორი შვილი მიწას მიაბარო. ასეთი ტრაგედიით ყოფა უმძიმესია და ყველა სიტყვა ფუჭი ხდება, როცა გინდა ადამიანი ანუგეშო.



ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-1965 წლებში მოღვაწეობდა (2017 წლის 30 მარტს ამ თეატრის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა), შემდეგ მუშაობა რუსთაველის თეატრში განაგრძო. თუ სპექტაკლებზე ჰკითხავდი რამეს, ამბობდა, ყველაზე მეტად "სამანიშვილის დედინაცვალი" და "კავკასიური ცარცის წრე" მენატრებაო... აქტიურად მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაში, წლების განმავლობაში კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გამხმოვანებლად მუშაობდა. მაგალითად: არიადნა შენგელაიას პერსონაჟი ფილმიდან "შერეკილები", მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი "წარსული ზაფხულიდან", სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი ფილმიდან "ჩვენი ეზო", "დიმიტრი თავდადებულში" ლიანა ასათიანის გმირი და ა.შ.
14 სექტემბერს მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. "გზის" არქივში მასთან ჩაწერილი ინტერვიუ ინახება, საიდანაც რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ:
"...გახმოვანება 1949 წელს დაიწყო. დაგვიძახს ბიჭებს და გოგონებს, გაგვსინჯეს. დაგვირიგეს ტექსტები. მეხსიერება მაშინაც კარგი მქონდა და ეკრანზე რა მოვლენაც მიდიოდა, შესაბამისად ვახმოვანებდი. ორი დღის მერე შემატყობინეს, რომ აყვანილი ვიყავი ფილმის - "ბელეეტ პარუს ადინოკი" მთავარი პერსონაჟი ბიჭის გასახმოვანებლად. ჩემ გამო ტექნიკური შეფერხება არ ყოფილა. მაშინ ტექნიკა იმ დონემდე არ იყო განვითარებული, რომ შეგძლებოდა, ერთი სიტყვა ცალკე ჩაგეწერა და ტექსტში ჩაგესვა; რამე ხარვეზის გამო, მთელი წინადადება თუ მონოლოგი ხელახლა უნდა ჩაეწერათ. ნელ-ნელა ისე გავიწაფე, რომ თავისუფალი ერთი კვირაც არ მქონია და ვახმოვანებდი როგორც ქართულ, ისე რუსულ ფილმებს. ყველაზე რთული გასახმოვანებელი "ფატიმა" იყო. მისი ჭკუიდან შეშლის სცენა ურთულესი გახლდათ. იმ სცენის დახურულ ოთახში ჩაწერა არ შეიძლებოდა. რადგან ფატიმა მთაზე დარბის და ღრიალებს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღამე და რაღაცნაირად, სივრცის შთაბეჭდილება შეგვექმნა. ძველ კინოსტუდიაში ყველა კარი გააღეს და კარიდან კარში დავრბოდი, თან ხომ უნდა მეყურებინა, ეკრანზე რა ხდებოდა?! მოკლედ, ძალიან ვიწვალე. ჩემი მეუღლე ანდრო კიკალეიშვილი 42 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ორი შვილი მყავდა - ლაშა და მამუკა. მათ შორის 7 წელი იყო სხვაობა. ისინი სწორედ იმ სამსახურის წყალობითა და ხელფასით გავზარდე, რასაც გახმოვანებაში ვიღებდი..."
"მამაჩემი ისტორიკოსი იყო, დედას კეთილშობილ ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. რუსულს კარგად ფლობდა და კანცელარიის გამგედ მუშაობდა. როცა მშობლები სამსახურში იყვნენ, შინ მარტო რომ არ ვყოფილიყავი, სოფელ ნიქოზიდან მომვლელი, ერთი ხანში შესული, ყრუ-მუნჯი ქალი ჩამომიყვანეს. ჩვენი "ენა" გვქონდა, ხელებით "ვსაუბრობდით".
მსახიობობა რომ მოვისურვე, დედა ჩემი პროფესიული არჩევნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მამა - პირიქით. ალბათ იმიტომ, რომ ის ერთ დროს მოყვარული მსახიობი გახლდათ და სცენაზე არაერთხელ გამოსულა. დედას უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი და გამინაწყენდა, როცა სურვილი არ შევუსრულე... თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, მაშინ გაცხარებული ომის პერიოდი იყო - 1943 წელი და სტუდენტები ლაზარეთში მივყავდით, რათა ექიმებსა და ექთანებს დაჭრილების მოვლაში დავხმარებოდით. ერთხელ ოპერაციას დაგვასწრეს. ექიმ ქალს ჯარისკაცის დუნდულის კუნთი უნდა გაეჭრა და ნამსხვრევი ამოეღო. მოკლედ, მოამზადეს ინსტრუმენტები, გაჭრეს და ექიმმა ძებნა რომ დაუწყო ყუმბარის ნამსხვრევს და კუნთში - თითების ტრიალი, გული წამივიდა. მერე დედას ვუთხარი, - აი, ხომ ნახე, რა მომივიდა-მეთქი. მახსოვს, ჯარისკაცებს შორის ერთი ბიჭი იყო - პაველ მირაშიჩენკო, მარჯვენა ხელი მოკვეთილი ჰქონდა. ერთხელ მკითხა, - რუსული იციო? როცა დავეთანხმე, მთხოვა, დედისთვის წერილის დაწერაში დავხმარებოდი. ის მკარნახობდა, მე ვწერდი და თან თვალებიდან ცრემლები მდიოდა. მერე ჩემი მისამართი იკითხა. ომი რომ დამთავრდა, იმ ახალგაზრდა კაცისგან მადლიერების წერილი მომივიდა. როგორც ჩანს, ის შემთხვევა არ დაავიწყდა..."
"თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სოხუმის თეატრში გამანაწილეს, მაგრამ სწორედ იმ ზაფხულს, როცა თეატრალური დავამთავრე, მამა გარდაიცვალა. დედა მარტო რჩებოდა თბილისში. მისი მიტოვება არ მინდოდა, მაგრამ აუცილებელი იყო სოხუმში გამოვცხადებულიყავი. წავედი კიდეც, ერთ-ორ სპექტაკლშიც ვითამაშე. იქ გურანდა გაბუნიას მამა, ძალიან კარგი კაცი, მთავარი რეჟისორი გახლდათ. ორჯერვე მასთან ვიმუშავე. ერთხელ, კერძო საუბარში ვუთხარი, - და-ძმა არ მყავს, დედა თბილისში მარტოა და გული არ მიძლებს, მინდა მასთან წავიდე-მეთქი. ადამიანურად შევეცოდე, სპექტაკლში ჩემს როლზე სხვები დააკავა და დედასთან წამოვედი. სახლში ლილი იოსელიანი დამხვდა, - ერთი მსახიობი ავად გაგვიხდა, მის მაგივრად უნდა ითამაშოო. მთელი ინსტიტუტი ლილის სპექტაკლებზე დავრბოდით და ზეპირად ვიცოდით ყველა პერსონაჟის ტექსტი. დავთანხმდი. წავედით ქუთაისში, დილას გავიარე რეპეტიცია და საღამოს უკვე სპექტაკლში ვითამაშე. იქვე ნათესავები მყავდა და სასტუმროს ნაცვლად, ერთი თვე ბიძაშვილებთან დავრჩი. მაშინ თეატრის დირექტორი აკაკი შანიძე იყო და მითხრა: "თქვენ დაგენიშნათ ხელფასი 80 მანეთი!" როგორ გამიხარდააა... ეს კარგი ფული იყო, პირველი ხელფასი სახლში წამოვიღე. თან მამა ცოცხალი რომ აღარ იყო, მინდოდა, დედას დავხმარებოდი".
დაბოლოს, მომავალი მეუღლე მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიცნო. მოგვიანებით ანდრო კიკალეიშვილი მუსკომედიის თეატრის დირექტორი იყო, მერე რუსთავის თეატრის. ადრეულ ასაკში გარდაცვლილი მეუღლის გარდა, ქალბატონი ლეილას ცხოვრებაში კიდევ ორი დიდი ტრაგედია დატრიალდა - ახალგაზრდები გარდაიცვალნენ მსახიობის შვილები: ჯერ ლაშა, სამი წლის შემდეგ კი მამუკა. უფროსი შვილი სოციოლოგი იყო, უმცროსი - მსახიობი. 2019 წელს ლეილა ძიგრაშვილმა წიგნი გამოსცა "მე... და ჩემი შვილები", სადაც ავტოგრაფიული ამბებია თავმოყრილი.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნურასდროს ნუ ვიტყვით: სოხუმი დაეცა...
მოცეკვავე წყვილი, რომელიც იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო
თოჯინების თეატრში ცირკის წითელი ხალიჩა იშლება
რას ჰყვება დროებითი შრომითი ემიგრანტი
"მამა დახეული ფეხსაცმლით იყო მოსული ერთ-ერთ ფესტივალზე, როდესაც პირველი ადგილი დავიკავე..."
ლალი ბარძიმაშვილი: "მე სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე"
ამბავი თამარ მიქაძის მიერ ამერიკაში მოწყობილ პატარა საქართველოზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი