ინტერნეტში დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა
font-large font-small
 ინტერნეტში დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა
რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. უწყებაში სხვა კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ინტერნეტში დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად

გამოვლინდნენ პირები, რომლებმაც 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განახორციელეს. აღნიშნული პირები დაკავებული არიან და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ბეჭდვა