ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
font-large font-small
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.

ქართული მაფიის 57 წლის ხელმძღვანელი შეუერთდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის იმ წევრებს, რომელზეც ძიებას საფრანგეთი აწარმოებს.

შეგახსენებთ, უფრო ადრე საბერძნეთში ბერძენი, ფრანგი და ქართველი სამართალდაცავების თანამშრომლობით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დააკავეს 15 პირი, მათ შორის ლაშა შუშანაშვილი, ამ დაკავების შემდეგ, ასევე დაკავებები გაგრძელდა საფრანგეთში, სადაც ე.წ. ქართული მაფიის 23 წევრი დააკავეს.

ევროპაში მიიჩნევენ, რომ ლაშა შუშანაშვილს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროზე და ასევე ევროკავშირის რიგ ქვეყნებზე. ის შედიოდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" უახლოეს გარემოცვაში. 2017 წლის დეკემებერში კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შუშანაშვილი შეიყვანა იმ ტრანსნაციონალურ - დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან ბრძოლის ეგიდით შექმნილ სიაში, რომლის წევრებსაც სანქციები დაუწესდათ. გაგრძელება
ბეჭდვა