"ირაკლი სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა" - ვინ არის "პიკასოს" დაჭრაში მონაწილე სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი?
font-large font-small
"ირაკლი სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა" - ვინ არის "პიკასოს" დაჭრაში მონაწილე სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი?
25 ივნისს, საღამოს, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.
შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა. მომღერალს ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ღამით ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მომრღერლის მდგომარეობა სტაბილურია. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა, რომლებიც შსს-ის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა დაკავებულები არა.

როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, ნოზაძე სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

როგორც თვითმხილველი ჟურნალისტებთან ამბობს, ნოზაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გონება არ დაუკარგავს.

"დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა... ერთადერთი ვერსია ის ვიცი, რომ გოგონამ დაჭრა. ირაკლი ნოზაძე გონზე იყო ასევე დაგაინტერესებთ ბოლომდე, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში ითიშებოდა", - განაცხადა თვითმხილველმა.

მომღერლის ძმის, დავით ნოზაძის თქმით, გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს. (გაგრძელება)
ბეჭდვა